მსოფლიო ჯგუფის (WWTG) ფარგლებში მოქმედი „ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ“ შეთანხმება
მიღების თარიღი 23.01.2007
ძალაში შესვლა 01.10.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №100
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016162
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2012
დოკუმენტის ტექსტი
მსოფლიო ჯგუფის (WWTG) ფარგლებში მოქმედი „ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ“ შეთანხმება
მსოფლიო ჯგუფის (WWTG) ფარგლებში მოქმედი „ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა შესახებ“ შეთანხმება
ამ შეთანხმების მხარეები:
იხსენებენ რა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს ტორონტოში, 2001 წლის 18 დეკემბერს შესრულებული ენოლოგიური პრაქტიკის ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმებისა (შემდგომში „ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმება”), რომელიც ძალაშია 2002 წლის 1-ლი დეკემბრიდან და რომლის მიხედვითაც ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების მხარეები შეთანხმდნენ, დაიწყონ მოლაპარაკებები ეტიკეტირების შესახებ შეთანხმების თაობაზე;
იხსენებენ რა 2000 წლის 5 ოქტომბერს, სონომაში (კალიფორნია) დარგის წარმომადგენელთა მიერ შეთანხმებულ ღვინის ეტიკეტირების მოთხოვნებთან დაკავშირებულ პრინციპებს;
აცნობიერებენ რა, რომ თითოეულ მხარეს აქვს უფლება, თანახმად მისი საერთაშორისო ვალდებულებებისა, არეგულიროს ღვინის ეტიკეტირება, იმისათვის რათა, სხვა მიზნებს შორის, არ დაუშვას ეტიკეტირების თაღლითური პრაქტიკა და დაიცვას ადამიანთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება;
აღიარებენ რა, რომ მომხმარებლები დაინტერესებულნი არიან ღვინის ეტიკეტირების შესახებ ადეკვატური ინფორმაციის მიღებით;
აცნობიერებენ რა, რომ ზოგიერთი სარეგულაციო მოთხოვნა საერთოა მხარეთა შიდა კანონმდებლობათათვის;
აღიარებენ რა, რომ ღვინის ეტიკეტირების განსხვავებულმა სარეგულაციო მოთხოვნებმა გაზარდა ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის სირთულე და ღირებულება;
მოწადინებულნი, კვლავ დაადასტურონ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დაარსების შესახებ 1994 წლის 15 აპრილის მარაქეშის შეთანხმების (შემდგომში “WTO-ს შეთანხმება”) თანახმად ნაკისრი თავიანთი უფლებები და მოვალეობები და ხსენებული უფლებებისა და მოვალეობების შესაბამისად თავიდან აიცილონ ღვინით ვაჭრობის შემაფერხებელი ზედმეტი დაბრკოლებები; და
მოწადინებულნი, გაადვილონ ღვინით საერთაშორისო ვაჭრობა ეტიკეტირებასთან დაკავშირებული საერთო მოთხოვნების მიღების გზით;
თანხმდებიან შემდეგზე:
ნაწილი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
განსაზღვრებები
ამ შეთანხმების მიზნებისათვის, გამოიყენება შემდეგი განსაზღვრებები:
„საერთო სავალდებულო ინფორმაცია” ნიშნავს წარმომავლობის ქვეყანას, პროდუქტის სახელწოდებას, ნეტო შიგთავსს და ალკოჰოლის რეალურ შემცველობას, როგორც ეს მე-11 მუხლშია განსაზღვრული;
„კონსენსუსი” მიღწეულია, თუ, საბჭოს პროცედურების მიხედვით აუცილებელი შეტყობინებების შემდეგ, არც ერთი მხარე, რომელიც ესწრება სხდომას, არ გამოთქვამს ოფიციალურ პროტესტს შემოთავაზებული გადაწყვეტილების, რეკომენდაციის ან დასკვნის წინააღმდეგ, და არც ერთი სხვა რომელიმე მხარე პროტესტს არ შეიტანს საბჭოს თავმჯდომარის სახელზე აღნიშნული გადაწყვეტილების, რეკომენდაციის ან დასკვნის წინააღმდეგ 45 დღის განმავლობაში სხდომის თარიღიდან;
„საბჭო” ნიშნავს მხარეთა საბჭოს, დაარსებულს ამ შეთანხმების მე-14 მუხლის მიხედვით;
„ეტიკეტი” ნიშნავს ნებისმიერ დამღას, მარკას, ნახატ ან სხვაგვარ აღწერილობით მასალას, რომელიც დაწერილია, დაბეჭდილია, ტრაფარეტით არის დატანილი, აღნიშნულია, რელიეფურად ამოტვიფრულია, ანაბეჭდის სახით არის დატანილი, ან მტკიცედ არის მიმაგრებული ღვინის თავდაპირველ ჭურჭელზე;
„ეროვნული სავალდებულო ინფორმაცია” ნიშნავს სხვა ინფორმაციას, გარდა საერთო სავალდებულო ინფორმაციისა, რომელსაც იმპორტიორი მხარე მოითხოვს;
“ერთიანი მხედველობის არე” არის ნებისმიერი ადგილი თავდაპირველი ჭურჭლის ზედაპირზე, გარდა მისი ძირისა და თავსახურავისა, რომელიც შეიძლება დანახულ იქნეს თავდაპირველი ჭურჭლის მოუტრიალებლად;
„ღვინო” არის სასმელი, წარმოებული სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად, რომელსაც განიცდის მხოლოდ და მხოლოდ ახალი ყურძენი, ყურძნის ტკბილი ან პროდუქტები, მოპოვებული ახალი ყურძნისგან თანახმად ენოლოგიური პრაქტიკისა, რომელთა გამოყენებაც ნებადართულია ექსპორტიორი მხარის სარეგულაციო მექანიზმების მიხედვით და მიღებულია იმპორტიორი მხარის მიერ, და შეიცავს ალკოჰოლს, რომლის პროცენტული შემცველობაც მოცულობის არანაკლებ 7 % და არა უმეტეს 24%-ია; და
„WWTG”[1] არის ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი.
მუხლი 2🔗
ობიექტი და მიზანი
ამ შეთანხმების მიზანია ეტიკეტირებასთან დაკავშირებული საერთო ინფორმაციის მიღება და ეტიკეტირებასთან დაკავშირებული ზედმეტი სავაჭრო ბარიერების მინიმიზება იმისთვის, რათა გაადვილდეს მხარეთა შორის ღვინით საერთაშორისო ვაჭრობა.
მუხლი 3🔗
საერთაშორისო ვალდებულებები
არაფერი ამ შეთანხმებაში არ ზღუდავს მხარეთა უფლებებს ან მოვალეობებს WTO-ს შეთანხმების მიხედვით.
არაფერი ამ შეთანხმებაში გამიზნული არ არის საიმისოდ, რათა ხელი შეუშალოს რომელიმე მხარის არსებული შეთანხმების დებულებათა მოქმედებას, ანდა ხელი შეუშალოს მხარეებს, ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად, დადონ შეთანხმებები ღვინის ეტიკეტირების თაობაზე მესამე ქვეყნებთან.
მუხლი 4🔗
შესაბამისობა WTO-ს შეთანხმებასთან
ეტიკეტიერებასთან დაკავშირებული ზომები უნდა იყოს გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული, მიღებული და გამოყენებული უნდა იქნას WTO-ს შეთანხმების შესაბამისად და არ უნდა იქნეს გამოყენებული ამ შეთანხმების ობიექტისა და მიზნის საწინააღმდეგოდ.
ნაწილი II
ეტიკეტირებასთან დაკავშირებული საერთო მოთხოვნები
მუხლი 5🔗
ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, ნებისმიერ ვითარებაში, რომელშიც იგი ღვინის ეტიკეტირების რეგულირებას ახდენს, რომ ეტიკეტზე მოყვანილი მთელი ინფორმაცია იყოს ნათელი, კონკრეტული, ზუსტი, ნამდვილი და შეცდომაში არ შეჰყავდეს მომხმარებელი.
10.2 და 10.3 მუხლების გათვალისწინებით, თითოეული იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ ეტიკეტები შეიცავდეს აგრეთვე სხვა ინფორმაციას, გარდა საერთო სავალდებულო ინფორმაციისა და ეროვნული სავალდებულო ინფორმაციისა, რაც შეესაბამება მის კანონებს, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებს, ნებისმიერი აკრძალვების ჩათვლით.
