კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების თაობაზე
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 21.12.2012
ძალის დაკარგვა 25.04.2017
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.149.016125
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (11)
| კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მესროფაშვილი | კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| საგანგებო დახმარების ფუნქციები | გასატარებელი ღონისძიებები |
| ფუნქცია 1. საგანგებო მართვის უზრუნველყოფა | საგანგებო სიტუაციის ანალიზი და შეფასება |
| ფუნქცია 2. კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა | უზრუნველყოფს კავშირის საშუალებებს ადგილობრივ დონეზე |
| ფუნქცია 3. კომუნალური მომსახურება | უზრუნველყოფს დაზიანებული წყალმომარაგებისა და სხვა კომუნალურ მომსახურებას |
| ფუნქცია 4. სახანძრო-სამაშველო | სახანძრო-საავარიო (ხანძარი, წყალდიდობა, დატბორვა) სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა მომსახურება |
| ფუნქცია 5. სამედიცინო უზრუნველყოფა | ადგილობრივ დონეზე სამედიცინო და ჰოსპიტალური მომსახურება |
| ფუნქცია 6. ევაკუაცია | ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის და ფასეულობის ევაკუაცია წინასწარ შედგენილი გეგმით |
| ფუნქცია 7. საგზაო უზრუნველყოფა | ადგილობრივი გზების დაზიანების შემთხვევაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება |
| ფუნქცია 8. საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა | ადგილობრივი დონეზე მოსახლეობისა და მათი ქონების დაცვის უზრუნველყოფა |
| ფუნქცია 9. სატრანსპორტო უზრუნველყოფა | უზრუნველყოფს საკუთარი და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების მობილიზებასა და გადანაწილებას მოთხოვნილებიდან გამომდინარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №42
2012 წლის 21 დეკემბერი
ქ. კასპი
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულების შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების თანდართული გეგმა.
2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მესროფაშვილი
დანართი
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა
თავი I
ზოგადი მიმოხილვა
მუხლი 1🔗
1.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა შემუშავებულია ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულების შესაბამისად.
2.
გეგმის მიზანია კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტში შემავალი სამსახურებისა და მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა იურიდიული პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში კოორდინაციის უზრუნველყოფა. გეგმის თანახმად, უნდა შემუშავდეს ამ სისტემაში ჩართული სუბიექტების საგანგებო სიტუაციებზე სამოქმედო გეგმები, რაც გააადვილებს ერთიან მართვას მუნიციპალიტეტის მასშტაბით და ხელს შეუწყობს რეგიონულ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვას.
მუხლი 2🔗.
კასპის მუნიციპალიტეტის დახასიათება და მოსალოდნელი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათი საფრთხეები
1.
კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი: ქალაქი კასპი ფართობი 803,16 კვ.კმ, კლიმატი – სუბტროპიკული ზონა; წყლის ძირითადი არტერიები – მდინარეები და მიწისქვეშა არტეზიული ჭები; ქალაქი 1, ტერიტორიული ორგანო – 17; სოფელი – 71 (გაერთიანებულია 17 ტერიტორიულ ორგანოში) და 60 ნასოფლარი; მანძილი თბილისამდე – 55.8 კმ.; უახლოეს პორტამდე (ფოთი 284) ბათუმი – დაახლოებით 324 კმ; უახლოესი რკინიგზის სადგური – სადგური დიდუბე: უახლოესი აეროპორტი თბილისი 74,1 კმ., ქუთაისი "კოპიტნარი" 214 კმ., ქალაქის მოსახლეობა 15896, თემების მოსახლეობა – 35933 (დევნილთა ჩათვლით), მათ შორის: მამაკაცი 24667, ქალი 27162; მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა: ქართველები – 84.6 %, აფხაზი 0.02, სომხები – 0.5%, აზერბაიჯანელები – 7.6%, ბერძნები – 0.05%, რუსები – 0.4%, უკრაინელი 0.07%, ოსი – 6,7%, სხვა – 0.06%.
2.
სხვა – ტყის ფართობი: 26317 ჰა; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულების ფართობი: – 17379 ჰექტარი; კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელია შემდეგი რისკები: მეწყერი, ქარიშხალი, წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა. (დანართი 1).
