⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.08.2018)
გაუქმებულია:

მესტიის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.06.2013
ძალის დაკარგვა 07.08.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.103.016091
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/06/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,207 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.06.2013 მიღება
07.08.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
1 2
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ხორგუანი მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
დოკუმენტის დასახელება (ოქმი, საჯარიმო ქვითარი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მესტიის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №25 2013 წლის 19 ივნისი დაბა მესტია მესტიის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ამ დოკუმენტების ფორმებისა და ნიმუშების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240​1 და 242-ე მუხლების, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,მესტიის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“ (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს მესტიის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების თანდართული ტიპური ფორმები და ნიმუშები: 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ტიპური ფორმა – დანართი №2; (შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 2013 წლის 15 მაისის №60 წერილით); 2. საჯარიმო ქვითრის ტიპური ფორმა – დანართი №3; (შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 2013 წლის 15 მაისის №60 წერილით); 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ნიმუში (დანართი №4); 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის ნიმუში (დანართი №5); 5. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტის ნიმუში (დანართი №6). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ხორგუანი დანართი №1 მესტიის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗 ზოგადი დებულებები 1.       მესტიის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესის და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე. 2. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა (შემდგომში – ოქმი) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე საჯარიმო ქვითრის (შემდგომში – საჯარიმო ქვითარი) გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე. 3. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით. მუხლი 2🔗  ოქმისა და საჯარიმო ქვითრის დამზადება და მომარაგება 1. წინამდებარე წესით განსაზღვრული ოქმი და საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს მესამე კატეგორიის – „მარტივი ტიპის“ მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ. 2.    ოქმებითა და საჯარიმო ქვითრებით მომარაგებას მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს დამოუკიდებლად. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის შეკვეთას მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 3. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის დასაწყისი გვერდის ზედა ცენტრალურ ნაწილში პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – „სფს“, ზედა მარცხენა კუთხეში პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს მკაცრი აღრიცხვის ფორმის ინდივიდუალური ნომერი და პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი სერია. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ინდივიდუალური (ექსკლუზიური) ნომერი შედგება 6 ციფრისაგან, რომლის ნუმერაცია თანმიმდევრულად ხორციელდება შესაბამისი პოლიგრაფიული საწარმოს მიერ, ნუმერატორით მითითებული ნომრით. ოქმზე მიეთითება სერია „აო”, რომელიც აღნიშნავს ადმინისტრაციულ ოქმს, ხოლო საჯარიმო ქვითარზე მიეთითება სერია „სჯ”, რომელიც აღნიშნავს საკუთრივ საჯარიმო ქვითარს. ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ბოლო გვერდის ქვედა მარცხენა კუთხეში (დამკვირვებლის პოზიციიდან) დაიტანება დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოსა და დამკვეთის – მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელწოდება. 4. წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-6 მუხლების მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, იდენტური ინდივიდუალური ნომრის მქონე ოქმი მზადდება 3 ეგზემპლარად, ხოლო იდენტური ინდივიდუალური ნომრის მქონე საჯარიმო ქვითარი – 2 ეგზემპლარად. 5. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა  მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შეიძლება მიეცეს გამგეობის ერთ-ერთ საჯარო მოსამსახურეს. მინდობილი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს პასუხისმგებელ პირს აბარებს შესაბამის მოხსენებით ბარათზე  მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის რეზოლუციის საფუძველზე, სათანადოდ გაფორმებული (ხელმოწერებითა და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული) მიღება-ჩაბარების აქტით. მუხლი 3🔗 ოქმისა და საჯარიმო ქვითრის გაცემა და დაბრუნება 1. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გაცემა გამგეობის შესაბამის სამსახურზე (შემდგომში – სამსახური) ხორციელდება მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. 2. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების მიღება-ჩაბარება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალებში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული). ჟურნალის ფორმა განისაზღვრება №4 და №5 დანართების შესაბამისად. 3. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება, წაშლა ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის შესწორება. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის” გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს. 4. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურებზე გაცემას მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით (რეზოლუცია, ბრძანება, წერილობითი თანხმობა და სხვა) ახორციელებს პასუხისმგებელი პირი (შემდგომში – პასუხისმგებელი პირი), რომელსაც ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე. პასუხისმგებელ პირს ბრძანებით განსაზღვრავს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 5. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების დაბრუნებას, რის შესახებაც ყოველკვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 4🔗 ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების შენახვა 1. ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 2. ოქმები და საჯარიმო ქვითრები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადაში. 3. სათავსი, სადაც ინახება ოქმები და საჯარიმო ქვითრები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 4. ოქმები და საჯარიმო ქვითრები სამსახურებზე გადაცემამდე ინახება ამ ფორმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან, ხოლო სამსახურებზე გადაცემული ოქმები და საჯარიმო ქვითრები ინახება შესაბამისი სამსახურის უფროსთან. 5. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე (საჯარიმო ქვითრის გამოწერაზე) უფლებამოსილ პირად განსაზღვრულია გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი, მაშინ ოქმების მიღება, შენახვა და დაბრუნება ხორციელდება მის მიერ შესაბამისი სამსახურის უფროსისაგან ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების მიღება-ჩაბარება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალებში, რომლებსაც აწარმოებს შესაბამისი სამსახურის უფროსი. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული). მუხლი 5🔗 ოქმების შევსება და წარმოება 1. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემდგენელის მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით იმავე დღესვე აბარებს სამსახურის უფროსს (თუ ოქმის შედგენას არ აწარმოებდა მოცემული სამსახურის უფროსი). გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) ოქმების შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით დგება ჩამოწერის აქტი. ჩამოწერილი ოქმები, რომელსაც თან ერთვის ჩამოწერის აქტი, ყოველი თვის ბოლოს სამსახურის უფროსის წერილობითი მოხსენებითი ბარათით,   მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის რეზოლუციით გადაეცემა (უბრუნდება) პასუხისმგებელ პირს. 2. ოქმში შესატანი მონაცემები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სამართალდამრღვევს, რაზედაც ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება შესაბამის სამსახურში, ხოლო მესამე ეგზემპლარი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში იგზავნება სასამართლოში ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველ სხვა შესაბამის ორგანოში. 4. ოქმი, მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ, დანომრილ და დალუქულ (სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებული) წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. 5.  ოქმის შემდგენი და საქმის განმხილველი ორგანო ვალდებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ოქმის შედგენიდან ან/და დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს). მუხლი 6🔗 საჯარიმო ქვითრის შევსება და წარმოება 1. საჯარიმო ქვითარი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით. 2. საჯარიმო ქვითარი (დანართი №3) იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და შედგება ორი ნაწილისაგან: ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი; ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა. 3. საჯარიმო ქვითრის შევსება და წარმოება ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 4. საჯარიმო ქვითრის ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება შესაბამის სამსახურში (რომლის წარმომადგენელმაც განახორციელა მათი შევსება), ხოლო მეორე გადაეცემა სამართალდამრღვევს. 5. საჯარიმო ქვითრის I ნაწილს ავსებს მესტიის  მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი მოსამსახურე, გარდა მე-10 პუნქტისა. 6. საჯარიმო ქვითრის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანი პირის მიერ I ნაწილის შესაბამისად. 7.  საჯარიმო ქვითარი, მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, თავისი რეკვიზიტებისა და შინაარსის მიხედვით რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურ ზონარგაყრილ, დანომრილ და დალუქულ (სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ადმინისტრაციული სამსახურის ბეჭდით დამოწმებულ) წიგნში. მუხლი 7🔗  გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ოქმებისა ან საჯარიმო ქვითრის ფიზიკური დაზიანების გამო; გ) დამზადებისას დაშვებული შეცდომისა და დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის მიხედვით (დანართი №6). გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში. ჩამოწერის აქტს ხელს აწერს მესტიის  მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის უფროსი, აგრეთვე ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილი პირი. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ექსპერტიზა-უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად. დანართი №2 მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000000 -------------------------- 20--- წ.                        ------------------------------- (ოქმის შედგენის თარიღი)                                       (ოქმის შედგენის ადგილი) მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის –––––––––––––––––––––––––––––--------------------------- –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––--------------------- –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––--------------------- (ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ: –––––––––––––––––––––––––––––---------------------- –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––--------------------- –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––--------------------- –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––--------------------- –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––--------------------- (სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, განათლება, სამუშაო ადგილი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და ოჯახური მდგომარეობა; იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის რეკვიზიტები) ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ (ადგილი, დრო, არსი): –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---------------- –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––----------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის –––––––––––––––––––––––––––––––-- ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი) სამართალდამრღვევს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც გათვალისწი­ნებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით: გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე; თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. მოწმე (თუ არის):          1.--------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------- / ----------------------- / 2. -------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------ /---------------------/ (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი)                   /ხელმოწერა/ დაზარალებული (თუ არის): 1. ---------------------------------------------------------------------------   ------------------------------------------------------- / ----------------------- / ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2. -------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------ /---------------------/ (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი)                       /ხელმოწერა/ სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: ––––––––––––––––––––––––––––––––––––------------ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––------------------- –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-------------------------------- ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---------------------------------- ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---------------------------------- ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---------------------------------- ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---------------------------------- ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---------------------------------- საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები: ––––––––––––––––––––––––––––––––---------------- ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---------------------------------- ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---------------------------------- ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––---------------------------------- ოქმის შემდგენელი --------------------------------------------------- /---------------------------/ (სახელი, გვარი, ხელმოწერა) სამართალდამრღვევის შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო: –––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-------------------------------- –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-------------------------------- (სამართალდამრღვევის ხელმოწერა) სამართალდამრღვევი ------------------------------------------------------------- /-----------------------/ (ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა, თარიღი) ოქმი ჩავიბარე ----------------------------------------------------------------------------------------------- (სამართალდამრღვევის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა, თარიღი) შენიშვნა: სამართალდამრღვევი პირის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმზე ხელის მოუწერლობა არ იძლევა საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველს. სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. დამკვეთი: მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა დამამზადებელი: -------------------- სფს-ს რეგისტრაციის № -------------“. დანართი №3 მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა საჯარიმო ქვითარი №000000 ნაწილი I ---------------------------------- 20---- წ.                        --------------------------------------                   შედგენის თარიღი                                                             (შედგენის ადგილი) 1. -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                     (საჯარიმო ქვითრის შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი) 2. სამართალდამრღვევის: ა) სახელი და გვარი ----------------------------------------------------------------------------------------                           ბ) დაბადების თარიღი ------------------------------------------------------------------------------------ გ) სამუშაო ადგილი --------------------------------------------------------------------------------------- დ) საცხოვრებელი ადგილის მისამართი ---------------------------------------------------------------- იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის რეკვიზიტები: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 3. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი -------------------------------------------------------------------------------------------------- 5. დაზარალებულის სახელი, გვარი, მისამართი, პირადი № --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 6. მოწმის (მოწმეების) სახელი, გვარი, მისამართი, პირადი № ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 7. საჯარიმო თანხის ოდენობა --------------------------------------------------------------------------- (ციფრებით, სიტყვიერად) 8. დაზარალებული: --------------------------------------------------------------------------------------- (ხელმოწერა) მოწმის (მოწმეების) ხელმოწერა: ------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ხელმოწერა) სამართალდამრღვევი: ------------------------------------------------------------------------------------                                                            (ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმის დადასტურება) საჯარიმო ქვითრის შემდგენელი: ----------------------------------------------------------------------- (ხელმოწერა) 9. ჩავიბარე --------------------------------------------------------------------------------------------------                              (სამართალდამრღვევის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის თქმის დადასტურება) დამკვეთი: მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა დამამზადებელი: --------------------- სფს-ს რეგისტრაციის № --------------“. ----------------------------------------------------------------------------------------------------------------- მესტიის  მუნიციპალიტეტის გამგეობა საჯარიმო ქვითრის ყუა №000000 ნაწილი II (ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში) 1. ------------------------------------------------------------------------------------------------------------- (გადამხდელის სახელი, გვარი)  2. -------------------------------------------------------------------------------------------------------------- (საცხოვრებელი ადგილის მისამართი) 3. პირადი №-------------------------; 4. პირადობის მოწმობის (პასპორტის) №---------------------- 5. --------------------------------------------------------------------------------------------------------------                                      საჯარიმო თანხის ოდენობა (ციფრებით, სიტყვიერად) 6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი -------------------------------------------------------------------------------------------------- 7. საბანკო კოდი -------------------------------------------------------------------------------------------- 8. სახაზინო კოდი --------------------------------------------------------------------------------------- 9. მიმღები მოლარე ----------------------------------------------------------------------------------------                                                                               (ხელმოწერა) 10. შემომტანი -----------------------------------------------------------------------------------------------                                                                         (ხელმოწერა)                                                                                                                                           ბ. ა. თარიღი -------------------------------------------------------                                                     წელი, თვე, რიცხვი საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ.“. დანართი №4 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი № გაცემის თარიღი ოქმის, ნომერი ოქმის გამცემი ოქმის მიმღები გვა- რი სახელი თანამდებობა ხელმო- წერა გვა- რი სახელი თანამდე- ბობა ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) ოქმები                    № დაბრუნე- ბის თარიღი ჩამოწერის აქტის ნომერი ოქმის ინდივი- დუალური ნომერი ოქმის დამბრუნებელი პირი დაბრუნებული ოქმის მიმღები პირი გვა- რი სახე- ლი თანამ-დებობა ხელმოწერა გვარი სახელი თანამ-დებობა ხელმო- წერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 დანართი N5 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალი № გაცემის თარიღი საჯარიმო ქვითრის ნომერი საჯარიმო ქვითრის გამცემი საჯარიმო ქვითრის მიმღები გვარი სახ-ლი თანამ დებობა ხელ- მოწერა გვარი სახელი თანამ-დებობა ხელმო- წერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) საჯარიმო ქვითრები № დაბრუ- ნების თარიღი ჩამოწე- რის აქტის ნომე- რი საჯარიმო ქვითრის ინდივი დუალუ რი ნომერი საჯარიმო ქვითრის დამბრუნებელი პირი დაბრუნებული საჯარიმო ქვითრის მიმღები პირი გვა-რი სახე- ლი თანამ-დებობა ხელ- მო- წერა გვარი სახელი თანამ-დებობა ხელმო- წერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 დანართი №6 ა ქ ტ ი № ----- მესტია                                                   ------ ------------- 20 წელი გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის შესახებ № დოკუმენტის დასახელება (ოქმი, საჯარიმო ქვითარი) რაოდენობა ოქმის (საჯარიმო ქვითრის) ინდივიდუალური ნომერი 1 2 3 4 ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმებისა და საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის სისწორეს: ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი:        ------------------------------------- სტრუქტურული ერთეულის (სამსახურის) ხელმძღვანელი:     ---------------------------------- ოქმის (საჯარიმო ქვითრის) შედგენაზე უფლებამოსილი პირი:   --------------------------------------------