„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/1907 |
|
2012 წლის 12 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების“ შესახებ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილებები:
1. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) უფლებამოსილების ფარგლებში ნებისმიერ გემთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის ხელშეწყობა საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში; ი) უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოში რეგისტრირებულ მცურავ ობიექტთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის ხელშეწყობა;“ 2. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელობა, ზღვაზე საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელების, ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის, მზადყოფნის და თანამშრომლობის და გემების მიერ ანგარიშგების სისტემაში (GEOREP) მონაწილეობაზე ორგანიზების სახელმწიფო ზედამხედველობა; ფ) საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და ტერიტორიული ზღვის პასუხისმგებლობის ზონაში საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემის გადასარჩენად საძიებო-სამაშველო ოპერაციების, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად ღონისძიებების გეგმის დამტკიცება;“ 3. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. სააგენტოს ჰყავს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, რომელიც უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინირებას უწევს სააგენტოს ძირითადი საქმიანობისა და მიმართულებების თაობაზე მასობრივი საინფორმაციო საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობას.” 5. დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური: ა) განსაზღვრავს ხარისხის მართვის სისტემისათვის საჭირო პროცესებსა და მათ გამოყენებას სააგენტოში; ბ) ადგენს ამ პროცესების თანამიმდევრობასა და ურთიერთქმედებას; გ) ადგენს კრიტერიუმებსა და მეთოდებს, რომლებიც აუცილებელია ამ პროცესების როგორც ფუნქციონირების, ასევე მათი მართვის შედეგიანობის უზრუნველსაყოფად; დ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს რესურსებისა და ინფორმაციის თაობაზე, რომლებიც აუცილებელია ამ პროცესების ფუნქციონირებისა და მონიტორინგის შენარჩუნებისათვის; ე) განახორციელებს ხარისხის მართვის სისტემის შესრულებაზე მონიტორინგს და სააგენტოს დირექტორს წარუდგენს ანგარიშს განხორციელებული მონიტორინგის თაობაზე მინიმუმ წელიწადში ერთხელ; ვ) ადგენს მუდმივი გაუმჯობესების გეგმას; ზ) ატარებს საზღვაო-საწვრთნელ და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებში მეორე მხარის აუდიტს დააწარმოებს საზღვაო-საწვრთნელი და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების ხარისხის სისტემის რევერიფიკაციას; თ) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“ 6. დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ნებისმიერ გემთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის ხელშეწყობას საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში; გ) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საქართველოში რეგისტრირებულ მცურავ ობიექტთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტების გამოკვლევის ხელშეწყობას;“
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.12.2012.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 12.12.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/1907. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.024.016247.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.12.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №1-1/1907, 12.12.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016247 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1791948/