ნებისმიერი იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ ეტიკეტზე მოყვანილი ინფორმაცია გამეორებული იყოს ჭურჭელზე იმავე ფორმით, თუ სხვაგვარად, ისეთნაირად, როგორც ეს შეესაბამება მის კანონებს, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებს.
არაფერი ამ შეთანხმებაში არ უშლის ხელს მხარეს, მიიღოს ზომები ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად, იმ პირობით, რომ ამგვარი ზომები შესაბამისობაშია WTO-ს შეთანხმების დებულებებთან.
არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება, მოითხოვოს ენოლოგიური პრაქტიკის გამჟღავნება ეტიკეტზე.
მუხლი 6🔗
საერთო სავალდებულო ინფორმაციის განთავსება და წარმოდგენა
თითოეული იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ საერთო სავალდებულო ინფორმაცია წარმოდგენილი იყოს ნებისმიერ ერთიანი მხედველობის არეზე. თუ საერთო სავალდებულო ინფორმაცია წარმოდგენილია ნებისმიერ ერთიანი მხედველობის არეზე, ასეთ შემთხვევაში იმპორტიორი მხარის მოთხოვნები საერთო სავალდებულო ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებით, მე-8 და 11.13 მუხლების შესაბამისად, შესრულებულად ითვლება.
თითოეული იმპორტიორი მხარე აღიარებს საერთო სავალდებულო ინფორმაციას, რომელიც მოყვანილია ერთიანი მხედველობის არის ფარგლებს გარეთ, იმ პირობით, რომ დაცულია მისი კანონები, ნორმატიული აქტები და მოთხოვნები.
მუხლი 7🔗
საერთო სავალდებულო ინფორმაცია: ნაკლებად შემზღუდველი წესები
როდესაც რომელიმე იმპორტიორი მხარე თავისი ბაზრისთვის შემოიღებს ან იყენებს საერთო სავალდებულო ინფორმაციასთან დაკავშირებულ ეტიკეტირების წესებს, რომლებიც ნაკლებად შემზღუდველია, ვიდრე ამ შეთანხმებაში განსაზღვრული წესები, არაფერი ამ შეთანხმებაში ნებას არ აძლევს მხარეებს, ხელი შეუშალონ ამ ბაზარზე ექსპორტის განმახორციელებელ ექსპორტიორებს, მოახდინონ ეტიკეტირება იმპორტიორი მხარის წესების თანახმად.
იმპორტიორმა მხარემ, რომელიც თავისი კანონების, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნების მიხედვით მოითხოვს საერთო სავალდებულო ინფორმაციის ოთხზე ნაკლებ ერთეულს, მიუხედავად ამისა, უნდა დაუშვას ეტიკეტები, რომლებზეც სრული საერთო სავალდებულო ინფორმაცია არის მოყვანილი.
მუხლი 8🔗
საერთო სავალდებულო ინფორმაციის ენა და წარმოდგენა
იმპორტიორ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ საერთო სავალდებულო ინფორმაცია მოყვანილი იყოს ერთ ან ორ ენაზე, რომელიც ოფიციალურ ხმარებაშია ამ მხარის ტერიტორიაზე, როგორც ეს გათვალისწინებულია მის კანონებში, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებში.
2. თითოეულ იმპორტიორ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ როდესაც საერთო სავალდებულო ინფორმაცია ერთზე მეტ ენაზეა წარმოდგენილი, ამ ენებზე წარმოდგენილი ინფორმაცია შესაბამისობაში იყოს ერთმანეთთან და არ იყოს ურთიერთსაწინააღმდეგო.
3. თითოეულ იმპორტიორ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ საერთო სავალდებულო ინფორმაცია დაწერილი ან მოყვანილი იყოს ადვილად გასარჩევად და მკაფიოდ, და მკვეთრ კონტრასტს ქმნიდეს ფონთან.
