სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 17.12.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №1112
სარეგისტრაციო კოდი 010240020.08.002.016707
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 219 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (6)
ნინო კალანდაძე -
ვან ბაიბურთი -
მუბარის კარაევი -
ვერა ქობალია -
ნატალია ყანჩელი -
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №1112 2012 წლის 17დეკემბერი ქ.თბილისი სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და დემოკრატიული პროცესების განმტკიცების საქმეში სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის როლის გათვალისწინებით, სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე: 1. სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის პროექტის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შერჩევის მიზნით ჩატარდეს კონკურსი. 2. კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფისა და გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ნინო კალანდაძე - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, კომისიის თავმჯდომარე ვან ბაიბურთი - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი მუბარის კარაევი - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვერა ქობალია - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ნატალია ყანჩელი - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი. 3. საკონკურსო კომისიამ უზრუნველყოს კონკურსის გამოცხადება, საკონკურსო პირობებისა  და კონკურსის ჩატარების ვადების, აგრეთვე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების განსაზღვრა. 4. საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს შერჩეულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელსაც, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოეყოფა 1 000 000 (მილიონი) ლარი მედიასაშუალებებზე ან/და სხვა შესაბამის ორგანიზაციებზე გრანტების კონკურსის წესით გაცემის მიზნით. 5. ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ასიგნებების გამოყოფა განხორციელდეს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. საკონკურსო კომისიის სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახური. 7. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი