საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის – ცეკავშირის XXVII რიგგარეშე ყრილობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის – ცეკავშირის გამგეობის 2012 წლის 12 დეკემბერის დადგენილებით /სხდომის ოქმი №14 მუხ. №1/, 2013 წლის 26 აპრილს, დღის 1200 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის” სხდომათა დარბაზი, გაიმართება ცეკავშირის XXVII რიგგარეშე ყრილობა.
ყრილობის ჩატარების დღე ჩაითვალოს სააღრიცხვო დღედ.
დღის წესრიგი:
1. ცეკავშირის გამგეობის ანგარიში გაწეული მუშაობისა და მომავალი გეგმების შესახებ; მომხსენებელი: ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარე – როინ ადამაძე.
2. კოოპერაციის როლი საქართველოს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის განვითარების და ხალხის დასაქმების საქმეში;
მომხსენებელი: – ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარე – როინ ადამაძე.
3. ცეკავშირის და მასში შემავალი რაიკავშირების ქონების დაბრუნების შესახებ;
მომხსენებელი: – ცეკავშირის იურისტი – ანდრო კიკნაველიძე.
4. პროდუქციის რეალიზაციის შესახებ მსოფლიო ბაზარზე;
მომხსენებელი: – ცეკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი – გიორგი ჯაგასპანიანი.
5. კოოპერაციის როლი საქართველოში ტურიზმის განვითარების საქმეში;
მომხსენებელი: – ირაკლი ხაზიური და დავით ჯიჭონაია.
6. ცეკავშირის მართვის და კონტროლის ორგანოთა (საბჭო, სარევიზიო კომისია, გამგეობა, გამგეობის თავმჯდომარე) არჩევნები;
მომხსენებელი: ცეკავშირის გამგეობის წევრი – ვაჟა ბარბაქაძე.
7. ცეკავშირის გამგეობის ახალი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი: ცეკავშირის გამგეობის საბუღალტრო და ფინანსური აღრიცხვის სამმართველოს უფროსი – გივი ლიპარტელიანი.
8. სხვადასხვა.
საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის – ცეკავშირის დამფუძნებელ წევრთა (მეპაიეთა) საყურადღებოდ!!!
ყრილობის დელეგატებმა, ყრილობაზე დასასწრებად, უნდა წარმოადგინონ უფლებამოსილების დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, მინდობილობა, ამონაწერი კრების ოქმიდან.
კოოპორგანიზაციები, რომელთა შესახებაც სრული ინფორმაცია არ მოიპოვება სამეწარმეო რეესტრში, ყრილობაზე არ დაიშვებიან!
P. S . ცეკავშირის იმ მეპაიე წევრებს, რომელთა შესახებაც არაა დაცული სრულყოფილი ინფორმაცია სამეწარმეო რეესტრში და შეუძლებელია ამონაწერის განახლება, ეძლევათ რეკომენდაცია მოახდინონ მეპაიეების სრული აღრიცხვა და ჩაატარონ საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. მართვისა და კონტროლის არჩევნები;
2. ყრილობის დელეგატების არჩევა (პაის რაოდენობის მიხედვით და არა უმეტეს ხუთისა).
ამასთან, გთხოვთ, 2013 წლის 15 მარტამდე, წერილობითი სახით, ცეკავშირის გამგეობაში წარმოადგინოთ თქვენი მოსაზრება (ბიზნესგეგმა), თქვენს რაიონში კოოპერაციული წარმოების განვითარებისა და პოტენციალის შესახებ.
ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარე რ. ადამაძე