განჩინება შპს ”ბესტ ტობაკოს” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/11959-2011
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
201 2 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განვიხილე შპს ,,ბესტ ტობაკო ს“ გაკოტრების მმართველის განცხადება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ,
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :
შპს „ბესტ ტობაკოს”გაკოტრების მმართველმა სსიპ _ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ვასილ ხაჭაპურიძემ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას იმაზე მითითებით, რომ სამეურვეო ქონების რეალიზაციის მიზნით ჩატარებულ მეორე აუქციონზე ლიანა პიტინიანის მიერ მოხდა მოვალის ქონების შესყიდვა. შპს ”ბესტ ტობაკოს” აღარ გააჩნია ქონება, რომლიდანაც შესაძლებელია კრედიტორთა დაკმაყოფილება. შესაბამისად, გაკოტრების მმართველი ითხოვს მოწვეულ იქნეს კრედიტორთა კრება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების მიზნით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება გაკოტრების მმართველის ანგარიშის მოსმენის, დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების შემოწმების და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების დღის წესრიგით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნეს კანადისა და საქართველოს თანამეგობრობის შპს ,,ბესტ ტობაკო ს“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. გაკოტრების მმართველის ანგარიშის წარდგენა.
1.2. დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების შემოწმება.
1.3 გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 19 დეკემბერს 10 :00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6).
3. დაევალოს შპს ,,ბესტ ტობაკოს ” გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი