,, ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის N25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
010240060.57.069.016015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №16

2012 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

 

,,ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის №25 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ


მუხლი 1
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის №25 ბრძანებით (ვებგვერდი, 03.01.2012) დამტკიცებული ,,ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესში და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) 202 მუხლისა და 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში – კონსოლიდირებული ტენდერი) ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, წესსა და პირობებს, ასევე კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.“.

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საწვავის სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა და უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ საწვავის შესყიდვაზე.

4. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა და ამ მიზნებისათვის ქმნის სატენდერო კომისიას.".

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,, 5. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, თუ კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.".

2. მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. ინტერესთა კონფლიქტი

სატენდერო წინადადების განხილვასა და კონსოლიდირებული ტენდერში გამარჯვებული  მიმწოდებლის გამოვლენაზე ვრცელდება კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული დებულებები.“.

4. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავებას და მისი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) განთავსებას  უზრუნველყოფს კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).“.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენა ხდება სატენდერო კომისიის მიერ.“.

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სატენდერო წინადადების შეფასება და გამარჯვებული  მიმწოდებლის გამოვლენა ხდება ამ წესისა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით.“.

5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სატენდერო მოთხოვნები და სატენდერო დოკუმენტაცია 

1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ სისტემაში მიმწოდებლად რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელსაც გადახდილი აქვს კანონის 191 მუხლით დადგენილი სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური (შემდგომში – საფასური) – 5000 ლარი. საფასური გადახდილ უნდა იქნეს მხოლოდ ერთხელ, მიუხედავად იმისა, თუ საწვავის შესაბამის მარკის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ რამდენ პროცედურაში მიიღებს მონაწილეობას მიმწოდებელი.

2. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის კრიტერიუმები, სატენდერო წინადადების წარდგენის ვადა, აგრეთვე კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის აუცილებელი სხვა მოთხოვნები და საკითხები განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით.". 

6. მე-6 მუხლის:

ა) პირველი და მე–2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონსოლიდირებული ტენდერი ტარდება სისტემის მეშვეობით და ელექტრონული ვაჭრობა იმართება 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის  ფასზე.

2. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია შესასყიდი შესაბამისი მარკის საწვავის საორიენტაციო ღირებულების 1%-ის ოდენობით. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ბენეფიციარია სააგენტო.“.

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენა

1. კონსოლიდირებული ტენდერი ტარდება და გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენა ხდება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით.

2. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მიმწოდებელი, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს ყველაზე დაბალ ფასს.

3. კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებული სატენდერო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სატენდერო კომისიის ყველა დამსწრე წევრი. 

4. გამარჯვებული მიმწოდებლის საბოლოო ფასიდან გამოითვლება  „Z“ აშშ დოლარში (ტრანსპორტირებასთან, ლოჯისტიკასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ზედნადები ხარჯები, საწარმოს მოგება და აქციზი) შემდეგი ფორმულის მეშვეობით:

Z=C/(R*(D/1000)*(100%+18%)) – P

რომელშიც: C – ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასი 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავზე (ლარში);  R – აშშ დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის კონსოლიდირებული ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დამთავრების წინა თვის საშუალო არითმეტიკული; D – გამარჯვებული მიმწოდებლის სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი შესაბამისი მარკის საწვავის სიმკვრივის მაჩვენებელი (გრ/სმ3); 18% – დღგ;  P – PLATTS EUROPEAN MARKETSCAN-ის FOB Med (Italy) ბირჟაზე დაფიქსირებული (გამოქვეყნებული) საწვავის ერთი მეტრული ტონის კონსოლიდირებული ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დამთავრების წინა თვის საშუალო არითმეტიკული ფასი აშშ დოლარში.

5. გამარჯვებული მიმწოდებლის 1 ლიტრი საწვავის შესაბამისი მარკის ფასი ყოველი კალენდარული თვისათვის გამოითვლება შემდეგი ფორმულის მეშვეობით:

C=R*(P+Z)*(100%+18%)*D/1000

რომელშიც: P და R  წარმოადგენს წინა კალენდარული თვის შესაბამისი მონაცემების საშუალო არითმეტიკულ სიდიდეს, ხოლო Z და D – გამარჯვებული  სატენდერო წინადადებით  წარმოდგენილ სიდიდეებს, რომლებიც უცვლელია სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ვადით.

6.  C-ს ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ R-ის ან/და P-ს ისეთი ცვლილების შემთხვევაში, რომელიც იწვევს C-ს სამი ან მეტი პროცენტული ოდენობით ცვლილებას საწვავის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (შემდგომში – ხელშეკრულება) გათვალისწინებულ ფასთან მიმართებაში. ამასთან, C უნდა იყოს  გამარჯვებული მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში ერთი ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის მიწოდების კალენდარული თვის განმავლობაში არსებული საშუალო არითმეტიკულ ფასზე სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ოდენობით ნაკლები.

