„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1006
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.034.016150
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1006

2012 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით (სსმ III, 17.01.2007 წ., №7, მუხ. 53) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს ფუნქცია და საქმიანობის საგანია – თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ფიზიკურ პირზე თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია იმ პირზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება; სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლე პირებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია, აგრეთვე შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა; იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა; შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა; იარაღის ძირითადი ელემენტების შეძენის უფლების გაცემა და რეგისტრაცია; იარაღის ხელახალი რეგისტრაცია; იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა; იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა; ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; იარაღის ბალისტიკური შემოწმება; იარაღის ჩამოწერა; იარაღის რეესტრის წარმოება; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა; საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა; უფლების გადაცემის ბარათის გაცემა; მართვის უფლების კატეგორიების მინიჭება; სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრაქტორის მართვის მოწმობის, საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა; ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება; დეკლარანტის თხოვნით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო დეკლარაციის შევსება ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდება; სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია;  სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობის განხორციელება; სააგენტოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის ხელშეწყობა; სააგენტოს მიერ საკუთარი სახელისა და საქმიანობის რეკლამირება; სპორტის ცალკეული სახეობების განვითარებისათვის ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერის გაწევა; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს დირექტორს ჰყავს ერთი ან რამდენიმე მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი.“.

3. მე-7 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები

სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) თბილისის სამმართველო:

ა.ა) სარეგისტრაციო განყოფილება;

ა.ა.ა) საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ქვეგანყოფილება;

ა.ბ) სააღრიცხვო და საინფორმაციო მომსახურების  განყოფილება;

ა.გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების განყოფილება;

ა.დ) საგამოცდო განყოფილება;

ა.დ.ა) საორგანიზაციო-სააღრიცხვო ქვეგანყოფილება;

ა.ე) პრაქტიკული გამოცდის განყოფილება;

ბ)  აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო:

ბ.ა) სადილერო ცენტრების მომსახურების განყოფილება;

ბ.ბ) ხეითის განყოფილება;

ბ.გ) ქ. თელავის განყოფილება;

ბ.დ) ქ.გორის განყოფილება;

ბ.ე) ქ. ახალციხის განყოფილება;

გ) დასავლეთ საქართველოს სამმართველო:

გ.ა) ქ. ქუთაისის განყოფილება;

გ.ბ) საჩხერე-ამბროლაურის განყოფილება;

გ.გ) ქ. ფოთის განყოფილება;

გ.დ) ქ. ზუგდიდის განყოფილება;

გ.ე) ქ. ბათუმის განყოფილება;

გ.ვ) ოზურგეთის განყოფილება;

დ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:

დ.ა)  I განყოფილება;

დ.ბ)  II განყოფილება;

დ.გ) საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება:     

დ.გ.ა) I ქვეგანყოფილება;

დ.გ.ბ) II  ქვეგანყოფილება;

დ.გ.გ) III ქვეგანყოფილება;

ე) მონიტორინგისა  და ინსპექტირების სამმართველო:

ე.ა)  I განყოფილება;

ე.ბ)  II განყოფილება;

ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიების  სამმართველო:

ვ.ა)  I განყოფილება;

ვ.ბ)  II განყოფილება;

ზ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო:

ზ.ა) საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილება;

ზ.ბ) სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება;

ზ.ბ.ა) სამეურნეო-ტექნიკური ქვეგანყოფილება;

ზ.გ) ტრანსპორტის განყოფილება;

ზ.გ.ა)  I ქვეგანყოფილება;

ზ.გ.ბ)  II ქვეგანყოფილება;

ზ.დ) შესყიდვების განყოფილება;

ზ.ე) მომარაგების განყოფილება;

ზ.ე.ა)  საწყობისა და აღრიცხვის ქვეგანყოფილება;

ზ.ვ) სანომრე ნიშნების განყოფილება;

ზ.ზ) კადრების განყოფილება;

თ) სანებართვო და საცნობარო მომსახურების სამმართველო:

თ.ა) საცნობარო მომსახურების განყოფილება;

თ.ბ) სანებართვო მომსახურების განყოფილება;

ი) საქმისწარმოების ორგანიზების ქვეგანყოფილება (კანცელარია);

კ) ლეგალიზაციისა და აპოსტილის ჯგუფი.“.

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია

1. თბილისის სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. თბილისის სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ა) თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილება:

ა.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნას; უფლების გადაცემის ბარათის გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას; დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსებას ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

ა.ა.ბ) თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების საარქივო და სარეგისტრაციო მონაცემთა დამუშავების ქვეგანყოფილება ახორციელებს სამმართველოს მიერ შესრულებული სარეგისტრაციო მონაცემების შინაარსობრივ დახარისხებას და ასახული ინფორმაციის დაარქივებას;

ბ) თბილისის სამმართველოს სააღრიცხვო და საინფორმაციო მომსახურების  განყოფილება ახორციელებს  იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაციას; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას; შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექნიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას,  ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას;  იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას;  სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების და მოწმობების გაცემას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს;

გ) თბილისის სამმართველოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების განყოფილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ვიზუალურად ახდენს რეგისტრაციისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და ადგენს შესაბამისი დათვალიერების აქტს; ახორციელებს საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება–მოვალეობებს;

დ) თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილება:

       დ.ა.ა) ახორციელებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა  მართვის უფლების  მინიჭებას „A“, „B“, „BE“, „C“ „CE“, „D“, „DE“ , „T“ , „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებით და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“  ქვეკატეგორიებით, მართვის მოწმობისა და ტრაქტორისტის მართვის მოწმობის გაცემას, მართვის უფლების მისანიჭებელი თეორიული გამოცდის მიღებას;

დ.ა.ბ) დადგენილი წესით გასცემს, ცვლის და აღადგენს დაკარგულ მართვის და ტრაქტორისტის მართვის მოწმობებს;

დ.ა.გ) გასცემს საერთაშორისო მართვის (მძღოლის) მოწმობებს;

დ.ბ) თბილისის სამმართველოს საგამოცდო განყოფილების საორგანიზაციო-სააღრიცხვო ქვეგანყოფილება ახორციელებს თეორიული გამოცდისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებას, აღრიცხვას და რეგისტრაციას, ასევე გაცემული მართვის მოწმობების ნამდვილობის შემოწმებას შესაბამის სარეესტრო ჩანაწერებში და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;

ე) თბილისის სამმართველოს პრაქტიკული გამოცდის განყოფილება:

ე.ა)     ახორციელებს „A“, „B“, „BE“, „C“ „CE“, „D“, „DE“, „T“, „S“, „ტრამვაი“ კატეგორიების და  „A1“,„B1“,„C1“, „C1E“ „ D1“„D1E“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებლად კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო პრაქტიკული გამოცდის ორგანიზებასა და მიღებას;

ვ) თბილისის სამმართველო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქმისწარმოების ორგანიზებას.           

2. აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს სამმართველოები რეგიონალური პრინციპის მიხედვით, თავის კომპეტენციების ფარგლებში ახორციელებენ:

ა)  მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნას; უფლების გადაცემის ბარათის გაცემას; შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემას, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურებას; დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდებას;

ბ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ახორციელებენ ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას, მოგირავნისთვის დაგირავებულ ნივთზე ინფორმაციის მიწოდებას და შესაბამის რეაგირებას;

გ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციას და  რეგისტრაციის გაუქმებას;

დ) თავის კომპეტენციის ფარგლებში ვიზუალურად ახდენენ რეგისტრაციისთვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების შედარებას წარმოდგენილ დოკუმენტებთან და ადგენს შესაბამისი დათვალიერების აქტს;

ე) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა  მართვის უფლების მინიჭებას   „A“, „B“, „BE“, „C“ „CE“, „D“, „DE“ , „T“ , „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებით და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“,„D1E“  ქვეკატეგორიებით;  მართვის მოწმობისა და ტრაქტორისტის მართვის მოწმობის გაცემას; მართვის უფლების მისანიჭებელი თეორიული გამოცდის მიღებას; დადგენილი წესით დაკარგული ან დაზიანებული მართვის და ტრაქტორისტის მართვის მოწმობების გაცემას, შეცვლას, და აღდგენას;  საერთაშორისო მართვის (მძღოლის) მოწმობების გაცემას;

ვ) „A“, „B“, „BE“, „C“ „CE“, „D“, „DE“ , „T“ , „S“, „ტრამვაი“ კატეგორიების და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“,   „D1E“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებლად კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო პრაქტიკული გამოცდის ორგანიზებასა და მიღებას;

ზ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების და მოწმობების გაცემას;

თ) საქმისწარმოების ორგანიზებას;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება–მოვალეობებს.

3. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.  სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ანალიზის  სამმართველოს დანაყოფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს I განყოფილება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:

ა.ა)  სააგენტოს თანამშრომელთა მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს;

ა.ბ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას, ადმინისტრაციულ წარმოებას, შესაბამისი დასკვნის მომზადებასა და სააგენტოს დირექტორთან წარდგენას;

ა.გ) სააგენტოს სამართლებრივი ბაზის შექმნას;

ა.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას;

ა.ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად წინადადებებისა და პროექტების შემუშავებას;

ა.ვ) მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე სააგენტოს ინტერესების სასამართლოში და სხვა პირებთან წარმოდგენას და დაცვას;

ა.ზ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებული პირების იურიდიულ კონსულტაციას;

ა.თ) სააგენტოს სისტემაში მოსამსახურეთა სამართლებრივ ინფორმირებას და სხვა იურიდიული საკითხების გადაწყვეტას;

ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის  სამმართველოს II განყოფილება უზრუნველყოფს:

ბ.ა)  დანაყოფების მიერ ყოველთვიურად გაწეული მომსახურებების სტატისტიკური მონაცემების შეჯამებასა და ანალიზს;

ბ.ბ)  მოქალაქეთა განცხადებების განხილვას და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირებას;

ბ.გ) სააგენტოში სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ შემოსული ინფორმაციის სისტემატიზაციას;

გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფს:

გ.ა)  მოქალაქეთა ინფორმირებას სააგენტოში მომსახურების პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე:

გ.ბ) დღე-ღამის განმავლობაში დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სააგენტოს საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული მატერიალური ფასეულებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;

გ.გ) დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე და სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობებში წესრიგის დაცვას.         

4. მონიტორინგისა და ინსპექტირების სამმართველო ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. მონიტორინგისა და ინსპექტირების სამმართველოში შემავალი განყოფილებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შემდეგ უფლება-მოვალეობებს:

ა) I განყოფილება უზრუნველყოფს:

ა.ა) კონტროლის მიზნით სააგენტოს ერთიან სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პერიოდულად შემოწმებას;

ა.ბ) სააგენტოს ადგილობრივი (რეგიონალურ) სტრუქტურული ერთეულების მიერ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლს;

ა.გ) სამსახურის ერთიან სისტემაში გამოვლენილი მოსამსახურეთა მიერ ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების, სამსახურებრივი გადაცდომისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის  ფაქტების  შემოწმება-განხილვას, სამართლებრივ შეფასებასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;

ა.დ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მომზადებას და განხილვის ორგანიზებას;

ა.ე) კვარტალში ერთხელ სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების შეჯამებასა და შესაბამისი დასკვნის სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენას;

ა.ვ) სააგენტოს დირექტორის დავალებით არანაკლებ წელიწადში ერთხელ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის დოკუმენტალურ კონტროლს;

ა.ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიული დანიშნულების სახელმწიფო სანომრე ნიშნების აღრიცხვასა და გაცემას.

ბ) II განყოფილება ახორციელებს:

ბ.ა) საბაჟო კონტროლის ზონაში კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საქონლის სახით სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას და მათი რეკვიზიტების (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) შემოწმებას;

ბ.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას;

ბ.გ) ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას;

ბ.დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრას;

ბ.ე) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას;

ბ.ვ) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას.

5. ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო  უზრუნველყოფს სააგენტოს სრულ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ტექნოლოგიურ მომსახურებას, კერძოდ:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს I განყოფილება ახორციელებს სააგენტოსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი დანაყოფების სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული კომპიუტერული სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფას, ამ მიზნით შესაბამისი პროგრამების შექმნასა და მათ გამართულ მუშაობას;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს II განყოფილება ახორციელებს სააგენტოსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი დანაყოფების სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფასა და ამ მიზნით შესაბამისი სამუშაოების წარმოებას.

6. საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო  უზრუნველყოფს სააგენტოს საკადრო ორგანიზაციული საკითხების და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას, კერძოდ:

ა) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილება:

ა.ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას, ანგარიშგებას და ბალანსის სააგენტოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ხელძღვანელობისთვის წარდგენას (პასუხისმგებელია საბუღალტრო აღრიცხვის სისწორეზე და წარდგენილი ბალანსის რეალობაზე);

ა.ბ) ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის ფინანსურ უზრუნველყოფას; სააგენტოს და მისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას; საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრასა და მის სწორ ორგანიზაციას; 

ა.გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სააგენტოს პირადი შემადგენლობის სოციალური ხარჯების დარიცხვას;

ა.გ.ა) უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის, რეგისტრირების, ხარჯთა ნუსხის და სხვა დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას;

ა.დ) უზრუნველყოფს სააგენტოს ყოველი მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტის) პროექტის მომზადებას და შემდგომი რეაგირებისთვის სააგენტოს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ხელძღვანელობისთვის წარდგენას;

ა.ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება–მოვალეობებს.

ბ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება ახორციელებს:

ბ.ა) კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებებისა და  საწვავის აღრიცხვას და  საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;

ბ.ბ) საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებასთან ერთად მატერიალური ფასეულობების ინვეტარიზაციის ჩატარებას;

ბ.გ) სააგენტოს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების სწორი ექსპლუატაციისა და ტექნიკის უსაფრთხოების  დაცვაზე კონტროლს;

გ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ტრანსპორტის განყოფილება უზრუნველყოფს:

გ.ა) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიღებას და ექსპლუატაციის ორგანიზებას;

გ.ბ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე აყვანასა და აღრიცხვიდან მოხსნას;

გ.გ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობასა და მატერიალური პასუხისმგებლობაზე კონტროლს, პერიოდულ დათვალიერებას დროული შეკეთების მიზნით;

გ.დ) სატრანსპორტო საშუალებების საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ–საცხები მასალით მომარაგებას დადგენილი წესით, სარემონტო სამუშაოების ორგანიზებას, ჩატარებული სარემონტო სამუშაოების აღრიცხვა–კონტროლს;

გ.ე) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას.

დ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს:

დ.ა)  სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადებას, მათი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენას;

დ.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სააგენტოს სახელით აცხადებს და ორგანიზაციას უწევს შესყიდვების პროცედურების განხორციელებას;

დ.გ) ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა პროცედურებს;

დ.დ) უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას;

დ.ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ უზრუნველყოფაზე, მატერიალურ ფასეულობათა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე, ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით სახსრების ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებაზე;

დ.ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას;

ე) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს მომარაგების განყოფილება უზრუნველყოფს:

ე.ა) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის საჭირო სახარჯი სპეციალური საშუალებების (ეკიპირების, საჭირო ინვენტარის, ტექნიკის, აპარატურის, საკანცელარიო და სხვა სამეურნეო საქონლის, მკაცრი აღრიცხვის და სხვა სახის ბლანკების, სანომრე ნიშნების, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობების, მართვის მოწმობების ბლანკებით და ა. შ.) მიღებას, შენახვას და დადგენილი წესით დანაყოფებზე გადაცემას;

ე.ბ) საწყობში შემოსული და გასული საქონლის აღრიცხვას დასახელებისა და რაოდენობის მიხედვით;

ე.გ) ახდენს სააგენტოზე მოწოდებული საქონლის ინსპექტირებასა და საგარანტიო მომსახურების შესრულებას; 

ე.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერილი იარაღის ჩაბარებას, აგრეთვე შეიარაღების, ტექნიკის, ინვენტარის, ექსპლუატაციაში არსებული სხვა მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით აღრიცხვას, საფინანსო-საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;

ე.ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სააგენტოზე განპირობებული სამსახურებრივ–საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვას, შენახვას და სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე თანამშრომლებზე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გაცემას;

ე.ზ) იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან უსასყიდლოდ გადმოცემული ნებისმიერი სახეობის მატერიალური ფასეულობის აღრიცხვას;

ე.თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ უზრუნველყოფაზე, ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით სახსრების ხარჯვის კონტროლის განხორციელებაზე;

ე.ი) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებას.

