განჩინება სს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა’’-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/988-2008
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/988-2008

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2012 წლი ს 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განვიხილე ს ს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხან ი ს ” კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი ,

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე ს ს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნ ი ს ” მიმართ.  

 სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეულ უნდა იქნ ე ს ს ს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნ ი ს ” კრედიტორთა კრება დაგვიანებით წარმოდგენილ მოთხოვნათა განხილვის მიზნით.

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

  სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნეს ს ს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნ ი ს ” კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

 1.1.კრედიტორთა დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების შემოწმება.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 17 დეკემბერს 16 :00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).

3. დაევალოს ს ს ,,ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნ ი ს ” რეაბილიტაციის მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

    მოსამართლე      ლაშა ქოჩიაშვილი