გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 21.12.2012
ძალაში შესვლა 01.01.2013
ძალის დაკარგვა 14.01.2014
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.148.016126
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №42
2012 წლის 21 დეკემბერი
ქ. გორი
გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი (დანართი 1).
2.
ძალადაკარგულად გამოცხადეს ,,გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №2 დადგენილება.
3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე
დანართი 1
გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე გორის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
თავი I
სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 1🔗.
ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება
1.
ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი.
2.
ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
გამცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ)
ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
4.
დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს), ამ მუხლში აღნიშნულ დაავადების მკურნალობის ფარგლებში, დახმარება გაეწევა ერთჯერადად:
ა)
ოპერაციული მკურნალობის,სტაციონარული,ამბულატორიული მომსახურეობის, მათ შორის კვლევების, ქიმიოთერაპიის, ჰორმონო და სხივური თერაპიის თანადაფინანსება მოხდეს 2000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა;
ბ)
ოპერაციული მკურნალობის,სტაციონარული,ამბულატორიული მომსახურეობის, მათ შორის კვლევების, ქიმიოთერაპიის, ჰორმონო და სხივური თერაპიის თანადაფინანსება მოხდეს მანიპულაციის 2001 ლარიდან ღირებულების შემთხვევაში 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა.
მუხლი 2🔗.
ონკოლოგიური ავადმყოფების უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1.
ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი.
2.
დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არა უმეტეს 300 ლარის ოდენობით, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში.
3.
დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ)
ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან.
4.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 3🔗.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
1.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია და მათზე გაიცემა შემდეგი სამედიცინო დახმარება ერთჯერადად:
ა)
სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულა და არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვევო პოლისი, ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურეობის, მათ შორის კვლევების, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს მანიპულაციის 2000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა, ხოლო 2001 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა;
ბ)
სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულა, საკეისრო ოპერაციების თანადაფინანსება განისაზღვროს 400 ლარით, ხოლო სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულა და არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვევო პოლისი, ფიზიოლოგიური და საკეისრო მშობიარობის დაფინანსება განისაზღვროს 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარის ოდენობისა;
გ)
სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები 70 001-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა – ფიზიოლოგიური მშობიარობის და საკეისრო ოპერაციების თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 400 ლარისა;
დ)
სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები რომელთაც გააჩნია 70 001-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა, ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურეობის, მათ შორის კვლევების, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს მანიპულაციის 2000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა, ხოლო 2001 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა.
2.
ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
გამცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ)
ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე)
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
4.
დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ორი კვირის ვადაში.
მუხლი 4🔗.
უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1.
მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია:
ა)
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;
ბ)
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები;
გ)
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები.
2.
დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არა უმეტეს 100 ლარის ოდენობით, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში.
3.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ)
ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან.
4.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 5🔗.
სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება
1.
II-III ხარისხის სქოლიოზით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე), რომელთაც გააჩნიათ 0-დან 120 000-მდე სარეიტინგო ქულა დახმარება ამ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში, მოხდება ერთჯერადად 50%-ის თანადაფინანსებით არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. დახმარება მოიცავს სამკურნალო მასაჟის 12 პროცედურას.
2.
დაფინანსებას მიიღებს საცურაო აუზზე II-III ხარისხის სქოლიოზით დაავადებული ბავშვები 18 წლამდე. თითო ბავშვს დაუფინანსდება ერთთვიანი საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი გორის მუნიციპალიტეტის საცურაო აუზზე“ თვეში 12 პროცედურა (კვირაში 3 დღე).
3.
მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ცნობა II-III ხარისხის სქოლიოზით დაავადების შესახებ (ფორმა №100),გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი თვის მანძილზე ორთოპედ/ტრავმატოლოგის მიერ;
დ)
ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;
ე)
დაბადების მოწმობა ან/და დევნილის მოწმობის ასლი;
ვ)
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
4.
ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გასცემს დაპირებას,რომელიც საფუძველია საცურაო აუზისათვის გასწიოს შესაბამისი მომსახურება. საცურაო აუზი განცხადებითა და მომსახურების გაწევის ამსახველი დოკუმენტაციით (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და ა.შ) მიმართავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს კუთვნილი თანხების ჩასარიცხად.
5.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 6🔗.
ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება
1.
ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე) დახმარება, ამ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში, მოხდება:
ა)
ოპერაციული მკურნალობის,სტაციონარული,ამბულატორიული მომსახურეობის, მათ შორის კვლევების, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად 50%-ის თანადაფინანსებით არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;
ბ)
საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსის დაფინანსება თითო ბავშვზე „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი გორის მუნიციპალიტეტის საცურაო აუზზე“ სულ 12 პროცედურა;
გ)
ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების სოციალური დახმარება ერთჯერადად 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2.
მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ)
ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;
ე)
დაბადების მოწმობა;
ვ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტის ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4.
ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი სოციალური დახმარების გაცემის კომისიის დასკვნის და სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გასცემს დაპირებას, რომელიც საფუძველია საცურაო აუზისათვის გასწიოს შესაბამისი მომსახურება. საცურაო აუზი განცხადებითა და მომსახურების გაწევის ამსახველი დოკუმენტაციით (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და ა.შ) მიმართავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს კუთვნილი თანხების ჩასარიცხად.
5.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 7🔗.
სპორტსმენებისა და სტუდენტების დახმარება
1.
აკრედიტებულ სასწავლებლებში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:
ა)
დედ-მამით ობოლი, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ სასწავლებლებში;
ბ)
მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (5 და მეტი შვილი) ოჯახებიდან და სწავლობენ აკრედიტებულ სასწავლებლებში;
გ)
სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და სწავლობენ აკრედიტებულ სასწავლებლებში, სარეიტინგო ქულა 0-დან 80 001 მდე.
2.
სტუდენტებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
ცნობა აკრედიტებული სასწავლებლიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;
გ)
პირადობის მოწმობის ასლი;
დ)
ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე)
ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
3.
ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით გაეწევათ 25 წლამდე სოციალურ დაუცველს სარეიტინგო ქულით 0-დან 150 000 მდე სპორტსმენებს, რომლებიც არიან ეროვნული ნაკრების კანდიდატები ან წევრები.
4.
სპორტსმენებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;
გ)
ცნობა შესაბამისი ფედერაციიდან ეროვნული ნაკრების კანდიდატობაზე ან წევრობაზე.
5.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 8🔗.
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა)
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ბ)
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
გ)
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების, სარიტუალო მომსახურება;
დ)
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ე)
უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.
2.
მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაციაა:
ა)
დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ)
იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
ე)
ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;
ვ)
გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ზ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3.
თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 9🔗.
დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება
1.
დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლამდე პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად სტაციონარული მკურნალობისათვის – 50%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 700 ლარისა.
2.
დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარება გაიცემა ერთჯერადად ბავშვის საერთაშორისო დღესთან – 1 ივნისთან დაკავშირებით, ყოველ ბავშვზე 300 ლარის ოდენობით.
3.
დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;
დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);
ე)
ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;
ვ)
ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
ზ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
4.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 10🔗.
ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება
1.
ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.
2.
მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე დამდგარი ზიანიდან ათი დღის ვადაში;
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
დ)
ცნობა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურიდან;
ე)
ცნობა ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურიდან;
ვ)
ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4.
ზიანის ოდენობას განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური, რომლებიც ხელმძღვანელობენ საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.
მუხლი 11🔗.
საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება
1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სოციალური დახმარება შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახებისათვის:
ა)
საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდი;
ბ)
საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები;
გ)
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“„ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად 150 ლარის ოდენობით.
3.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორია დახმარებას მიიღებს ფაშიზმზე გამრჯვების დღესთან დაკავშირებით ერთჯერადად 150 ლარის ოდენობით.
4.
მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ)
საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ე)
დოკუმენტი (დოკუმენტები), რომელიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობლები და შვილები) ურთიერთობას.
5.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
6.
სოციალურ დახმარებას მიიღებს საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის ის წევრი, რომელიც განცხადებით პირველი მიმართავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 12🔗.
ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება
1.
მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების, რომელნიც ამ წესში მოყვანილ არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება და დახმარების თხოვნის მომენტში სხვადასხვა მიზეზების გამო განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, დახმარების საკითხი განიხილება ამ წესის შესაბამისად.
2.
დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლარს.
3.
ოჯახმა, რომელიც დახმარების გაცემის მომენტში განიცდის ეკონომიურ სიდუხჭირეს, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
დ)
ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ.
4.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 13🔗.
მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღებში დევნილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მომსახურების საფასურის თანადაფინანსება
1.
თანადაფინანსებას მიიღებს ყველა დევნილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვი (შესაბამისი საბუთების წამოდგენის შემთხვევაში) რომელიც დადის გორის მუნიციპალურ საბავშვო ბაღში.
2.
მშობლების შენატანის თანადაფინანსების განსახორციელებლად საბავშვო ბაღებმა დევნილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სია და შესაბამისი გადახდის დამადასტურებელი ქვითრები უნდა წარმოადგინონ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში.
3.
სიას დევნილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების შესახებ თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:
ა)
ბავშვის დევნილობის მოწმობა;
ბ)
მშობლის დევნილობის მოწმობა;
გ)
ბავშვის დაბადების მოწმობა;
დ)
ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ.
4.
თანადაფინანსება განისაზღვრება დევნილი ბავშვების სიის დაზუსტების შემდეგ, ქალაქის ბაგა-ბაღებში თვეში 15 ლარით, ხოლო სოფლებში თვეში 10 ლარით თითოეულ ბავშვზე.
მუხლი 14🔗.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
1.
ერთჯერად 500 (ხუთასი ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომალთაც ჰყავთ 5 და მეტი შვილი 0-დან 18-წლის ჩათვლით.
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
შვილების დაბადების მოწმობების ასლები;
დ)
საბანკო ანგარიში.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 15🔗.
ასი და მეტი წლის ასაკის უხუცეს დღეგრძელთა დახმარება
1.
ერთჯერად 400 (ოთხასი ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი.
2.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა)
განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
საბანკო ანგარიში.
3.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
მუხლი 16🔗.
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
1.
გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას,გარდა ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული დახმარებისა უზრუნველყოფს უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური).
2.
სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
3.
სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს მუნიციპალიტეტის გამგებელს გარდა ამ წესის მე-10 და მე-13 მუხლებით გათვალისწინებული დახმარებისა, რომელსაც გადასცემს შემდგომი განხილვისათვის სოციალური დახმარების გაცემის კომისიას (შემდგომში – კომისია), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
მუხლი 17🔗.
კომისიის მიერ განცხადებების განხილვა
1.
კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით ამ წესის მე-10 და მე-13 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების გაცემის განხილვის მიზნით. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.
2.
კომისის თავმჯდომარე ხელმძღვამელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს.
3.
კომისიის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე და კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება კომისიის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში კომისიის მდივანი უფლებამოსილია კომისიის სხდომის მდივნობა დააკისროს კომისიის რომელიმე წევრს.
4.
კომისია მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ.
5.
კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
6.
სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.
მუხლი 18🔗.
კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1.
კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
2.
კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3.
სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატიურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანობის დადგენა და ა.შ.
მუხლი 19🔗.
კომისიის ოქმები და დასკვნები
1.
კომისის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.
2.
კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.
3.
კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
4.
კომისიის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.
5.
კომისიის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.
6.
კომისიის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 20🔗.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით ამ წესის მე-10 და მე-13 მუხლებით გათვალისწინებული დახმარების გაცემაზე კომისიის დასკვნის, ხოლო ამ წესის სხვა მუხლებით გათვალისწინებული დახმარების გაცემაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
თავი III
დასკვნითი დებულებები
მუხლი 21🔗.
სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა
1.
დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა იმ დაავადებათა მკურნალობაზე, რაზედაც ანალოგიური დახმარების გაცემა გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის სახელმწიფო პროგრამებიდან.
2.
სოციალური დახმარების მიმღები (ბენეფიციარი) პირი ვალდებულია, თუ ამ მუხლის პირველი და მესამე პუნქტებით გათვალისწინებულ კატეგორიას მიეკუთვნება, წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ არ განეკუთვნება – მიუთითოს აღნიშნულის შესახებ წარმოდგენილ განცხადებაში, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.
3.
დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა გორის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები აჟარის, ახალგორის, ერედვის, ქურთის და თიღვის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან.