⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (18.03.2015)
გაუქმებულია:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.12.2012
ძალის დაკარგვა 18.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №176
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.027.016384
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 721 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2012 მიღება
18.03.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №176 2012 წლის 20 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება  2012 წლის 7 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.        თ. წულუკიანი     საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულება მუხლი 1🔗 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი. მუხლი 2🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, მინისტრის ცალკეული დავალებებით. თავი II დეპარტამენტის ამოცანები მუხლი 3🔗 დეპარტამენტის ამოცანები და საქმიანობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის ცალკეული დავალებებით. მუხლი 4🔗 დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სხვადასხვა სახელ­მ­წიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იუ­რიდიულ პირებთან და არასამთავრობო ორ­­განი­ზაციებთან, თავისი კომ­პეტენ­ცი­ის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობის კო­ორ­­დი­ნაცია; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერ­თო­ბა, სამინისტროს კომპეტენ­ციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება; გ) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრი­­­ფინგების, შეხვედრების, სემინარების და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამო­ყე­ნებით,  სამინისტროს საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმ­ვა და განხორციელება, აგრეთვე ფოტო- და ვიდეო-კადრების არქივის შექმნის უზრუნველყოფა; დ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინ­ფორმირება, მათ შორის, სამინისტროს საქმიანობის ამსახ­ვე­ლი საგამომცემლო მასალის მომზადება; ე) სამინისტროს ვებგვერდის განახლება; ვ)    სამინისტროს სამარკეტინგო სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა, განახლება და მის შესრულებაზე კონტროლი. თავი III დეპარტამენტის სტრუქტურა მუხლი 5🔗 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულია მარკეტინგის სამმართველო, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულების მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას. თავი IV დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები მუხლი 6🔗 დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 7🔗 დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. მუხლი 8🔗 დეპარტამენტის უფროსი: ა) აშუქებს მინისტრის საქმიანობას, გეგმავს პიარკამპანიას მინისტრის მიერ ინიციირებული პროექტებისთვის  და ზრუნავს მინისტრის იმიჯზე. ახორციელებს კონტროლს სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკაზე (რომელსაც განსაზღვრავს მინისტრი); საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას სამინისტროს საქმიანობის შესახებ; ზრუნავს სამინისტროს ახალი იმიჯის შექმნაზე; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს და ავრცელებს პრესრელიზებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის საქმიანობისა და სამინისტროს სისტემაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე; გ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა საქმიანობას; დ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ე) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ვ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; თ)  წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის მიზნით; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს ხელმძღვანელობას დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) შუამდგომლობს იმ მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ლ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ შრომის შინაგანაწესის დაცვას; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეებისათვის კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე; ნ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ო) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 9🔗 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; დეპარტამენტის უფროსის უშუალო მეთვალყურეობით უზრუნველყოფს მინისტრის მოადგილეების საქმიანობის გაშუქებას; ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მუხლი 10🔗 1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 2. სამმართველოს უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამმართველოს უფროსი სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე. მუხლი 11🔗 1. დეპარტამენტში შემავალი მრჩევლები უზრუნველყოფენ დეპარტამენტისათვის დაკისრებული უფლებამოსილებების რეალიზებას სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის. 2. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოში დასაქმებული მრჩევლები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ შესაბამისი სამმართველოს უფლებამოსილებების გათვალისწინებით. მუხლი 12🔗 დეპარტამენტის მრჩევლებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მუხლი 13🔗 დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საჯარო სამსახურის შესახებ კანონით, ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით.