განჩინება სს ”პირიმზე”-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/11180-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/11180-12               

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2012 წლის 11 დეკემბერი

ქ.   თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი (კრედიტორი) – სს „ბანკი ქართუ”

წარმომადგენლები – დავით მათიკაშვილი, ნათია ჩაჩანიძე

2. შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – ნინო მუმლაძე-ბარავკოვი

მოვალე – სს „პირიმზე”

დირექტორი – ლაურა ღაჭავა

წარმომადგენელი შალვა კაციაშვილი

 

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ვასილ ხაჭაპურიძე

მომრიგებელი საბჭოს წევრები – 1. ავთანდილ ძაგანია

                                                          2. ემზარ მორგოშია

                                                          3. ნანა ამისულაშვილი

დავის საგანი – გადახდისუუნარობის საქმის წარმოება

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია სს ,,ბანკი ქართუს’’ განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ მოვალე სს „პირიმზის” მიმართ.

კრედიტორთა კრებაზე არჩეულ იქნა მომრიგებელი საბჭოს წევრები ავთანდილ ძაგანია, ემზარ მორგოშია, ხოლო მესამე წევრად სასამართლოს მიერ დანიშნულ იქნა ნანა ამისულაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2012 წლის 7 დეკემბერს მომრიგებელი საბჭოს წევრების ავთანდილ ძაგანიას, ემზარ მორგოშიასა და ნანა ამისულაშვილის მიერ წარმოდგენილ იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება სს ”პირიმზის” მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ გადაწყვეტილებას, საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად მოწვეულ უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნეს საკითხი – მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება  სს ”პირიმზის” მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 27-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.

 

დაადგინა :

1. კრედიტორთა კრება დაინიშნოს 2012 წლის 24 დეკემბერს 12:40 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6, სხდომის დარბაზი №29).

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                   თამარ ჭუნიაშვილი