სს "პანსიონატი ჰორიზონტის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1233
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/1233

   

   

 

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2012 წლის 21 დეკემბერი

. ქუთაისი

 

   ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ განიხილა სს ,,პანსიონატ ჰორიზონტის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

:

  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო საქმე სს ,,პანსიონატ ჰორიზონტის’’ გაკორების საქმის წარმოების შესახებ.

  2012 წლის 20 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სს ,,პანსიონატ ჰორიზონტის’’ მმართველმა სსიპ _ აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით თამაზ კიკიანმა, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში და სს ,,პანსიონატი ჰორიზონტის’’ გაკოტრების საქმის დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება ითხოვა;

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

 გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეულ უნდა იქნეს კრედიტორთა კრება გაკოტრების მმართველის ანგარიშის მოსმენის და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების დღის წესრიგით.

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“

 სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1 . მოწვეულ იქნეს სს ,,პანსიონატ ჰორიზონტის’’ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

 ა) გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა და გაკოტრების საქმის წარმოები s დასრულების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

2 . კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 28 დეკემბერს 13:00 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს №3 სხდომის დარბაზში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11);

3 . დაევალოს სს ,,პანსიონატ ჰორიზონტის’’ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4 . გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                 გენადი მაკარიძე