წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 17.12.2012
ძალის დაკარგვა 05.03.2013
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.104.016105
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია | საკრებულოს თავმჯდომარე |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებელად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 27.02.2013
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2012 წლის 17 დეკემბერი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატისათვის დამატებითი (მინიმალური და სპეციალური ) საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
1.
მინიმალური სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში:
ა)
უმაღლესი განათლება;
ბ)
მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ)
№1 დანართში მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა.
2.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა ზოგადი უნარების სფეროში გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
3.
სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული უნარების სფეროში:
ა)
ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით საქმის წარმოების სპეციალური უნარები (დოკუმენტის მიღება, დოკუმენტის შედგენა და გაგზავნა);
ბ)
პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები (სამუშაოს მართვის, განაწილების, ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი).
4.
სპეციალური მოთხოვნები :
ა)
კომუნიკაციის უნარი;
ბ)
ანალიტიკური აზროვნება;
გ)
მართვის უნარი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია
დანართი 1
საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ჩამონათვალი:
1.
საქართველოს კონსტიტუცია;
2.
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ";
3.
საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ";
4.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
5.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);
6.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება.