სააქციო საზოგადოება სს "მარგებელის" მორიგი სართო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შეტყობინება
სააქციო საზოგადოება სს „მარგებელის “ მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „მარგებელის“ (ს/კ 205283931 ) სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი იწვევენ სააქციო საზოგადოების აქციონერებს მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2013 წლის 16იანვარს 16:00 საათზე ქ. თბილისში, სოფ. დიღომში, მიწის ნაკვეთი №034/546 (ნაკვეთის ყოფილი ნომერი №204) სააქციო საზოგადოების იურიდიულ მისამართზე.სამეთვალყურეო საბჭომ საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დაადგინა 2013 წლის 12იანვარი.
დღის წესრიგი:
1. სს ,,მარგებელის’’დირექციის ანგარიში 2012 წლის წინასწარი შედეგების შესახებ;
2. დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევ ის საკითხის განხილვა;
3. დივიდენდების საკითხის განხილვა;
3. სხვადასხვა.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს-ის დირექტორთან. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა დირექტორისგან როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნა დადგენილ ვადებში, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.
საზოგადოების დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას იძლევა, რომ :
1. საზოგადოების მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს აქციონერთა საერთო კრებას დამაკმაყოფილებლად ცნოს საზოგადოების მიერ 2012 წელს გაწეული მუშაობა.
2. მეწარმეთა შესახებ კანონის თანახმად და საზოგადოების უფრო ეფექტური და პროდუქტიული მუშაობისათვის მიზანშეწონილია დამოუკიდებელი აუდიტორის არჩევა. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს კრებას შერჩეულ იქნეს კვალიფიციური აუდიტორული კომპანია.
3. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს კრებას იმსჯელოს დივიდენდების განაწილების საკითხზე.
4. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს კრებას იმსჯელოს სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე.
აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმდეს 2013 წლის 5იანვრიდან სს „მარგებელის“ აქციათა რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი” შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №74ა.
დირექტორი: ა . სვიმონიშვილი