„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2012 წლის 29 ნოემბრის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის საკრებულოს დადგენილება № 175 |
|
2012 წლის 19 დეკემბერი ქ.ქუთაისი |
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის /ზოგადი დებულებები/ პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. ზოგადი დებულებები: 1. ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური /შემდგომში – სამსახური/ არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს თვითმმართველ ქალაქ ქუთაისშ, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანას. ზემოხსენებულ საკითხებზე საკრებულოსა და მერის გადაწყვეტილებების აღსრულებას“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი /სამსახურის სტრუქტურა/ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა: სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილისა და დარგის სპეციალისტებისაგან“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის /სამსახურის ძირითადი ფუნქციები/ მე-10 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციები: 10. სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 533, 55-ე, 552, 151-ე, 1522, 1534, 159-ე, 1591 მუხლებისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე“.
4. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი.
|