სს „პირიმზე“-ს 2012 წლის 05 დეკემბერის მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სს „პირიმზე“

(ს/კ 204389866)

 

გადახდისუუნარობის საქმის წარმოება

(საქმე №2/11180-12)

 

მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება

2012 წლი ს 5 დეკემბერი

 

მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობა:  

1. ემზარ მორგოშია

2. ავთანდილ ძაგანია

3. ნანა ამისულაშვილი

 

მომრიგებელი საბჭო, რომელიც შეიქმნა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის შესაბამისად, უფლებამოსილია კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: (1) გაკოტრების შესახებ; (2) რეაბილიტაციის შესახებ; (3) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მომრიგებელი საბჭოს წევრებმა გამოითხოვეს ინფორმაციები როგორც კრედიტორებისაგან, ასევე მოვალისაგან. მომრიგებელი საბჭოს სხდომაზე მოწვეულ იქნა მოვალე და ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, ასევე მიღებულ იქნა წერილები მოვალისა და კრედიტორის სს „ქართუ ბანკიგან ”. მომრიგებელმა საბჭომ მოიპოვა საქმისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი ინფორმაცია:

1. სასამართლოს მიერ საქმეში აღიარებულია ორი კრედიტორი, კერძოდ : შემოსავლების სამსახური 86 356 184 ლარით და სს „ბანკი ქართუ“ 14 744 595,87 ლარით.

2. მესამე პირმა შპს „PP”-მ (ს/კ 404922474) სს „ბანკი ქართუს“ 2012 წლის 23 ნოემბერს მისწერა წერილი, სადაც აყენებს საკითხს სს „პირიმზის“ მიმართ სს „ბანკი ქართუს“ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ასევე აცნობებს , რომ მოვალის დამფუძნებელი მზად არის შეიძინოს შპს „PP”-ს 100%-იანი წილი.

3. კრედიტორ სს „ქართუ ბანკის“ მიერ მოწოდებული წერილის თანახმად , სს „პირიმზის“ გადახდისუუნარობ ა სთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება, რომლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს სს „პირიმზის“ საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი ქმედებების განხორციელების ფაქტი.

4. სს „პირიმზის“ 100%-იანი დამფუძნებელის ლაურა ღაჭავას მიერ მომრიგებელი საბჭოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის აღიარება არასწორად მოხდა, ვინაიდან კომპანიის საგადასახადო ვებ. გვერდზე შედარების აქტი არის განულებული. ქალბატონმა ლაურამ ასევე განმარტა, რომ აღნიშნული საკითხის გარკვევას და მოთხოვნის დაკორექტირებას სჭირდება გარკვეული პერიოდი.

 

ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება შემდეგი გარემოებები:

1. შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა შესაძლებელია ამოღებულ იქნ ე ს კრედიტორთა რეესტრიდან, ხოლო სს „ბანკი ქართუ“ და მოვალე აპირებენ მორიგდნენ სს „ბანკი ქართუს“ მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.

 

 

გამომდინარე იქედან , რომ:

●გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონის მიზანია კრედიტორებისა და მოვალის ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა.

●საქმის გაკოტრებით დამთავრება ხელს შეუშლის დაწყებული პროცესების სრულყოფილად დასრულებას, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოვლენას და კრედიტორების დაკმაყოფილების მიზნით გადადგმული ნაბიჯების განხორციელებას, რაც თავისთავად დააზიანებს კრედიტორების ინტერესებს. გაკოტრების შემთხვევაში კრედიტორების ინტერესები იმითაც დაზიანდება, რომ ვინაიდან მოვალეს ამ ეტაპზე არანაირი ქონება არ გააჩნია, კრედიტორების მოთხოვნა დარჩება დაუკმაყოფილებელი, ხოლო მოვალე ამოიშლება სამეწარმეო რეესტრიდან.

●საქმის რეაბილიტაციის რეჟიმში გადასაყვანად არ არსებობს საფუძვლები, რადგან მოვალეს არ გააჩნია არც ფულადი რესურსები და არც ქონება.

●გადახდისუუნარობის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა. ზემოთ აღნიშნული გარემოებების ზუსტად დადგენა ემსახურება როგორც მოვალის, ისე კრედიტორების ინტერესების დაცვას. გარდა ამისა ამ გარემოებათა დადგენა აღმოფხვრის გადახდისუუნარობის საფუძვლებს. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს , რომ „მომრიგებელი საბჭო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ არ არსებობს გადახდისუუნარობის საფუძველი ან ეს საფუძველი აღმოიფხვრა განცხადების შეტანის შემდეგ ან მოვალეს შეუძლია ვადაგადაცილებული ვალი დაფაროს სხვა კრედიტორებისათვის ზიანის მიუყენებლად.“ მართალია, ამ ეტაპისათის გადახდისუუნარობის საფუძვლები ჯერ არ არის აღმოფხვრილი, მაგრამ ყველა გარემოება ამისაკენ მიუთითებს. თანახმად გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა, კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს. იმისათვის, რომ კანონის მიზნები განხორციელდეს, ყველა გარემოება და პროცესი სრულყოფილად იქნეს მიყვანილი ბოლომდე და ამით ხელი შეეწყოს მოვალისა და კრედიტორების ინტერესების თანაბარზომიერ დაცვას, მომრიგებელი საბჭო თავს თვლის უფლებამოსილად კანონის ანალოგიით გამოიყენოს 34-ე მუხლის პირველი პუნქტში მითითებული გადახდისუუნარობის შეწყვეტის მეორე საფუძველი.

●საქმის შეწყვეტა არ გამოიწვევს ზიანის დადგომას არც ერთი მხარისათვის, ვინაიდან მოვალეს არ გააჩნია ქონება. პირიქით, ჩნდება შესაძლებლობა უფრო უკეთესი შედეგი მივიღოთ, ვიდრე გაკოტრების შემთხვევაში კრედიტორების მოთხოვნების შეუსრულებლობა და მოვალის ამოშლა მეწარმეთა რეესტრიდან.

●მომრიგებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, კრედიტორებისა და მოვალის ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის მიზნით, შეწყდეს სს „პირიმზის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

 

დანართები:

1. შპს „PP”-ს წერილი

2. საქართველოს მთავარი პროკურატურის წერილი


ემზარ მორგოშია              

 

ავთანდილ ძაგანია           

ნანა ამისულაშვილი