„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ვიზის მოქმედების ვადა – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის და ყოფნის უფლება;“;
ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-4 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს:
ა) ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიების – ბერმუდის კუნძულების, კაიმანის კუნძულების, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების, ფოლკლენდის კუნძულების, ტერკსის და კაიკოსის კუნძულების, გიბრალტარის; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორიების – ჯერზის, გერნზის, კუნძულ მენის; დანიის სამეფოს შემდეგი ტერიტორიების – ფარერის კუნძულების და გრენლანდიის; ნიდერლანდის სამეფოს შემდეგი ტერიტორიების – არუბის და ნიდერლანდის ანტილის კუნძულების; საფრანგეთის რესპუბლიკის შემდეგი ტერიტორიების – საფრანგეთის პოლინეზიის და ახალი კალედონიის;
ბ) ამერიკის შეერთებული შტატების;
გ) კანადის;
დ) იაპონიის;
ე) შვეიცარიის კონფედერაციის;
ვ) ლიხტენშტაინის სამთავროს;
ზ) ნორვეგიის სამეფოს;
თ) ისრაელის სახელმწიფოს;
ი) წმინდა საყდრის (ვატიკანის);
კ) ანდორის სამთავროს;
ლ) სან-მარინოს რესპუბლიკის;
მ) ისლანდიის რესპუბლიკის;
ნ) არაბთა გაერთიანებული საამიროების;
ო) ქუვეითის სახელმწიფოს;
პ) კორეის რესპუბლიკის;
ჟ) კატარის სახელმწიფოს;
რ) ბაჰრეინის სამეფოს;
ს) ომანის სასულთნოს;
ტ) ბრუნეი-დარუსალამის სახელმწიფოს;
უ) სინგაპურის რესპუბლიკის;
ფ) ავსტრალიის თანამეგობრობის;
ქ) მონაკოს სამთავროს;
ღ) ახალი ზელანდიის;
ყ) ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობის;
შ) ბარბადოსის;
ჩ) ანტიგუა და ბარბუდის;
ც) ტრინიდადის და ტობაგოს რესპუბლიკის;
ძ) სეიშელის კუნძულების რესპუბლიკის;
წ) ბოტსვანის რესპუბლიკის;
ჭ) ხორვატიის რესპუბლიკის;
ხ) ჩილეს რესპუბლიკის;
ჯ) სენტ-კიტსის და ნევისის ფედერაციის;
ჰ) არგენტინის რესპუბლიკის;
ჰ1) მალაიზიის ფედერაციის;
ჰ2) მექსიკის შეერთებული შტატების;
ჰ3) აღმოსავლეთი რესპუბლიკა ურუგვაის;
ჰ4) მავრიკის რესპუბლიკის;
ჰ5) პანამის რესპუბლიკის;
ჰ6) კოსტა-რიკის რესპუბლიკის;
ჰ7) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის;
ჰ8) ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის;
ჰ9) ტაილანდის სამეფოს;
ჰ10) ბელიზის;
ჰ11) საუდის არაბეთის სამეფოს.“;
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ პირადობის მოწმობის საფუძველზე.“.
3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დიპლომატიური, სამსახურებრივი, ორდინალური და სასწავლო ვიზები გაიცემა საქართველოში მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით.“.
4. მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დიპლომატიური ვიზა გაიცემა 360 დღით.
4. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დიპლომატიური ვიზა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით, არა უმეტეს 15 წლისა.“.
5. მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურებრივი ვიზა გაიცემა 360 დღით.
4. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი ვიზა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით, არა უმეტეს 15 წლისა.“.
6. მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ორდინალური ვიზა გაიცემა 360 დღით.
3. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ორდინალური ვიზა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით, არა უმეტეს 15 წლისა.“.
7. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. სასწავლო ვიზა
სასწავლო ვიზა გაიცემა სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობის ვადით უცხოელებზე, რომელთაც აქვთ საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალური მოწვევა.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 24 მარტი.
№1090_Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.03.2009.
- როდის იქნა მიღებული „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.03.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1090. სარეგისტრაციო კოდი — 010.120.000.05.001.003.482.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.03.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №1090, 24.03.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.120.000.05.001.003.482 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/17932/