აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 18.12.2012
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.110.016106
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/12/2012
matsne.gov.ge 196 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით თოფურია აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 2012 წლის 18 დეკემბერი აბაშა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დადგინდეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატისათვის  დამატებითი (მინიმალური და სპეციალური ) საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მუხლი 2🔗 მინიმალური სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; გ) №1 დანართში მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა. მუხლი 3🔗 მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა ზოგადი უნარების სფეროში: ა) გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი  კომუნიკაციის უნარი. მუხლი 4🔗 სპეციალური მოთხოვნები : ა) კომუნიკაციის უნარი; ბ) ანალიტიკური აზროვნება; გ) მართვის უნარი. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თოფურია დანართი №1 საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ჩამონათვალი: 1. საქართველოს კონსტიტუცია; 2. საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 3. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ 4. საქართველოს კანონი ,,თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ 5. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ“. 6. საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; 8. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; 9. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი); 10. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება; 11. საქმის წარმოების ერთიანი წესები.