3.
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს შემდეგი რისკის შემცველი ფაქტორები: ინდუსტრიული საწარმოები, ნავთობსადენის მაგისტრალი, ავტომაგისტრალი, რკინიგზა. ბენზინგასამართი სადგურები, ავტოგასამართი სადგური.
თავი II
რეაგირების მართვა და საგანგებო დახმარების ფუნქციები
მუხლი 3🔗
1.
რეაგირების მართვა ხორციელდება საგანგებო შტაბის მიერ დახმარების ფუნქციების გათვალისწინებით, ამ სფეროში არსებული და სხვა დამხმარე კანონმდებლობის მიხედვით.
2.
წარმოქმნილ საგანგებო სიტუაციებზე პირველადი მორიაგირე რაზმები ვალდებულნი არიან მუდმივ კავშირზე იმყოფებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის სამორიგეოსთან, შესაძლო ძალთა მობილიზაციისა და ესკალაციის გართულების აცილების მიზნით. არსებული საკითხის ერთ სისტემაში მოქცევის მიზნით საჭიროა პირველადი მორეაგირე ძალების ერთიანი ეთერი (სიხშირე) და ერთიანი საგანგებო ზარი, საგანგებო ზარი, რომლითაც ისარგებლებს მოსახლეობა და ოპერატიულს გახდის პირველად რეაგირებას.
3.
იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა რამდენიმე სხვადასხვა მორეაგირე ჯგუფის ჩართვა სალიკვიდაციო სამუშაოებში (მიუხედავად ავარიის ხასიათისა), დაუყოვნებლივ იკრიბება საგანგებო შტაბი.
თავი III
საგანგებო შტაბი
მუხლი 4🔗
1.
საგანგებო შტაბი, რომელიც იქმნება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე მართვის ცენტრს, რომელიც კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე სუბიექტების საქმიანობას.
2.
შტაბის სამუშაო ორგანოს, ყოველდღიურ სამუშაოებს და მის იმპლემენტაციას ახორციელებს კასპის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის სამსახური.
3.
შტაბი იკრიბება მინიმუმ წელიწადში ორჯერ, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას დაუყოვნებლივ. დამატებით შეკრების აუცილებლობას განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან გამგებელი.
4.
შტაბის შეკრების მიზანია:
ა)
კასპის მუნიციპალიტეტის მასშტაბით განიხილოს: სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების არსებული მდგომარეობა, მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების, პრევენციის, რეაგირების რაციონალური წინადადებები;
ბ)
შეიმუშაოს სპეციალური პროგრამები მათი გადაჭრის მიზნით;
გ)
უზრუნველყოს მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციებში უსაფრთხოება;
დ)
საგანგებო სიტუაციების საკითხებში ფინანსური რეზერვების პრიორიტეტულობის გამოყოფის საკითხების განხილვა.
5.
შტაბის წევრები კომპლექტდება რეაგირების გეგმის ფუნქციებიდან გამომდინარე, შტაბის ხელმძღვანელს შეუძლია დაამატოს წევრი თავისივე შეხედულებით.
6.
შტაბის წევრების საქმიანობა არ ნაზღაურდება ბიუჯეტიდან.
7.
საგანგებო შტაბი მოქმედებს რეაგირების გეგმის ფუნქციების მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებებს მოსალოდნელ ან შექმნილ სიტუაციებზე, რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე დახმარების ჩარევამდე, ესე იგი მანამ, სანამ რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე არსებულ საკითხებში ჩართვა იქნება საჭირო, შემდგომ მოქმედების მართვა რჩება იგივე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება და ხელმძღვანელობა ხორციელდება ეროვნული რეაგირების მიხედვით.
8.
შტაბის დაკომპლექტება ხორციელდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის ფუნქციების გათვალისწინებით. შტაბს ხელმძღვანელობს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც გეგმის მიხედვით კოორდინაციას უწევს ადგილობრივ ძალებსა და საშუალებებს, კავშირზეა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ოპერატიულ მორიგესთან.
თავი IV
საგანგებო დახმარების ფუნქციები
მუხლი 5🔗
საგანგებო სიტუაციების პრევენცია და ლიკვიდაციის ღონისძიებები ხორციელდება 10 ძირითადი ფუნქციის ამოქმედებით. თითოეული ფუნქციის კოორდინაციას ახდენს ძირითადი ორგანო დამხმარე ორგანოს მხარდაჭერით.
საგანგებო დახმარების ფუნქციები
საგანგებო დახმარების ფუნქციები
გასატარებელი ღონისძიებები
პასუხისმგებელი სამსახური, მისი ძირითადი ამოცანები
მხარდამჭერი ორგანიზაციები
მათი ძირითადი ამოცანები
ფუნქცია 1.
საგანგებო მართვის უზრუნველყოფა
საგანგებო სიტუაციის ანალიზი და შეფასება
საგანგებო შტაბი
ფუნქცია 2.
კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა
უზრუნველყოფს კავშირის საშუალებებს ადგილობრივ დონეზე
სს "სილქნეტი"
კასპის მუნიციპალიტეტის გაზეთი ,ახალი განთიადი“
ვებ გვერდი:
www.kaspi.org.ge
ფუნქცია 3.
კომუნალური მომსახურება
უზრუნველყოფს დაზიანებული წყალმომარაგებისა და სხვა კომუნალურ მომსახურებას
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური
შპს ,,კასპის კეთილმოწყობა”, ს.ს. ,,ენერგო პრო ჯორჯიას" კასპის ფილიალი, შპს ,,კასპიგაზი“ შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კასპის სერვისცენტრი, შპს ,,კასპის საგზაო“
ფუნქცია 4.
სახანძრო-სამაშველო
სახანძრო-საავარიო (ხანძარი, წყალდიდობა, დატბორვა) სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა
მომსახურება
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური
შსს პოლიციის კასპის სამმართველო, შპს ,, მედალფას სამედიცინო ცენტრი“ შპს ,,კასპის კეთილმოწყობის სამსახური“.
ფუნქცია 5.
სამედიცინო უზრუნველყოფა
ადგილობრივ დონეზე სამედიცინო და ჰოსპიტალური მომსახურება
ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური,
შპს ,, მედალფას სამედიცინო ცენტრი“ შპს ,,მარიმედი“, შპს ავერსი“-ს აფთიაქი, შპს ,,პსპ“-ს აფთიაქი, შ.პ.ს ,,36/6“-ის აფთიაქი
ფუნქცია 6.
ევაკუაცია
ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის და ფასეულობის ევაკუაცია წინასწარ შედგენილი გეგმით
ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა, ვეტერანთა საქმეების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები,
საფინანსო საბიუჯეტო სამსახური.
კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
-შსს პოლიციის კასპის სამმართველო; შ.ს.ს ,,შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს გორი-კასპის რეგიონალური დაცვის პოლიციის განყოფილება, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
ფუნქცია 7.
საგზაო უზრუნველყოფა
ადგილობრივი გზების დაზიანების შემთხვევაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური, საფინანსო–საბიუჯეტი სამსახური
კასპის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; შსს პოლიციის კასპის სამმართველო, შპს ,,კასპის კეთილმოწყობა. შპს ,,კასპის საგზაო“ შპს ,,ჰაიდელბერგცემენტი“-ს კასპის ქარხანა
ფუნქცია 8.
საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა
ადგილობრივი დონეზე მოსახლეობისა და მათი ქონების დაცვის უზრუნველყოფა
შსს შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს კასპის რაიონული სამმართველო,
კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, შსს ,,შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს გორი-კასპის რეგიონალური დაცვის პოლიციის განყოფილება
ფუნქცია 9.
სატრანსპორტო უზრუნველყოფა
უზრუნველყოფს საკუთარი და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების მობილიზებასა და გადანაწილებას მოთხოვნილებიდან გამომდინარე
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური,
შსს შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს კასპის რაიონული სამმართველო, შპს ,, კასპის კეთილმოწყობა“
ფუნქცია 10. მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოა
უზრუნველყოფს საკუთარი და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური და ფინანსური საშუალებების მობილიზებასა და გადანაწილებას მოთხოვნილებიდან გამომდინარე სპეციალურად შტაბის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად
ადმინისტრაციული სამსახური, გამგებლის თანაშემწე
საფინანსო-საბიუჯეტი სამსახური