„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
მიღების თარიღი 17.12.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №88-Iს
სარეგისტრაციო კოდი 010190060.09.001.016133
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/12/2012
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.12.2012 მიღება
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქუთაისი, 17 დეკემბერი 2012 წ. N88-Iს | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო
კომისიის შექმნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო
კომისიის შექმნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (№07-3/21, 29.11.2012) „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 20 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:
მანანა კობახიძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე)
ზვიად ძიძიგური – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე
ზაქარია ქუცნაშვილი – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე
ვახტანგ ხმალაძე – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ირინე იმერლიშვილი – საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე
დავით ონოფრიშვილი – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე
აკაკი ბობოხიძე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარების“ თავმჯდომარე
ტარიელ ლონდარიძე – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა − რეგიონების“ თავმჯდომარე
გოგი ლიპარტელიანი – ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ თავმჯდომარე
ირმა ნადირაშვილი – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მდივანი
გიორგი თევდორაძე – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი
კახა ბუცხრიკიძე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა − მაჟორიტარების“ წევრი
დავით ჭავჭანიძე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა − მაჟორიტარების“ წევრი
ალექსანდრე ბარამიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
ქეთევან ხუციშვილი – ფონდ „ღია საზოგადოება − საქართველოს“ ხელმძღვანელი
თამარ ჩუგოშვილი – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი
ლაშა ტუღუში – საქართველოს პრესის ასოციაციის თავმჯდომარე, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი
ნინო ლომჯარია – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარე
გიორგი კვერენჩხილაძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სამართლის დოქტორი, სრული პროფესორი
ნანა ჭიღლაძე – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი
ქუთაისი,
17 დეკემბერი 2012 წ.
N88-Iს
პროექტი
საქართველოს კონსტიტუციური კანონი
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1🔗. საქართველოს კონსტიტუციის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 668) 481მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2🔗. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
ქუთაისი,
2013 წლის ...
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ
ა.ა) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღების მიზეზი
საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც 1995 წლის 24 აგვისტოს იქნა მიღებული, არ შეიცავდა პარლამენტის ან სახელმწიფო ხელისუფლების რომელიმე სხვა ორგანოს ადგილსამყოფლის განმსაზღვრელ ნორმას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ, თუ გადავხედავთ ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას, მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე საქართველოს კონსტიტუციით ასევე არ იყო განსაზღვრული უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი. მაგალითად, საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია არ ითვალისწინებდა საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანოს – საქართველოს პარლამენტის – ადგილსამყოფლის დამდგენ ნორმას. ასეთივე მიდგომა იყო საქართველოს სსრ-ის 1978 წლის კონსტიტუციაში, რომელიც არ განსაზღვრავდა საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს ადგილსამყოფელს. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1990 წელს აღნიშნულ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შედეგად სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, თუმცა მოცემულმა ცვლილებებმა კვლავ არ გაითვალისწინა უზენაესი საბჭოს ადგილსამყოფლის დამდგენი ნორმა. მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციაში 2009 წლის 24 სექტემბერს შეტანილი ცვლილებით საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფლად განისაზღვრა ქალაქები თბილისი და ქუთაისი, ხოლო 2011 წლის 1 ივლისს შეტანილი კიდევ ერთი ცვლილებით – ქალაქი ქუთაისი. ამდენად, კონსტიტუციის რეგულირების სფეროს ფარგლებში მოექცა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – პარლამენტის – ადგილსამყოფლის განსაზღვრა. სწორედ ეს გარემოებაა კანონპროექტის მომზადების მიზეზი, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ კონსტიტუცია, როგორც სახელმწიფოს უზენაესი კანონი, ზოგადი პრინციპების დონეზე უნდა არეგულირებდეს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა მოწყობისა და ორგანიზების საკითხებს და სამართლებრივ საფუძველს უნდა ქმნიდეს მათი სამართლებრივი იერარქიით კონსტიტუციაზე უფრო დაბალ საფეხურზე მდგომი სამართლებრივი აქტებით მოწესრიგებისათვის. სწორედ ასეთი მიდგომაა საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოების _ აღმასრულებელი ხელისუფლების (მთავრობის) და სასამართლო ხელისუფლების, ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, როდესაც არ განისაზღვრება მათი ადგილსამყოფელი. შესაბამისად, ეს წესი უნდა იქნეს დაცული საკანონმდებლო ხელისუფლებისა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – პარლამენტის – მიმართ.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის კონსტიტუციები არ შეიცავს პირდაპირ მითითებას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – პარლამენტის – ადგილსამყოფლის შესახებ. ევროპის იმ ქვეყნებს, რომელთა კონსტიტუციებიც არ შეიცავს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფლის განმსაზღვრელ ნორმას, მიეკუთვნებიან: აზერბაიჯანი, ალბანეთი, ანდორა, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ესტონეთი, თურქეთი, ირლანდია, იტალია, კვიპროსი, ლიტვა, მაკედონია, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, სან-მარინო, საფრანგეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, სომხეთი, უკრაინა, უნგრეთი, ფინეთი, შვეიცარია, შვედეთი, ჩეხეთი და ხორვატია. აღნიშნული საკითხი ამ ქვეყნებში სხვადასხვა ნორმატიული აქტით რეგულირდება, ძირითადად – კანონებით დედაქალაქის შესახებ. ნიშანდობლივია, რომ საქართველოშიც პარლამენტის ადგილსამყოფელს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტთან ერთად „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავდა. კერძოდ, 2009 წელს ცვლილებების შეტანამდე ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფლად საქართველოს დედაქალაქს ადგენდა. ამასთანავე, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ რამდენიმეს კონსტიტუცია შეიცავს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფლის განმსაზღვრელ ნორმას. ეს ქვეყნებია: ავსტრია, ისლანდია, ლატვია და საქართველო. ნორვეგიისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის კონსტიტუციებში მითითებულია, რომ პარლამენტი დედაქალაქში იკრიბება; მალტის კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის თითოეული სხდომის ჩატარების ადგილი სპეციალური სამართლებრივი აქტით განისაზღვრება; ლიხტენშტაინის დედაქალაქი ვადუცი ზოგადად ხელისუფლების ადგილსამყოფელია; ლუქსემბურგის დედაქალაქი არის დიდი ჰერცოგის რეზიდენცია, სადაც ასევე იმართება პარლამენტის სხდომები. რაც შეეხება ნიდერლანდს, მისი კონსტიტუციით პარლამენტი პირველ სხდომას ამსტერდამში მართავს, მუშაობას კი ჰააგაში აგრძელებს. ამდენად, ევროპის ქვეყნების კონსტიტუციების უმეტესობა არ შეიცავს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფლის განმსაზღვრელ ნორმას.
ა.ბ) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიზანი
კონსტიტუციური კანონის პროექტის მიზანია საქართველოს კონსტიტუციიდან საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფლის განმსაზღვრელი ნორმის ამოღება.
ა.გ) კონსტიტუციური კანონის პროექტის ძირითადი არსი
კონსტიტუციური კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციიდან 481 მუხლის ამოღებას, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი, ხოლო საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს. წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტი საშუალებას იძლევა, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული საკითხი კონსტიტუციის რეგულირების სფეროს ფარგლების გარეთ გავიდეს.
ბ) კონსტიტუციური კანონის პროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღება არ საჭიროებს რაიმე სახის ხარჯებს.
ბ.ბ) კონსტიტუციური კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კონსტიტუციური კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კონსტიტუციური კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომლებზედაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კონსტიტუციური კანონის პროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირებზე, რომლებზედაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კონსტიტუციური კანონის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობას და, შესაბამისად, არც ოდენობის განსაზღვრის პრინციპს.
გ) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კონსტიტუციური კანონის პროექტი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს და არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კონსტიტუციური კანონის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კონსტიტუციური კანონის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კონსტიტუციური კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი შეფასებები არ არსებობს.
ე) კონსტიტუციური კანონის პროექტის ავტორი
კონსტიტუციური კანონის პროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური.
ვ) კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიციატორი
კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გიგა ბუკია, ლევან ბერძენიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, პაატა კვიჟინაძე, ბიძინა გუჯაბიძე, გია ჟორჟოლიანი, მერაბ კაჭახიძე, ალექსანდრე ქანთარია, ივანე კიღურაძე, რევაზ შავლოხაშვილი, ფრიდონ საყვარელიძე, მახირ დარზიევი, ალი მამედოვი, დემურ ბაშელეიშვილი, ნანა ყეინიშვილი, გიორგი ჟვანია, იოსებ ჯაჭვლიანი, თეიმურაზ ჩხაიძე, თამაზ ჯაფარიძე, შოთა ხაბარელი, ზაზა პაპუაშვილი, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი თოფაძე, თამაზ ყაჭეიშვილი, გუგული მაღრაძე, კობა დავითაშვილი, თედო ჯაფარიძე, გიორგი ვოლსკი, თამაზ შიოშვილი, მალხაზ ვახტანგაშვილი, კარლო კოპალიანი, გიორგი ფეიქრიშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ნინო გოგუაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, თინათინ ხიდაშელი, თენგიზ ხუბულური, გელა გელაშვილი, გელა სამხარაული, ვიქტორ დოლიძე, შალვა შავგულიძე, ერეკლე ტრიპოლსკი, ზურაბ ტყემალაძე, გიგლა აგულაშვილი, მალხაზ წერეთელი, ელისო ჩაფიძე, თამაზ მეჭიაური, დათო ლორთქიფანიძე, ანი მიროტაძე, გიორგი ქავთარაძე, როსტომ ხალვაში, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე თამაზაშვილი, ომარ ნიშნიანიძე, პაატა ბარათაშვილი, მანანა კობახიძე, ფატი ხალვაში, ვახტანგ ხმალაძე, კახაბერ ოქრიაშვილი, გიორგი გოზალიშვილი, ენზელ მკოიანი, გოგი ლიპარტელიანი, სერგო ხაბულიანი, თამაზ ავდალიანი, გიორგი ცაგარეიშვილი, მურმან დუმბაძე, გიორგი ხეჩინაშვილი, გედევან ფოფხაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ეკა ბესელია, ნოდარ ებანოიძე, დავით ონოფრიშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, შალვა კიკნაველიძე, გუბაზ სანიკიძე, რუსლან პოღოსიანი, ზვიად ძიძიგური, ლერი ხაბელოვი, ზურაბ ზვიადაური, დავით უსუფაშვილი.