დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 19.12.2012
ძალაში შესვლა 01.01.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო №
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 210020020.35.152.016101
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | მუზეუმები, ბიბლიოთეკები |
| 2 | ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები |
| 3 | სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაღები (საგანმანათლებლო დაწესებულებები) |
| 4 | სასტუმროები |
| 5 | საავადმყოფოები |
| 6 | პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 7 | სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა) ღია ფართის 1 მ2 |
| 8 | სასურსათო საქონლის მაღაზიები |
| 9 | სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები |
| 10 | აგრარული ბაზრები საერთო ფართის 1მ2 |
| 11 | ბენზინგასამართი სადგურები |
| 12 | სადალაქოები და სილამაზის სალონები |
| 13 | სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდებარე წარმოებისას და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები |
| 14 | რესტორნები, სასადილოები, კაფეები და ბარები |
| 15 | საბანკეტო დარბაზები სარიტუალო მომსახურებისათვის |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2012 წლის 19 დეკემბერი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის, 121 მუხლის, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი დუშეთის მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისა და გაუვნებლების მომსახურებისათვის და დამტკიცდეს მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ქალაქ დუშეთში, მუნიციპალიტეტში შემავალ დაბებში და სხვა დასახლებულ პუნქტებში მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ერთ სულზე 44(ორმოცდაოთხი) თეთრით თვეში.
მუხლი 3🔗
დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის დაწესდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და მისი ოდენობა განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად ჩაითვალოს „
დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010
წლის 22 დეკემბრის
№60
დადგენილება.
მუხლი 5🔗
ეს დადგენილება ძალაშია 2013 წლის პირველი იანვრიდან.საკრებულოს თავმჯდომარეცარო საძაგლიშვილი
დანართი №1
დასახლებული ტერიტორიის
დასუფთავებისათვის
მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „
ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს დუშეთის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.
მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი
1. ეს წესი აწესრიგებს დუშეთის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
4
. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის მიხედვით.
მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა (ფიზიკური და იურიდიული) პირი, რომელიც სარგებლობს დასუფთავების მომსახურებით.
მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებელის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება დუშეთის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლის განმავლობაში
საჭირო ხარჯების შესაბამისად.
2. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის –
სულადობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის –
დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
3. დუშეთის მუნიციპალიტეტის
მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში –
ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
4. დუშეთის მუნიციპალიტეტის
ქ. დუშეთის
მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5
. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
6
. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
7
. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი,
ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
8
. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
9
. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
10
. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას,
უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და
მისგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის –
მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის –
მომსახურების მიღებისთანავე.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტში
ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
4. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით,
გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
5. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
6
. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) დუშეთის მუნიციპალიტეტიდან
ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის მუნიციპალიტეტში
არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.
მუხლი 5🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1
. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში.
2
. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
მუხლი 7🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება უფლებამოსილ მუნიციპალურ
სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
დანართი №2
№
საქმიანობა
ზომის ერთეული
წლიური დაგროვე-ბის ნორმა მ3
განაკვეთი თვეში (1მ3 -6,641 ლ)
1
მუზეუმები, ბიბლიოთეკები
საერთო ფართის 1მ2
0,04
0,022
2
ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები
საერთო ფართის 1მ2
0,08
0,044
3
სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაღები (საგანმანათლებლო დაწესებულებები)
ერთ მოსწავლეზე
0,198
0,109
4
სასტუმროები
მომსახურების ერთი საწოლი
1,72
0,951
5
საავადმყოფოები
ერთი საწოლი
1,157
0,640
6
პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
საერთო ფართის 1მ2
0,12
0,066
7
სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა) ღია ფართის 1 მ2
5000 მ2-მდე
0,02
0,011
5000 მ2-დან - 15000 მ2-მდე
0,015
0,0083
15000 მ2-დან - 50000 მ2-მდე
0,008
0,0044
50000 მ2-ზე მეტი
0,006
0,0033
8
სასურსათო საქონლის მაღაზიები
სამუშაო ფართის 1მ2
0,50
0,277
9
სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები
სამუშაო ფართის 1მ2
0,25
0,138
10
აგრარული ბაზრები
საერთო ფართის 1მ2
ყოველდღიურად მომუშავე
0,1
0,055
კვირაში ერთ დღეს მომუშავე
0,024
0,013
11
ბენზინგასამართი სადგურები
საერთო ფართის 1მ2
0,08
0,044
12
სადალაქოები და სილამაზის სალონები
საერთო ფართის 1მ2
0,35
0,194
13
სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდებარე წარმოებისას და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები
საერთო ფართის 1მ2
0,25
0,138
14
რესტორნები, სასადილოები, კაფეები და ბარები
ერთ დასაჯდომ ადგილზე
2,4
1,328
15
საბანკეტო დარბაზები სარიტუალო მომსახურებისათვის
ერთ დასაჯდომ ადგილზე
0,96
0,53
16
საცხობები
სამუშაო ფართის 1მ2
0,26
0,144
17
საავტომობილო სადგურები
ღია ფართის1მ2
0,008
0,004
დახურული ფართის 1მ2
0,08
0,044
18
საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები
სამუშაო ფართის 1მ2
0,008
0,004
19
არასამეწარმეო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები: ღია ფართის 1 მ2
50000 მ2-მდე
0,005
0,0027
50000 მ2-დან - 150000 მ2-მდე
0,003
0,00166
150000 მ2-დან - 200000 მ2-მდე
0,0025
0,00138
200000 მ2-ზე მეტი
0,0003
0,000166
20
მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები
ერთი საწოლი
1,157
0,640
21
ა/მანქანების სარემონტო სადგურები,
ტექმომსახურების ადგილები
ღია საერთო ფართის 1მ2
0,02
0,011
დახურული ფართის 1მ2
0,14
0,077
22
სამხედრო ნაწილები
ერთი ადგილი
0,8
0,44
23
სკოლა-პანსიონები
მომსახურების ერთი საწოლი
1,72
0,95
24
ჯართის მიმღები პუნქტი
საერთო ფართის 1 მ2
0,01
0,0055
შენიშვნა:
მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმულა:
მ=წ.დ.ნ. / 12 X ტ.
მ – მოსაკრებელი ერთ თვეზე.
წ.დ.ნ. – ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა.
„ტარიფი” – 1მ3. დასახლებული ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების, წარმოქმნილი ნარჩენის შეგროვების, ტრანსპორტირების, გაუვნებლებისა და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობის ტარიფი.