აუქციონის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო განცხადება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

 

2012 წლის 17 დეკემბერი

 

სპეციალისტი:

შპს „მალი XXI”–ის (ს/კ 202463342) 

დირექტორ ი –  ზვიად მირიანაშვილ ი

მისამართი: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი №117

ელ .ფოსტა: specialist@mali.ge

სადეპოზიტო ანგარიში: GE09CN0000036202176001

 

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის  სახელზე რიცხულ სს „ბანკი კონსტანტას” სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

 

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M001/2012

უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი:

ლიანა ჩუბინიძე (პირადი 21001025271)

მცხ .: თერჯოლა, სოფ. თუზი

 

ნათია ჩუბინიძე; (პირადი 21001004842)

მცხ .: თერჯოლა, სოფ. თუზი

 

აუქციონის ჩატარების დრო:

2012 წლის 26 დეკემბერი, 11:30 (საქართველოს დროით)

აუქციონის ჩატარების ადგილი:

ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი №117

უძრავი ნივთის საწყისი ფასი:

6617.41 აშშ დოლარი და 125.00 ლარი.

უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა: თერჯოლა, სოფ. თუზი, 33.19.41.020

 

უძრავი ნივთის აღწერა: უძრავი ქონება წარმოადგენს ორსართულიან , ბლოკით ნაშენებ საცხოვრებელ სახლს, აქვს  მეორე სართულზე ამავალი რკინის კიბე. მეორე სართულს აქვს აივანი სახლის მთელ სიგრძეზე. სახლი გადახურული არის შიფერით, ძველი რემონტით; ეზო არის მოსწორებული, ხეხილიანი, შემოღობილია მავთულბადით.

გარდამავალი უფლებები:

აუქციონის გზით ქონების რეალიზაციის შედეგად გარდამავალი უფლებები არ წარმოიშვება;

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „ბანკი კონსტანტა“), მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს ;

ბ ) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა სპეციალისტთან უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია,გაცემული სს „ბანკი კონსტანტას“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის თარიღიდან3 0 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის დაწყებამდე , ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა;

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის სასურველი ნებისმიერი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. სპეციალისტმა უნდა გამოაცხადოს ბოლო შემოთავაზება სამჯერ და ხმამაღლა. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს ;

დ ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღესვე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი. ასეთ შემთხვევაში აუქციონზე გამარჯვებულად ითვლება ის პირი, რომლის შემოთავაზებული თანხა ერთი ბიჯით ჩამორჩებოდა გამარჯვებაჩამორთმეული პირის შეთავაზებას.

 

ყურადღება:

ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცე ბულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

 

სპეციალისტი:

შპს „მალი XXI” -ის დირექტორ                             ზვიად მირიანაშვილ