საქართველოს ეროვნული ბანკის 2012-2013 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის შესახებ
მიღების თარიღი 17.12.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №92-Iს
სარეგისტრაციო კოდი 220020040.09.001.016134
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/12/2012
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.12.2012 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქუთაისი, 17 დეკემბერი 2012 წ. N92-Iს | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის 2012-2013 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის შესახებ
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საქართველოს ეროვნული ბანკის 2012-2013 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის დანიშვნის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის 2012-2013 წლების ანგარიშგების აუდიტორად დაინიშნოს აუდიტორული ფირმა – შპს „დელოიტი და ტუში“.
2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 258000 ლარით.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის 2012-2013 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები გასწიოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.
4. დაევალოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, აუდიტორულ ფირმასთან – შპს „დელოიტი და ტუში“ გააფორმოს ხელშეკრულება.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი
ქუთაისი,
17 დეკემბერი 2012 წ.
N92-Iს