საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№528
სარეგისტრაციო კოდი
200090000.22.033.016494
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №528

2012 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
 „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და   საგადასახადო კონტროლის განხორციელების,  მიმდინარე    კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების,    სამართალდარღვევათა   საქმისწარმოების    წესის    დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით  (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი  2552) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. 41-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება:

ა) საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღა არ გავრცელდეს იმ საბანკო ანგარიშზე, სადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“, ,,სოციალური დახმარების შესახებ“ და ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფის მიზნით;

ბ) ფიზიკური პირის მოთხოვნის შემთხვევაში, საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღა გავრცელდეს, მის საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე არსებული თანხიდან, თვეში მხოლოდ 150 ლარის ოდენობის ზემოთ არსებულ ფულად სახსრებზე.

6. საბანკო დაწესებულება ვალდებულია:

ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღა არ გაავრცელოს იმ საბანკო ანგარიშებზე, სადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“, ,,სოციალური დახმარების შესახებ“ და ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფის მიზნით;

ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დადებული ყადაღა გაავრცელოს, ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე არსებული თანხიდან, თვეში მხოლოდ 150 ლარის ოდენობის ზემოთ არსებულ ფულად სახსრებზე.

2.  57-ე მუხლის:
ა) „21.      შემოსავლების      სამსახურის     უფროსი      უფლებამოსილია      მიიღოს გადაწყვეტილება:

ა) საინკასო დავალება არ გავრცელდეს იმ საბანკო ანგარიშებზე, სადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“, ,,სოციალური დახმარების შესახებ“ და ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფის მიზნით;

ბ) ფიზიკური     პირის     მოთხოვნის     შემთხვევაში,     საინკასო     დავალება გავრცელდეს, მის საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე არსებული თანხიდან, თვეში მხოლოდ 150 ლარის ოდენობის ზემოთ არსებულ ფულად სახსრებზე.“;

 

 

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.  საბანკო დაწესებულება  ვალდებულია    უპირობოდ   შეასრულოს საგადასახადო ორგანოს საინკასო    დავალება.    ამასთან,   საბანკო    დაწესებულება ვალდებულია:

ა)  ამ     მუხლის  21   პუნქტის     „ა“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებული გადაწყვეტილების  მიღების  შემთხვევაში,  საინკასო  დავალება  არ  გაავრცელოს  იმ საბანკო ანგარიშებზე, სადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები  ,,სახელმწიფო  პენსიის  შესახებ“,  ,,სოციალური  დახმარების  შესახებ“  და ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფის მიზნით.

ბ) ამ   მუხლის   21  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით   გათვალისწინებული გადაწყვეტილების  მიღების   შემთხვევაში,   საინკასო        დავალება      გაავრცელოს ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე არსებული თანხიდან, თვეში მხოლოდ 150 ლარის ოდენობის ზემოთ არსებულ ფულად სახსრებზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.   

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური