,,ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის N25 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №17 |
|
2012 წლის 21 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 29 დეკემბრის №25 ბრძანებით (ვებგვერდი, 03.01.2012) დამტკიცებული ,,ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესში და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-9 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადასტუროს ან უარი თქვას ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებაზე შესაბამისი დასაბუთებით. ანგარიშ-ფაქტურის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადასტურების შემთხვევაში, ანგარიშსწორება მოხდება ყოველთვიურად მიწოდებული შესაბამისი მარკის საწვავის მიხედვით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“. ბ) მე-5–8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობითა და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტის მიზნით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით. 6. სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია წყვეტს ხელშეკრულებას, რის შედეგადაც გამარჯვებულ მიმწოდებელს დაეკისრება შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ საჯარიმო თანხის გადახდა, რომელიც გამოითვლება შემდეგნაირად: კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დასრულების დღეს გამარჯვებული მიმწოდებლის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ფასისა და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასის სხვაობის გამრავლებით კონკრეტული ხელშეკრულებით შესასყიდი(დარჩენილი) შესაბამისი მარკის საწვავის საორიენტაციო მოცულობაზე და გაყოფილი ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვამდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე. 7. ამ მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სხვა მიმწოდებლისგან საწვავის შესყიდვის საკითხი წყდება სატენდერო კომისიის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით. 8. იმ შემთხვევაში, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამარჯვებული მიმწოდებლისაგან საწვავის შესაბამისი მარკის შესყიდვა იწვევს სახელმწიფო სახსრების არარაციონალურ ხარჯვას გამარჯვებული მიმწოდებლის ავტოგასამართი სადგურისაგან შემსყიდველი ორგანიზაციის მნიშვნელოვანი დაშორების გამო, შემსყიდველი ორგანიზაცია სხვა მიმწოდებლისაგან ლოკალური აუცილებლობისათვის საჭირო მოცულობის საწვავის შესაბამისი მარკის შესყიდვაზე თანხმობის მიღების მიზნით, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სატენდერო კომისიას. სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, საწვავის შესაბამისი მარკის შესყიდვა ხორციელდება კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.”
გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,11. გამარჯვებულმა მიმწოდებელმა თავის ვებგვერდზე უნდა განათავსოს ინფორმაცია მის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ყოველდღიური ფასის შესახებ. ეს ინფორმაცია უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადაში თითოეული დღის ფასის ნახვა. გამარჯვებულმა მიმწოდებელმა ასევე ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში უნდა მიაწოდოს სატენდერო კომისიას ინფორმაცია მის საცალო რეალიზაციის ქსელში არსებული 1 ლიტრი შესაბამისი მარკის საწვავის ყოველდღიური ფასის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|