საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 07.12.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №457
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017133
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 522 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (9)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრა­­­დი გან­ვითარების მინისტ­რი
საქართველოს გარემოს დაცვის მი­ნის­ტ­რი
საქართველოს ფინანსთა მინისტ­რი
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუ­ნებ­რივი რესურსების მინისტრი _
საქართველოს რეგიონული განვითა­რ­ე­ბ­ისა და ინფრასტრუქტურის მი­ნ­ის­­ტრი
სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენ­ტ­ოს უფროსი
სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრუ­ლ­ე­ბე­ლი დირექტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრ­ი­ვი ეკონომიკისა და ეკონომიკური პო­ლ­ი­ტიკის კომიტეტის თავმჯდომარე
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №457 2012 წლის 7 დეკემბერი    ქ. თბილისი საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ მუხლი 1🔗  „საქარ­თველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სი­ლებისა და საქ­მი­ანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუ­ხ­ლის პირველი პუნქტის შესაბამისად და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის სა­ფუძველზე, შეიქმნას საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რე­ს­ურ­სებ­ი­თა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კო­მი­სია (შემ­დ­გომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრა­­­დი გან­ვითარების მინისტ­რი – კომისიის თავმჯდომარე საქართველოს გარემოს დაცვის მი­ნის­ტ­რი – კომისიის წევრი საქართველოს ფინანსთა მინისტ­რი – კომისიის წევრი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუ­ნებ­რივი რესურსების მინისტრი _ კომისიის წევრი საქართველოს რეგიონული განვითა­რ­ე­ბ­ისა და ინფრასტრუქტურის მი­ნ­ის­­ტრი – კომისიის წევრი სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენ­ტ­ოს უფროსი – კომისიის წევრი სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრუ­ლ­ე­ბე­ლი დირექტორი – კომისიის წევრი საქართველოს პარლამენტის დარგობრ­ი­ვი ეკონომიკისა და ეკონომიკური პო­ლ­ი­ტიკის კომიტეტის თავმჯდომარე    – მოწვეული წევრი. მუხლი 2🔗 კომისიამ საქართველოს მთავრობის სხდომებზე პერ­იო­დ­ულად წარადგინოს ინფორმაცია თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სა­კითხებთან დაკავშირებული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვ­ნელ­ო­ბ­ის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კო­მისიის თანდართული დებულება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქონებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რესურსებითა და ქო­ნებით სარგებლობის შემსწავლელი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება ქვეყანაში საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშ­ვ­ნე­­ლობის რესურსებისა და ქონების სარგებლობაში გადაცემასთან და­კავ­ში­რებული სა­კითხების შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციებისა და დას­კვნების შემუშავების მიზნით, აღნიშნული რესურსებისა და ქონების რა­ცი­ონალურად განკარგვის უზრუნველსაყოფად. 2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კო­ნს­ტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით. მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი ამოცანები კომისიის ძირითადი ამოცანებია: ა) სახელმწიფოს მიერ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქო­ნე რესურსის, მათ შორის, სასარგებლო წიაღისეულის, ტყის ფონდის მერ­ქნული რესურსების, მცენარეული არამერქნული რესურსების (მათ შო­რის, სოჭის გირჩების), ზედაპირული წყლის რესურსებისა და სა­ხელ­მწი­ფო საკუთრებაში არსებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნე­ლ­ო­ბის სხვა ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობების შესწავლა და ან­ა­ლიზი; ბ) შესწავლილი საკითხებისა და მათი ანალიზის საფუძველზე,  შე­ს­აბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება და უფლება­მო­სი­ლი ორგანოებისთვის წარდგენა; გ) საჭიროების შემთხვევაში წინადადებათა მომზადება შესაბა­მი­სი ორგანოების მიერ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე რე­სურსის ან სხვა ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობების კანონ­მდე­ბ­ლობით დადგენილი წესით გადახედვის მიზნით. მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილებანი კომისია უფლებამოსილია: ა) საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე რესურსის ან სხვა ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობების გამოკვლევისა და შე­ს­წავლის მიზნით შესაბამისი უწყებებიდან მოითხოვოს ყველა საჭირო ინ­ფორმაცია და დოკუმენტაცია; ბ) კომისიის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულ­ყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის  მიზნით მოაწყოს სამუშაო შე­ხ­ვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან; გ) შესწავლილი საკითხებისა და ანალიზის საფუძველზე, შე­იმ­უშ­ა­ოს დასკვნები და რეკომენდაციები და წარადგინოს განსახილველად საქ­არ­თვ­ელოს მთავრობის სხდომაზე და შესაბამის უწყებებში; დ) საჭიროების შემთხვევაში სათათბირო ხმის უფლებით სხდო­მა­ზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების და ორგანიზაციების დაინ­ტე­რ­ე­სებული და პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექს­პ­ერ­ტები და სხვა პირები. მუხლი 4🔗. კომისიის თავმჯდომარე  კომისიის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას; ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს. მუხლი 5🔗. კომისიის სხდომის ჩატარების წესი 1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდ­ო­მ­არის გადაწყვეტილებით ან ერთ-ერთი წევრის მოთხოვნის საფ­უძ­ველ­ზე. 2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მი­სი არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალების შესაბამისად – კომისიის ერთ-ერთი წევრი. 3. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ეს­წ­რ­ება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბ­რა­ლო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამ­წყ­ვ­ე­ტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.  მუხლი 6🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის წესი კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდე­ბა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.