7. კონსოლიდირებულ ტენდერში წარდგენილი სატენდერო წინადადება, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, სატენდერო კომისიის მიერ დაუშვებლად იქნება ცნობილი.“.

8. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. მიმწოდებელთან ხელშეკრულების დადება და ანგარიშსწორება

1. ხელშეკრულება უნდა დაიდოს კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ მიმწოდებელთან. ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.

2. გამარჯვებული მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას ხელშეკრულება დადოს სისტემაში რეგისტრირებულ ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციასთან.  

3. ანგარიშსწორება ხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ  ვალუტაში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. ანგარიშსწორება ხორციელდება მიწოდებული შესაბამისი მარკის საწვავის ოდენობის მიხედვით, ყოველთვიურად მიწოდებული შესაბამისი მარკის საწვავზე გამოწერილი და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 2   კვირის ვადაში.

4. გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ  მიწოდებული 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ფასი ყოველი თვისათვის გამოითვლება ამ წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ფორმულის მეშვეობით.

5. გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობითა და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ან/და ვალდებულებების  შეუსრულებლობის შემთხვევაში ან/და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სატენდერო კომისიას მიმწოდებლის ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და დისკვალიფიკაციის საკითხის გადაწყვეტის მიზნით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით.

6. სატენდერო კომისიის მიერ  ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ რეკომენდაციის მიღების შედეგად, შემსყიდველი ორგანიზაცია წყვეტს ხელშეკრულებას, რის შედეგადაც ხდება გამარჯვებული მიმწოდებლის დისკვალიფიკაცია კონსოლიდირებული ტენდერიდან.

7. დისკვალიფიკაცია წარმოადგენს მიმწოდებელის შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველს. მას ასევე დაეკისრება საჯარიმო თანხის გადახდა, რომელიც გამოითვლება შემდეგნაირად: კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დასრულების დღეს გამარჯვებული მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ფასისა და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასის სხვაობის გამრავლებით კონსოლიდირებულ ტენდერში შესასყიდი შესაბამისი მარკის საწვავის საორიენტაციო მოცულობაზე  და გაყოფილი 12-ზე.

8. იმ შემთხვევაში, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამარჯვებული მიმწოდებლისაგან  საწვავის შესაბამისი მარკის შესყიდვა იწვევს სახელმწიფო სახსრების არარაციონალურ ხარჯვას გამარჯვებული მიმწოდებლის ავტოგასამართი სადგურისაგან შემსყიდველი ორგანიზაციის მნიშვნელოვანი დაშორების გამო, შემსყიდველი ორგანიზაცია სხვა მიმწოდებლისაგან საწვავის შესაბამისი მარკის შესყიდვაზე თანხმობის მიღების მიზნით, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სატენდერო კომისიას. სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, საწვავის შესაბამისი მარკის შესყიდვა ხორციელდება კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

9. გამარჯვებული მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი თვის პირველ სამუშაო დღეს  სატენდერო კომისიას წარუდგინოს ამ წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ,,P და „R“ და მათ საფუძველზე გამოთვლილი მიმდინარე თვის მისაწოდებელი შესაბამისი მარკის საწვავის  1 ლიტრის ფასი, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა განთავსდეს გამარჯვებული მიმწოდებლის ოფიციალურ ვებგვერდზე.

10. სატენდერო კომისიის სახელზე კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებული შეტყობინებები შესაძლებელია გაიგზავნოს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე. აღნიშნული შეტყობინება ასევე უნდა გაიგზავნოს სატენდერო კომისიის სახელზე ოფიციალური წერილობითი ფორმით.

11. გამარჯვებულმა მიმწოდებელმა თავის ვებგვერდზე ყოველდღიურად უნდა განათავსოს ინფორმაცია მის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული შესაბამისი მარკის 1 ლიტრი საწვავის ფასის შესახებ. ეს ინფორმაცია უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადაში თითოეული დღის ფასის ნახვა. გამარჯვებულმა მიმწოდებელმა ასევე ყოველდღიურად უნდა მიაწოდოს სატენდერო კომისიას ინფორმაცია მის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული შესაბამისი მარკის 1 ლიტრი საწვავის ფასის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.“.

10. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-10 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. გარდამავალი დებულებები

კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის მიმწოდებელმა 2014 წლის 1 ინვრიდან უნდა უზრუნველყოს საკუთარ ქსელში VIS (ავტომანქანის ინდენტიფიცირების სისტემა)  სისტემის დანერგვა.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეტატო ურჯუმელაშვილი