ვ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სანომრე ნიშნების განყოფილება უზრუნველყოფს:

ვ.ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშნების დამზადებას, დაკარგულის ან დაზიანებულის აღდგენას და უფლებამოსილ პირებზე გადაცემას;

ვ.ბ) დამზადებული და დასამზადებელი სანომრე ნიშნების აღრიცხვას და მათ შესახებ დადგენილი წესით ინფორმაციის გაცემას;

ზ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს კადრების განყოფილება უზრუნველყოფს:

ზ.ა) სამინისტროს სისტემაში არსებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის შესაბამისად საკადრო ღონისძიებების განხორციელებას;

 ზ.ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას, სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შესწავლის და შესაბამისი შემოწმების განხორციელებას;

გ) პირად შემადგენლობასთან მუშაობის და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების  მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;

ზ.დ) სააგენტოს მოსამსახურეთა ატესტაციის ჩატარების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღებას;

ზ.ე) სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადებას;

ზ.ვ) სააგენტოს სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადებას;

ზ.ზ) სააგენტოს მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლას, პირადი საქმეების აღრიცხვასა და დამუშავებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვასა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნას;

ზ.თ) დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტოდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;

ზ.ი) ყოფილი მოსამსახურეების ხელახალ მიღებაზე შემოსული განცხადებებისა და მასალების განხილვას;

ზ.კ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელებას.

7.  სანებართვო და საცნობარო მომსახურების სამმართველო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად: 

ა)  სანებართვო და საცნობარო მომსახურების სამმართველოს  საცნობარო მომსახურების განყოფილება ახორციელებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას; მექანიკურ სატრასპორტო საშუალებებზე გირავნობის რეგისტრაციას; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაციას; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემას; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემას;

ბ)  სანებართვო და საცნობარო მომსახურების სამმართველოს სანებართვო  მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს -  თავისი კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებას, იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემას; იარაღის რეგისტრაციას;  იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემას, იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემას, ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვების გაცემას, აგრეთვე იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემას, შესაბამისი სანებართვო და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემას, შეცვლასა და დაკარგულის აღდგენას, ახორციელებს იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

8. საქმისწარმოების ორგანიზების ქვეგანყოფილება (კანცელარია) უზრუნველყოფს:

ა) შემოსული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტაციის მიღებას და მათ აღრიცხვას საკანცელარიო ჟურნალებში;

ბ) ინსპექტირებისათვის კორესპოდენციის დროულად მიწოდებას და კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერას;

გ) დოკუმენტების დადგენილი წესით დაარქივებას;

დ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

9. ლეგალიზაციისა და აპოსტილის ჯგუფი ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას; ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული ქართულენოვანი დოკუმენტის უცხოურ ენაზე თარგმნის მომსახურებას; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას; სარეგისტრაციო ნიშნების გაცემას; კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი დატვირთვის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას; საბაჟო დამუშავების ოპერაციის ან/და რეგისტრაციისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას და საექსპერტო შემოწმებას და შესაბამისი დათვალიერების აქტის შედგენას; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრას; საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვას; საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემას; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისანიჭებელი გამოცდის მიღებას და მძღოლის მოწმობის გაცემას, აგრეთვე შეცვლას და აღდგენას; სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების და მოწმობების გაცემას; სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

10. სააგენტოს და მასში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათზე დაკისრებული უფლება–მოვალეობების განხორციელებისას უფლება აქვთ გამოიყენონ როგორც მატერიალური დოკუმენტები, აგრეთვე ელექტრონული დოკუმენტები.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი