ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 50 % –ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 20.12.2012
ძალის დაკარგვა 12.07.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.016099
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 50 % –ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2012 წლის 20 დეკემბერი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის 50 %-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ”ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების, ,,ძირითადი საშუალებები, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსტა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს №12-03 ბრძანებით დამტკიცებული და ,,ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზუგდიდი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თითმმართველობის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ დებულება, თანახმად დანართი №1-ისა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ დებულება (დანართი №2);
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის შესახებ დებულება (დანართი №3).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან კონჯარია
დანართი 1
დამტკიცდეს ზუგდიდი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თითმმართველობის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის (საკუთრებაში არსებული) ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.
2.
წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, სათადარიგო ნაწილების, ფულადი დოკუმენტების ინვენტარიზაციის და ჩამოწერის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1.
ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2.
ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3.
შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომში – ორგანიზაცია) – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა.
4.
საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის ორგანიზაციაში შექმნილი კომისია .
მუხლი 3🔗.
ინვენტარიზაციის ჩატარება
ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს №12-03 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოყენებული ძირითადი აქტივების ჩამოწერა ხორციელდება:
ა)
მოძრავი ქონების –საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით;
ბ)
უძრავი ქონების –საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებით.
მუხლი 5🔗.
ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის შექმნა
1.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ ხუთი წევრისგან, მათ შორის, თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი, ბუღალტერი (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და წევრ(ებ)ი;
2.
საინვენტარიზაციო კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას შესაბამისი გადაწყვეტილებით ასაბუთებს ძირითადი აქტივების ჩამოწერის აუცილებლობას, ავსებს ამ დებულების თანდართულ ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს ( №1 და №2 დანართები ) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტებს (№3 დანართი) (გარდა მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერისა), თითოეულ ძირითად აქტივზე ცალ-ცალკე, საჭიროების შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისია შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორიული ან საექსპერტო) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. საინვენტარიზაციო კომისია ქონების ჩამოწერის შესახებ დასკვნას ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამრთლებრივ აქტს.
3.
კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისთვის საჭირო დოკუმენტაციას.
4.
ქონება ჩამოწერიდან ჩაითვლება ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებით საინვენტარიზაციო კომისიის დასკვნის შესაბამისად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
5.
ძირითადი აქტივების ჩამოწერისად გათვალსიწინებული უნდა იქნეს ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვა.
მუხლი 6🔗.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა
1.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტი, ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა.
2.
ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკუცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანების მოთხოვნებს.
3.
ჩამოსაწერი ქონების აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარე შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას.
4.
ჩამოსაწერი ქონების აქტში მითითებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე.
5.
ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისთვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.
6.
ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილების და ჯართის ოდენობას.
7.
სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს მოძრავ და უძრავ ქონებაზე ცალ-ცალკე და ახდენს ქონების დასურათებას.
8.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოყენებული ქონების ჩამოწერის აქტი (ძირითადი აქტივების ჩამოწერის აქტი და მცირეფასიანი აქტივების ჩამოსაწერი აქტი), ასევე საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარედგინება გამგებელს, რომელიც გადაეგზავნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
9.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ძირითადი აქტივების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან /და ლიკვიდაცია.
10.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოყენებული ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის, ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის საინვენტარიზაციო კომისიას.
მუხლი 7🔗.
ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება
1.
ჩამოსაწერი ქონების აქტში მითითებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგავს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას და გამოუსადეგარია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით ექვემდებარება განადგურებას, ქონების განადგურებას ახორციელებს შესაბამისი საინვენტარიზაციო კომისია.
2.
ქონების განადგურების პროცესს ესწრება ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი საინვენტარიზაციო კომისიის სრული შემადგენლობის, სულ ცოტა, ნახევარზე მეტი;
3.
ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაცია.
4.
ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5.
ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.
6.
ქონების განადგურებისთანავე აუცილებელი ხარჯები ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
7.
განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია შესაბამისი ორგანიზაცია.
დანართი 2
დ
ამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის განსაზღვრის შესახებ
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
,,წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პრინციპებს.
2.
წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, სათადარიგო ნაწილების, ფულადი დოკუმენტების ინვენტარიზაციის და ჩამოწერის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
1.
ქონება – საქართველო სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2.
ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3.
დაწესებულება – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (შემდგომში – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
4.
საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗.
ქონების განკარგვისა და გადაცემის ფორმები
1.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა ხდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
2.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში ძირითადი აქტივების სახით არსებული მოძრავი ქონების სარგებლობაში განკარგვა, ასევე მცირეფასიანი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა დასაშვებია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესის გარეშე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
3.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა დასაშვებია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანხმობით.
4.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესით საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვისას არ გამოიყენება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი შეტყობინების წესი.
მუხლი 4🔗.
ინვენტარიზაციის ჩატარება
ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერა ხორციელდება:
ა)
მოძრავი ქონების – არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით გამგებელთან შეთანხმების საფუძველზე.
ბ)
უძრავი ქონების – კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტაციისა და გამგებლის მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
მუხლი 6🔗.
ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის შექმნა.
1.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით, დაწესებულების ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტის საფუძველზე იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ ხუთი წევრისაგან, მათ შორის: თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი, ბუღალტერი (აღრიცხვა–ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და წევრ(ებ)ი.
2.
საინვენტარიზაციო კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას, შესაბამისი გადაწყვეტილებით ასაბუთებს ძირითადი აქტივების ჩამოწერის აუცილებლობას, ავსებს ამ დებულების თანდართულ ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (№1 და №2 დანართები) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტებს (№3 დანართ) (გარდა მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერისა), მოძრავ და უძრავ ძირითად აქტივებზე ცალ–ცალკე . საჭიროების შემხვევაში საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისის აუდიტორიული ან საექსპერტო) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. საინვენტარიზაციო კომისია ქონების ჩამოწერის შესახებ დასკვნას ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც შემდგომ წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოსაცემად.
3.
კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
4.
კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
5.
კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
6.
კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისთვის საჭირო დოკუმენტაციას.
7.
კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
8.
კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისთვის საჭირო დოკუმენტაციას.“ამის შემდეგ გაგრძელდება ნუმერაცია ჩვეულებრივი წესით.
9.
ქონება ჩაითვლება ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებით საინვენტარიზაციო კომისიის დასკვნის შესაბამისად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
10.
ძირითადი აქტივების ჩამოწერისას შესაბამისმა სამსახურმა უნდა იმოქმედონ ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.
მუხლი 7🔗.
ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის წესი
1.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბალანსზე არსებული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველზე წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტი, ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა.
2.
ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრირების ფორმების დამტკიების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანების მოთხოვნებს.
3.
ჩამოსაწერი ქონების აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას.
4.
ჩამოსაწერი ქონების აქტში მითითებული მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს დაწესებულების ბალანსზე.
5.
ქონება რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.
6.
ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილების და ჯართის ოდენობას.
7.
სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე და ახდენს ქონების დასურათებას.
8.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბალანსზე არსებული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის ან/ და ლიკვიდაციის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტები წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
9.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი ძირითადი აქტივების ჩამოწერის ან/და სალიკვიდაციო აქტების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება უძრავი ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
10.
არასამეწარმეო (არაკომერციული )იურიდიული პირის ბალანსზე არსებული ამორტიზებული ან გამოუყენებელი მოძრავი ქონებების, ჩამოწერის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელი ამტკიცებს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილ ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს და საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტს.
11.
არასამერწამეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბალანსზე არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარზიაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის, ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულების ხელმძღვანელს და საინვენტარიზაციო კომისიას.
მუხლი 8🔗.
ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
1.
ჩამოწერილი ქონების (გარდა მე-6 მუხლით განსაზღვრული ქონებისა) რეალიზაცია ხორციელდება წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტით დადგენილი წესით, ამ დროს არ გამოიყენება წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
2.
რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება დაწესებულების ანგარიშზე.
მუხლი 9🔗.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება
1.
ჩამოსაწერი ქონების აქტში მითითებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.
2.
ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3.
ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზებულად უზრუნველყოფს შესაბამისი დაწესებულება.
4.
ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5.
ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.
6.
ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
7.
განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულება.
დანართი 3
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის შესახებ
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
ეს წესი განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის პრინციპებს.
2.
წინამდებარე დებულება არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, მედიკამენტების და შესახვევი საშუალებების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, სათადარიგო ნაწილების, ფულადი დოკუმენტების ინვენტარიზაციისა და ჩამოწერის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
1.
ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2.
ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3.
საწარმო – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირი.
4.
საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციის მიზნით საწარმოში შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗.
ქონების განკარგვისა და გადაცემის ფორმები
1.
საწარმოს საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების საკუთრებაში განკარგვა, ასევე საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების სარგებლობაში განკარგვა ხდება საწარმოს მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
2.
საწარმოს საკუთრებაში ძირითადი აქტივების სახით არსებული მოძრავი ქონების სარგებლობაში განკარგვა, ასევე მცირეფასიანი აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვა დასაშვებია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესის გარეშე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
3.
საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის დადგენილი წესით საკუთრებაში ან სარგებლობაში განკარგვისას არ გამოიყენება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი შეტყობინების წესი.
4.
საწარმოს მიერ მის საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივებით სხვა საწარმოს კაპიტალში ქონებრივი შენატანის განხორციელება დასაშვებია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანხმობით.
მუხლი 4🔗.
ინვენტარიზაციის ჩატარება
ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად.’’(ამ მუხლების შემდეგ პროექტის მე-2 მუხლი იქნება მუხლი 5🔗 – ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა და ა.შ.).
მუხლი 5🔗.
ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ბალანსიდან ჩამოწერა
1.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერა ხორციელდება :
ა)
მოძრავი ქონების – ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით დამფუძნებელთან შეთანხმებით;
ბ)
უძრავი ქონების – კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტაციისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დამფუძნებელი ორგანოს დასკვნის საფუძველზე.
2.
ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წინასწარი თანხმობით), გარდა საწარმოს კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ამოწერისა, რაც ხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი თანხმობის საფუძველზე, საკრებულოს თანხმობა საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ წლის განმავლობაში ჩამოსაწერი მოძრავი ძირითადი საშუალებების (საშუალების) ჯამური ნარჩენი საბალანსო ღირებულება აღემატება საწარმოს მთელი ძირითადი საშუალებების ნარჩენი საბალანსო ღირებულების 10%-ს.
3.
ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხდება ყოველი მიმდინარე წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვნეტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება საწაამოს წლიურ ბალანსზე (გამონაკლის შემთხვევაში, თუ ამას, საწარმოს ინტერესები მოითხოვს, ძირითადი საშუალებების ჩამოწერა ხორციელდება წლის სხვა პერიოდშიც.).
მუხლი 6🔗.
ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის შექმნა
1.
საწარმოს ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით, დაწესებულების ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ ხუთი წევრისგან, მათ შორის : თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი (ბუღალტერი აღრიცხვა –ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და წევრ(ებ)ი.
2.
საინვენტარიზაციო კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ მდგომარეობას, შესაბამისი გადაწყვეტილებით ასაბუთებს ძირითადი აქტივების ჩამოწერის აუცილებლობას, ავსებს ამ დებულების თანდართულ ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (№1 და №2 დანართები) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტებს (№ 3 დანართი) (გარდა მე-6 მუხლით გათავლისიწნებული წესისა), თითეულ ძირითად აქტივზე ცალ-ცალკე. საჭიროების შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორიული ან საექსპერტო) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ. საინვენტარიზაციო კომისია ქონების ჩამოწერის შესახებ დასკვნას ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს , რომელიც შემდგომ წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს შესაბამისის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსაცემად.
3.
კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
4.
კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
5.
კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძველის არსებობას, ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
6.
ქონება ჩამოწერიდან ჩაითვლება ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებით საინვენტარიზაციო კომისიის დასკვნის შესაბამისად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე .
7.
ძირითადი აქტივების ჩამოწერისას შესაბამისმა სამსახურმა უნდა იმოქმედოს ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.
მუხლი 7🔗.
ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა
1.
საწარმო საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტი, ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტი და დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა .
2.
ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 28 ივლისის №511 ბრძანების მოთხოვნებს.
3.
ჩამოსაწერი ქონების აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას.
4.
ჩამოსაწერი ქონებების აქტში მითითებული მასალები, რომლებიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე.
5.
ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაცებისათვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.
6.
ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილების და ჯართის ოდენობას.
7.
სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია დამატებით ამხადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე და ახდენს ქონების დასურათებას.
8.
საწარმოს ბალანსზე არსებული ამორტიზებული და გამოუყენბელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის ან/და ლივიდაციის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტები წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
9.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი ძირითადი აქტივების ჩამოწერის ან/და სალიკვიდაციო აქტების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება უძრავი ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია.
10.
საწარმოს საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან გამოუყენებელი მოძრავი ქონების ჩამოწერის მიზნით, საწარმოს ხელმძღვანელი ამტკიცებს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილ ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს და საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტს(სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – საბჭოს თანხმობით).
11.
საწარმოს კაპიტალში არსებული და მის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის, ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის და ქონების სალიკვიდაციო აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საწარმოს დირექტორს.
მუხლი 8🔗.
ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
1.
ჩამოწერილი ქონების (გარდა მე-6 მუხლით განსაზღვრული ქონებისა) რეალიზაცია ხორციელდება წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით. ამ დროს არ გამოიყენება წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
2.
რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება საწარმოს ანგარიშზე.
მუხლი 9🔗.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება
1.
ქონების ჩამოწერის აქტში მითითებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას, ექვემდებარება განადგურებას.
2.
ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია.
3.
ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი საწარმო.
4.
ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5.
ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.
6.
ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი საწარმოს მიერ.
7.
განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საწარმო.