განჩინება შპს ”უნო-პრიმა”-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/11505-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/11505-12

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2012 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი (კრედიტორი) – სს „ბანკი ქართუ”

წარმომადგენლები – დავით მათიკაშვილი, ნათია ჩაჩანიძე

2. შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე-ბარავკოვი

მოვალე – შპს „უნო-პრიმა”

დირექტორი – ნათია გედევანიშვილი

წარმომადგენელი შალვა კაციაშვილი

 

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ვასილ ხაჭაპურიძე

მომრიგებელი საბჭოს წევრები – 1. ავთანდილ ძაგანია

                                                           2. ემზარ მორგოშია

                                                           3. ნანა ამისულაშვილი

დავის საგანი – გადახდისუუნარობის საქმის წარმოება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია სს ,,ბანკი ქართუს’’ განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ მოვალე შპს „უნო-პრიმას” მიმართ.

კრედიტორთა კრებაზე არჩეულ იქნა მომრიგებელი საბჭოს წევრები ავთანდილ ძაგანია, ემზარ მორგოშია, ხოლო მესამე წევრად სასამართლოს მიერ დანიშნულ იქნა ნანა ამისულაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2012 წლის 7 დეკემბერს მომრიგებელი საბჭოს წევრების ავთანდილ ძაგანიას, ემზარ მორგოშიასა და ნანა ამისულაშვილის მიერ წარმოდგენილ იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს „უნო-პრიმას” მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ გადაწყვეტილებას, საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნეს საკითხი – მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება  შპს „უნო-პრიმას” მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.

  

დაადგინა:

1. კრედიტორთა კრება დაინიშნოს 2012 წლის 24 დეკემბერს 12:20 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6, სხდომის დარბაზი №29);

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე – www.tcc.gov.ge;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                   თამარ ჭუნიაშვილი