საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.12.2012
ძალის დაკარგვა 01.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №979
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016148
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №979
2012 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის „ა“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო (შემდგომში – მთავარი სამმართველო) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფს, რომელიც ახორციელებს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით დაკისრებულ ამოცანებს.
2. მთავარი სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში–მინისტრი) ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 2🔗
მთავარი სამმართველო თავისი საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ბრძანებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗
მთავარი სამმართველოს ძირითადი ამოცანები:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების განხორციელება, საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად ექსპერტიზის ჩატარება, შესაბამისი დასკვნებისა და აქტების გაცემა;
ბ) საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო სამსახურებთან ერთად, კვლევის სპეციფიკური საშუალებებისა და მეთოდების გამოყენებით, კვალთა და ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენა, დაფიქსირება, ამოღება და მათი შემდგომი გამოკვლევის გზით დანაშაულის გახსნის უწყვეტ პროცესში მონაწილეობა;
გ) ოპერატიული თვალსაზრისით სხვა საჭირო მტკიცებულებათა მოპოვება კანონით დადგენილი წესით;
დ) კვლევის სპეციალური საშუალებების, თანამედროვე ტექნიკის, ახალი მეცნიერული მეთოდებისა და საექსპერტო მიმართულებების დანერგვა-განვითარება დანაშაულის გახსნისა და სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით;
ე) მაღალი ხარისხის საექსპერტო მომსახურების მიზნით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დანაყოფების მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი და ხარისხის კონტროლი;
ვ) მთავარ სამმართველოს დაქვემდებარებული სტრუქტურული დანაყოფების მეთოდური და პრაქტიკული დახმარება, მთავარ ექპერტთა, უფროს ექსპერტთა და ექსპერტთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება, მათი მუშაობის შემოწმება და გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსასწორებლად სათანადო ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 4🔗
1. მთავარი სამმართველოს კომპეტენცია:
ა) საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა;
ბ) საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებებში ექსპერტთა მონაწილეობის უზრუნველყოფა, სხვადასხვა სახის კვალის, საგნის, ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენა, დაფიქსირება და ამოღება;
გ) კანონით დადგენილი წესით, პიროვნებების დაქტილოსკოპირება, ფოტო და ვიდეო გადაღებების წარმოება;
დ) დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური, ჰაბიტოსკოპიური, ნარკოლოგიური მონაცემთა ბაზების წარმოება და განვითარება;
ე) ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო სამსახურების მომართვის საფუძველზე საინფორმაციო-საძიებო კრიმინალისტიკური კარტოთეკებითა და მონაცემთა ბაზებით შემოწმების უზრუნველყოფა.
ვ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური დანაყოფების საქმიანობაზე კონტროლი და მეთოდური ხელმძღვანელობა;
ზ) კვლევის სპეციალური საშუალებების, თანამედროვე ტექნიკის, ახალი მეცნიერული მეთოდებისა და საექსპერტო მიმართულებების დანერგვა-განვითარება;
თ) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. მთავარი სამმართველო ატარებს შემდეგ საექსპერტო და სპეციალურ კვლევებს:
ა) დანაშაულის კვალის და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენას, დაფიქსირებას, ამოღებას;
ბ) ფეთქებადსაშიში ნივთიერებების ექსპერტიზას, ელექტროტექნიკური, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და მექანიზმების ექსპერტიზას, რადიაციულ ექსპერტიზას, სახანძრო ექსპერტიზას;
გ) ავტოტექნიკურ ექსპერტიზას;
დ) ტრასოლოგიურ და ბალისტიკურ ექსპერტიზას, ცივი იარაღის კვლევას;
ე) ქიმიურ, მათ შორის ნარკოტიკული საშუალებების და ფარმაცევტული პრეპარატების და ბიოლოგიურ ექსპერტიზას;
ვ) ხელნაწერების გრაფიკულ ექსპერტიზას, დოკუმენტების ტექნიკურ ექსპერტიზას;
ზ) დაქტილოსკოპიურ ექსპერტიზას;
თ) ბუღალტრულ და ეკონომიკურ ექსპერტიზას;
ი) სასაქონლო და საინჟინრო-ტექნიკურ ექსპერტიზას;
კ) ფონოსკოპიურ ექსპერტიზას;
ლ) ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ექსპერტიზას;
მ) კომპიუტერულ ექსპერტიზას;
ნ) ოდოროლოგიურ ექსპერტიზას;
ო) ნარკოლოგიურ ექსპერტიზას;
პ) მთავარი სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სხვა სახის ექსპერტიზებსაც.
თავი II
მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა
მუხლი 5🔗
1. მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. მთავარი სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა შესრულებას;
ბ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და საქმიანობის ორგანიზაციის შესახებ;
გ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს;
დ) კანონით განსაზღვრული წესით, გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად, იწვევს სპეციალისტებს ხელშეკრულების საფუძველზე;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა მთავარი სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად;
ზ) შუამდგომლობს მინისტრთან ან/და კურატორ მინისტრის მოადგილესთან, მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იმ საკითხებზე, რომლებიც მთავარი სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
კ) მთავარი სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 6🔗
1. მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს ერთი ან რამდენიმე მოადგილე, რომელთაც მთავარი სამმართველოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. მთავარი სამმართველოს უფროსის არყოფნისას მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობას მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით ასრულებს მთავარი სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
3. მთავარი სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია მთავარი სამმართველოს ექსპერტიზის სამმართველოსა და კინოლოგიის სამსახურის მუშაობაზე.
4. მთავარი სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია მთავარი სამმართველოს რეგიონალური დანაყოფების საქმიანობაზე.
5. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეები პასუხისმგებელნი არიან მათ საკურატორო სფეროში შემავალ დანაყოფებსა და მათ მიერ გაწეულ საქმიანობაზე.
6. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე;
თავი III
მთავარი სამმართველოს სტრუქურა და კომპეტენცია
მუხლი 7🔗
1. მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფებია:
ა) ექსპერტიზის სამმართველო;
ბ) ქ. თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველო;
გ) ხარისხის კონტროლისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;
დ) ნარკოლოგიური შემოწმების სამსახური;
ე) კინოლოგიის სამსახური;
ვ) საერთო განყოფილება (კანცელარია);
ზ) აჭარის ა.რ. საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური;
თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური;
ი) იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური;
კ) სამცხე-ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური;
ლ) შიდა ქართლის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური;
მ) მცხეთა-მთიანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური;
ნ) ქვემო ქართლის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური;
ო) კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური;
2. მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფები იყოფა ქვედანაყოფებად.
3. მთავარი სამმართველოს სტრუქტურული დანაყოფების, მათ შემადგენლობაში შემავალი ქვედანაყოფების სტრუქტურას, უფლება-მოვალეობების განაწილებისა და საქმიანობის წესს მთავარი სამმართველოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 8🔗
1. ექსპერტიზის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების განხორციელება, საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად ექსპერტიზის ჩატარება, შესაბამისი დასკვნებისა და აქტების გაცემა;
ბ) დანაშაულის კვალის და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, დაფიქსირების, ამოღებისა და მათი შემდეგი გამოკვლევის მიზნით შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ასევე სხვა საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობა;
გ) გაწეული საქმიანობის სტატისტიკის წარმოება;
დ) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსის კურატორი მოადგილისა და მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე.
მუხლი 9🔗
1. ქ. თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) დანაშაულის კვალის და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, დაფიქსირების, ამოღებისა და მათი შემდეგი გამოკვლევის მიზნით შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ასევე სხვა საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობა;
ბ) კანონით დადგენილი წესით, პიროვნებების დაქტილოსკოპირება, ფოტო და ვიდეო გადაღებების წარმოება;
გ) გაწეული საქმიანობის სტატისტიკის წარმოება;
დ) დანაშაულის შესახებ შეტყობინება-გამოძახების მიღება, აღრიცხვა-რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება.
2. ქ. თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე.
მუხლი 10🔗
1. ხარისხის კონტროლისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) მაღალი ხარისხის საექსპერტო მომსახურების ორგანიზება და გაწეული სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესება;
ბ) ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემების განსაზღვრა ყველა რგოლში და მათი შესწორება, აგრეთვე საჭირო ზომების მიღება მათი განმეორების თავიდან ასაცილებლად;
გ) ექსპერტიზების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა უახლესი მეთოდების, სტანდარტების, პროგრამების, აპარატურის მოძიების, შემუშავებისა და დანერგვის გზით;
დ) ყველა თანამშრომლის ინფორმირება და ჩართულობა ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურებში;
ე) მთავარი სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ბრძანებების და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ვ) მთავარ სამმართველოში შესათანხმებლად შემოსული ნორმატიული აქტების განხილვა;
ზ) მთავარი სამმართველოს სამეურნეო, სასაწყობე და სატრანსპორტო საკითხების უზრუნველყოფა.
2. ხარისხის კონტროლისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე.
მუხლი 11🔗
1. ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის კომპეტენციაა:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნარკოლოგიური გამოკვლევებისა და ექსპერტიზების განხორციელება, შესაბამისი დასკვნის გაცემა;
ბ) უზრუნველყოს გამოკვლევის პროცესში მიღებული ბიოლოგიური მასალის დალუქვა-შენახვა;
გ) კანონით დადგენილი წესით, პიროვნებების დაქტილოსკოპირება და ფოტო გადაღებების წარმოება;
დ) გაწეული საქმიანობის სტატისტიკის წარმოება.
2. ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე;
მუხლი 12🔗
1. კინოლოგიის სამსახურის კომპეტენციაა:
ა) ოდოროლოგიური კვალის, ნარკოტიკული ნივთიერებების და სხვა ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენის, დაფიქსირების, ამოღებისა და მათი შემდგომი გამოკვლევის მიზნით შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებებში მონაწილეობა;
ბ) ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩატარება;
გ) დანაშაულის შესახებ შეტყობინება-გამოძახების მიღება, აღრიცხვა-რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება.
დ) გაწეული საქმიანობის სტატისტიკის წარმოება;
ე) სამომსახურეო დანიშნულების ძაღლების გაწვრთნა და სპეციალური სამსახურებრივი ძაღლებით მომსახურე სამინისტროს თანამშრომელთა სათანადო მომზადება;
ვ) კინოლოგიის სამსახურის სამომსახურეო ძაღლების ვეტერინარული მომსახურება.
2. კინოლოგიის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსის კურატორი მოადგილისა და მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე.
მუხლი 13🔗
1. რეგიონალური დანაყოფების კომპეტენციაა:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევების განხორციელება, საჭირო გარემოებების დასადგენად და საკითხების გადასაწყვეტად ექსპერტიზის ჩატარება, შესაბამისი დასკვნებისა და აქტების გაცემა;
ბ) დანაშაულის კვალის და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, დაფიქსირების, ამოღებისა და მათი შემდგომი გამოკვლევის მიზნით შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ასევე სხვა საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობა;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნარკოლოგიური გამოკვლევებისა და ექსპერტიზების განხორციელება, შესაბამისი დასკვნის გაცემა;
დ) დანაშაულის შესახებ შეტყობინება–გამოძახების მიღება, აღრიცხვა–რეგისტრაცია და შესაბამისი რეაგირების ორგანიზება;
ე) კანონით დადგენილი წესით, პიროვნებების დაქტილოსკოპირება, ფოტო და ვიდეო გადაღებების წარმოება;
ვ) გაწეული საქმიანობის სტატისტიკის წარმოება;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
3. რეგიონალური სამსახურების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან მთავარი სამმართველოს უფროსის კურატორი მინისტრის მოადგილისა და მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე.
მუხლი 14🔗
1. საერთო განყოფილების (კანცელარია) კომპეტენციაა:
ა) მთავარ სამმართველოში შემოსული დოკუმენტების აღრიცხვა, მთავარი სამმართველოს კორესპონდენციების მიღება-დაგზავნა, მთავარი სამმართველოს მიერ მომზადებული, შემოსული და გასული დოკუმენტების რეგისტრაცია, მთავარი სამმართველოს დანაყოფების მიერ შესრულებული სტატისტიკური მონაცემების შედგენა, დამუშავება და შეჯამება, საარქივო მასალის შენახვა, სისტემატიზაცია და დადგენილი წესით განადგურება;
ბ) მთავარ სამმართველოში დანიშნული და შესრულებული ექსპერტიზების, გამოკვლევების, მათზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების შენახვა, სისტემატიზაცია და გაცემა (გარდა ამ დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).
2.საერთო განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია მთავარი სამმართველოს უფროსის წინაშე.