„საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს ბრძანება №177 |
|
2012 წლის 20 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებით (სსმ III, 2008წ., №161, მუხ. 1625) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) საგამოძიებო ნაწილი (დეპარტამენტი);“; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ-მ“ ქვეპუნქტები: ,,კ) სტრატეგიული განვითარებისა და ინოვაციური პროექტების მართვის დეპარტამენტი; ლ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო; მ) პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო.“. 2. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. მთავარი პროკურატურის აპარატის (დეპარტამენტი) ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში მთავარი პროკურორისათვის საორგანიზაციო საქმიანობის უზრუნველყოფა; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს პარლამენტის აპარატთან, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მთავარი პროკურატურის ურთიერთობების კოორდინაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება მთავარი პროკურატურის სხვა სტრუქტურული დანაყოფების უფლებამოსილებათა ფარგლებს; მთავარი პროკურორის საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში მთავარ პროკურატურაში მოქალაქეთა მიღების პროცესის ორგანიზება და მათ მიერ წარმოდგენილ განცხადებებზე რეაგირება; პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივი მივლინების ორგანიზაციული მხარის მოწესრიგება; საზოგადოებრივი პროექტების სხვადასხვა აქტივობის ორგანიზება და კოორდინაცია; საქართველოს პროკურატურის საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება; წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში პროკურატურის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; არაფინანსური აქტივების მიღების, აღრიცხვის, შენახვის, გაცემის და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა; პროკურატურის ფუნქციონირებისათვის საჭირო კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და წარმომადგენლობითი ხარჯების ორგანიზება.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) ამოცანებია: პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის კორუფციულ დანაშაულებზე გამოძიების ჩატარება; საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სამართალწარმოების ეფექტურად და სრულყოფილად წარმართვის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის კვლევისა და ანალიზის უზრუნველყოფა; საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ზედამხედველობის განხორციელება; საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებისა და გამოძიებისას კანონის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფა; საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში გამოძიებაზე და პირველი/სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტური კოორდინაციის მიზნით; კორუფციასთან ეფექტური ბრძოლის წარმართვის მიზნით სახელმწიფო ორგანოების საინფორმაციო სისტემებიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნა, გამოყენება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; საჩივარ-განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: მთავარი პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე შენიშვნებისა და წინადადების მომზადება; საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა; უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ექსტრადიციის საკითხების განხილვა, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეთა ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობების მომზადება და მათი დანიშნულებისამებრ გაგზავნა; კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულ პირთა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გადაცემასთან (გადმოცემასთან) დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების განხორციელება; სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის სარგებლობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესზე წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, აღნიშნულ საქმეებზე ქვემდგომი საოლქო და რაიონული პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის და პროკურატურის სხვა მუშაკებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებებისა და განკარგულებების მიცემა.“; დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანებია: შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში (გარდა სასაზღვრო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების, ასევე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტერიტორიული დანაყოფებისა) გამოძიებაზე, აგრეთვე პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; დანაშაულის გამოძიების მეთოლოგიის შემუშავება და დახვეწა, მათი სისტემატიზაცია და ამ მიმართულებით პროკურატურის სისტემაში ერთიანი პრაქტიკის დამკვიდრება; მთავარი პროკურატურის სტრატეგიული განვითარებისა და ინოვაციური პროექტების მართვის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოსთვის (შემდგომში - ანალიტიკური სამმართველოს) საჭირო ინფორმაციის, ცნობების დროული და სრულყოფილი მიწოდების კოორდინაცია; მიმდინარე პრაქტიკის გათვალისწინებით, ანალიტიკური სამმართველოსათვის შესასწავლი საკითხების ინიციირება.“; 3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10-12 პუნქტები: ,,10. სტრატეგიული განვითარებისა და ინოვაციური პროექტების მართვის დეპარტამენტის ამოცანებია: პროკურატურის თანამშრომელთა შორის ტრენინგის საჭიროების განსაზღვრის მიზნით ინფორმაციის ანალიზი; სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის განვითარების ხელშეწყობა; პროკურორთა მუშაობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; პროკურატურის სისტემაში ერთიანი პრაქტიკის დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა; უცხოური პრაქტიკის გაანალიზება და აღნიშნულის მიხედვით ახალი პროექტების ინიციირება, მისი მოწონების შემთხვევაში კი იმპლემენტაცია; პრაქტიკაში არსებული სიტუაციის ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება და მათი დაძლევის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება; შეფასების ელექტრონული სისტემის შექმნა; დანაშაულის ანალიზი; კვლევების ორგანიზება დანაშაულის ჩადენის გამომწვევი მიზეზების დასადგენად; კვლევების ორგანიზება ვიქტიმოლოგიის დონის განსაზღვრის მიზნით; უცხოური პრაქტიკის შესწავლა დანაშაულის პრევენციის მიზნით; სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი; მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის მუშაობის კონტროლი; პროკურატურის საქმიანობით მოქალაქეთა კმაყოფილების კვლევა და მათი საჭიროებების განსაზღვრა; მოქალაქესა და პროკურორს შორის კომუნიკაციის გამარტივება-გაუმჯობესებისათვის შესაბამისი ღონისძიებების ინიციირება და მათი იმპლემენტაცია; პროკურატურის იმიჯის გაუმჯობესების მიზნით ახალი პროექტების ინიციირება და იმპლემენტაცია. 11. ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ამოცანებია: პროკურატურის ორგანოებში, ასევე დაკავების ადგილებსა და პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს, ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება და მონიტორინგი, წამების, ღირსების შემლახავი და არაჰუმანური მოპყრობისა და დასჯის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება; მთავარი პროკურატურისა და მისი სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მთავარ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დამცველი სახელმწიფო ორგანოებიდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლა და მათზე სათანადო რეაგირება; შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლის საფუძველზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოვლენილი დანაშაულებისა და სხვა სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურად წარმართვის მიზნით კონკრეტული წინადადებების შემუშავება და მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების პროკურატურების გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში უახლესი მიღწევების დანერგვა; სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სასამართლოში მთავარი პროკურატურის წარმომადგენლობა. 12. პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ამოცანებია: საზოგადოებრივი აზრის შესწავლის და ჩამოყალიბების მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება, თემატური მასალების დამუშავება; სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობის ოპერატიული ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ; სპეციალური ინსტრუქციების შემუშავება და გამოცემა, აგრეთვე ლექცია-სემინარების ორგანიზება, რომლებიც დაეხმარება საქართველოს პროკურატურის მუშაკებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ თუ რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან კოორდინაციით: ა) მთავარ პროკურატურაში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და სხვა ღონისძიებები) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება; ბ) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა; გ) ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით; დ) საზოგადოებრივ მაუწყებელთან, კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან და სხვა მედიასაშუალებებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება; ე) მთავარი პროკურატურის ოფიციალური ვებგვერდის, ფოტო-და ვიდეოარქივის შექმნა, დამუშავება და განახლება.“. 4. 61მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 18 დეკემბრიდან. |
|