მუხლი 9🔗
საერთო სავალდებულო ინფორმაციის შრიფტის ზომა
თუ იმპორტიორ მხარეს აქვს შრიფტის ზომასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ეს მხარე იძლევა ნებართვას, რომ წარმომავლობის ქვეყანასთან და პროდუქტის სახელწოდებასთან დაკავშირებული საერთო სავალდებულო ინფორმაცია ეტიკეტზე მოყვანილი იყოს შრიფტის ზომით, რომელიც 1,6 მილიმეტრზე ნაკლები არ იქნება 187-მილილიტრიანი ან ნაკლები მოცულობის ჭურჭლებისათვის, და 2 მილიმეტრზე ნაკლები არ იქნება ჭურჭლებისათვის, რომელთა მოცულობაც 187 მილილიტრს აღემატება, რა შემთხვევაშიც იმპორტიორი მხარის მოთხოვნები შესრულებულად ჩაითვლება ამ თვალსაზრისით.
თუ იმპორტიორ მხარეს აქვს შრიფტის ზომასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ეს მხარე იძლევა ნებართვას, რომ ალკოჰოლის რეალურ შემცველობასთან დაკავშირებული საერთო სავალდებულო ინფორმაცია ეტიკეტზე მოყვანილი იყოს შრიფტის ზომით, რომელიც არ იქნება 2 მილიმეტრზე ნაკლები, ან 3 მილიმეტრზე მეტი, რა შემთხვევშიც იმპორტიორი მხარის მოთხოვნები შესრულებულად ჩაითვლება ამ თვალსაზრისით.
თუ იმპორტიორ მხარეს აქვს შრიფტის ზომასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ეს მხარე იძლევა ნებართვას, რომ ნეტო შიგთავსთან დაკავშირებული ინფორმაცია ეტიკეტზე მოყვანილი იყოს შრიფტის ზომით, რომელიც 3,3 მილიმეტრზე ნაკლები არ იქნება 750-მილილიტრიანი ღვინის ბოთლისთვის, რომლის სიმაღლეც 360 მილიმეტრს არ აღემატება, რა შემთხვევაშიც იმპორტიორი მხარის მოთხოვნები შესრულებულად ჩაითვლება ამ თვალსაზრისით.
მე-15 მუხლის შესაბამისად მიწოდებული ინფორაციის გარდა, თითოეული მხარე მიაწვდის დეპოზიტარს ინფორმაციას, რომელშიც შეჯამებული ან აღწრილი იქნება ნეტო შიგთავსის აღნიშვნასთან მიმართებაში შრიფტის ზომასთან დაკავშირებული მოთხოვნები. დეპოზიტარი ინახავს ამგვარ ინფორმაციას და აქვეყნებს მას WWTG–ს (ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის) ვებგვერდზე.
მუხლი 10🔗
ეროვნული სავალდებულო ინფორმაცია და ნებაყოფლობითი ინფორმაცია
1. არაფeრს ამ შეთანხმებაში, გარდა 5.5 მუხლისა, არ შეუძლია ხელი შეუშალოს დაიცვას იმპორტიორი მხარე, რომ მოითხოვოს ეროვნული სავალდებულო ინფორაციის ჩამონათვალი პირველად ჭურჭელზე.
2. არც ერთი იმპორტიორი მხარე არ ზღუდავს ეროვნული სავალდებულო ინფორმაციის ან ნებაყოფლობითი ინფორმაციის განთავსებას.
3. მიუხედავად 10.2 მუხლისა:
იმპორტიორ მხარეს შეუძლია მოითხოვოს, რომ ეროვნული სავალდებულო ინფორმაციის ან ნებაყოფლობითი ინფორმაციის, ან/და ორივე მათგანის, ორი ან მეტი ერთეული ნაჩვენები იყოს ერთსა და იმავე მხედველობის არეში, ან იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული, ან ერთმანეთთან გარკვეულ სიახლოვეში; და
იმპორტიორ მხარეს შეუძლია მოითხოვოს, რომ ეროვნული სავალდებულო ინფორმაცია ნაჩვენები არ იყოს ჭურჭლის ძირზე ან თავსახურზე.
მუხლი 11🔗
საერთო სავალდებულო ინფორმაცია: დეტალური პირობები
1. წარმომავლობის ქვეყანა
თითოეული იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ ინფორმაცია წარმომავლობის ქვეყნის შესახებ წარმოდგენილი იყოს ფორმით “-ის პროდუქტი” (“Product of”), “-ის ღვინო” (“Wine of”) ან მსგავსი ფორმით, ან წარმომავლობის ქვეყნის სახელწოდების ფორმით, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც ზედსართავი ან არსებითი სახელი კავშირში სიტყვასთან “ღვინო” (“Wine”).
ეტიკეტზე მოსაყვანი ინფორმაცია რამდენიმე ქვეყნის მიერ დამზადებული კუპაჟების შესახებ, რომელიც იმპორტიორმა მხარემ შეიძლება მოითხოვოს, განიხილება როგორც ეროვნული სავალდებულო ინფორმაცია.
2 ალკოჰოლი/მოცულობაზე (მთარგმნელის შენიშვნა).
3 ტერმინი “აისვაინი” (“fqcdfby”) არის ვაზზევე გაყინული ყურძნისაგან დაწურული ღვინო, როგორც ეს “შეთანხმების” მე-12 მუხლშია აღწერილი (მთარგმნელის შენიშვნა).
4 ორიგინალში „Linking" (დაკავშირება”, “გადაბმა”, “გაერთიანება”); შეიძლება “შემადგენლობა”, “შინაარსის დალაგება” იგულისხმებოდეს (მთარგმნელის შენიშვნა).
2. პროდუქტის სახელწოდება
(ა) თითოეული იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ პროდუქტის სახელწოდებად გამოყენებული იყოს ტერმინი „ღვინო” („წინე”).
(ბ) თითოეულ იმპორტიორ მხარეს შეუძლია ეტიკეტებზე მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ღვინის ტიპის, კატეგორიის, კლასის ან კლასიფიკაციის შესახებ, როგორც ეროვნული სავალდებულო ინფორმაცია.
3. ნეტო შიგთავსი
თითოეული იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ ნეტო შიგთავსი აღნიშნული იყოს მეტრული სისტემის გამოყენებით მილილიტრებით ან ლიტრებით, აბრევიატურების ml, mL, l, და L ჩათვლით.
მე-15 მუხლის მიხედვით მოთხოვნილი საჭირო ინფორმაციის გარდა, თითოეული მხარე ინფორმაციას, რომელშიც შეჯამებული ან აღწერილია მისი მოთხოვნები ნეტო შიგთავსის აღნიშვნასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩვენებასთან მიმართებაში, გადასცემს დეპოზიტარს, რომელიც ინახავს ამგვარ ინფორმაციას და აქვეყნებს მას WWTG-ს ვებგვერდზე.
მუხლი 6🔗.1 გამოიყენება, როდესაც ნეტო შიგთავსია 50 მილილიტრი, 100 მილილიტრი, 187 მილილიტრი, 200 მილილიტრი, 250 მილილიტრი, 375 მილილიტრი, 500 მილილიტრი, 750 მილილიტრი, 1 ლიტრი, 1,5 ლიტრი, 2 ლიტრი, 3 ლიტრი, ან უფრო დიდი მთელი ლიტრების რაოდენობათა მიხედვით, იმ მოცულობათა გარდა, რომელნიც ნებადართული არ არის იმპორტიორი მხარის მიერ.
4. ალკოჰოლის რეალური შემცველობა
(ა) თითოეული იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ ალკოჰოლის რეალური შემცველობა მოცულობასთან შეფარდებით ეტიკეტზე ნაჩვენები იყოს პროცენტულად, მაქსიმუმ ერთი ათწილადით (მაგ., 12%, 12.0%, 12.1%, 12.2%).
(ბ) თითოეული იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ ალკოჰოლის რეალური შემცველობა გამოხატული იყოს აღნიშვნით alc/vol2 (12% alc/vol ან alc/12%vol).
მუხლი 12🔗
აისვაინი 3
თითოეული მხარე ნებართვას, რომ ღვინო ეტიკეტირებული იყოს როგორც „აისვაინი” (Icewine), „აის ვაინი”, „აის-ვაინი” (ice wine, ice-wine), ან ამ სიტყვის მსგავსი ვარიანტი, მზადდება ვაზზე ბუნებრივად გაყინული ყურძნისაგან, როგორც ეს 1-ლ დანართშია გათვალისწინებული.
შემდგომი მოლაპარაკებები და სხვა საკითხები
1. ამ შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად, მხარეები განაგრძობენ შემდგომი საკითხების განხილვას, იმ მიზნით რომ დადონ დამატებითი შეთანხმება ეტიკეტირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ვადის ამოწურვიდან სამი წლის განმავლობაში, როგორც ეს განსაზღვრულია 19.1 მუხლში :
ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიც შეეხება ინფორმაციას ალკოჰოლის შემცველობის დასაშვები გადახრების, ყურძნის დაკრეფის წლის, ჯიშის და მეღვინეობის რეგიონების თაობაზე;
ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიც შეეხება ეროვნული სავალდებულო ინფორმაციის: ან ნებაყოფლობითი ინფორმაციის, ან ორივე მათგანის დაკავშირებას.
ვაჭრობის გაადვილებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხები, რომლებიც შეეხება ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ ისეთ მოთხოვნებს, როგორებიცაა შრიფტის ზომა, ეტიკეტზე ნეტო შიგთავსის წარმოდგენა, რამდენიმე ენა და აისვაინი.
2. პრეამბულაში მოყვანილი მიზნების შესაბამისად, მხარეები განაგრძობენ მუშაობას ღვინით ვაჭრობის გაადვილებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე და ასევე იმგვარ საკითხებზე, როგორიც მხარეთა შორის შეიძლება იყოს შეთანხმებული.
ნაწილი III
დასკვნითი დებულებები
მუხლი 14🔗
შეთანხმების მართვა
მოცემული შეთანხმების სამართავად, მხარეთა მიერ დაარსდება მხარეთა საბჭო, რომელშიც თითოეულ მხარეს თანაბარი წარმომადგენლობა აქვს. საბჭოს ყველა გადაწყვეტილება, რეკომენდაცია და დასკვნა მიიღება კონსენსუსის საფუძველზე. საბჭო განსაზღვრავს თავის საკუთარ წესებსა და პროცედურებს.
საბჭოს შეუძლია განიხილოს ამ შეთანხმების ეფექტიან ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. კერძოდ, მისი პასუხისმგებლობის სფეროში შედის:
ამ შეთანხმების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების მცდელობა;
მხარეთა უზრუნველყოფა ფორუმით რათა განიხილონ ის პრობლემები, რომლებიც ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით შეიძლება წამოიჭრას;
ამ შეთანხმების მოქმედების გაძლიერების გზების განხილვა;
ამ შეთანხმების მე-16 მუხლში მოყვანილი დავების მოგვარების პროცედურათა ადმინისტრირება;
ამ შეთანხმების შესწორებების მიღება მე-17 მუხლის თანახმად;
ამ შეთანხმების ფარგლებში სამუშაო ენების განსაზღვრა;
გადაწყვეტილებათა მიღება სახელმწიფოთა განაცხადების თაობაზე, შეუერთდნენ ამ შეთანხმებას მე-20 მუხლის მიხედვით; და
პროცედურების შემუშავება რათა შეატყობინოს მხარეებს საბჭოს გადაწყვეტილებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების შესახებ და მისცეს მათ შესაძლებლობა, პროტესტი გამოთქვან მათი მიღების წინააღმდეგ.
მუხლი 15🔗
გამჭვირვალობა
1. ამ შეთანხმების რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების შემდეგ სახელმწიფო:
(ა) დეპოზიტარს ატყობინებს თავის კანონებს, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებს, რომლებიც ღვინის ეტიკეტირებას უკავშირდება. დეპოზიტარი ამ ინფორმაციას გადასცემს არსებულ მხარეთა საკონტაქტო პუნქტებს და შეიტანს მას WWTG-ს ვებგვერდზე და
(ბ) დეპოზიტარს ატყობინებს საკონტაქტო ადგილს თავისი მთავრობის შესაბამის დონეზე, საიდანაც სხვა მხარეებს შეუძლიათ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია ამ მხარის ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული კანონების, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ამ მხარის მიერ არის შეტყობინებული. დეპოზიტარი შეტყობინებულ დეტალებს საკონტაქტო პუნქტის შესახებ შეიტანს WWTG-ს ვებგვერდზე.
2. თითოეულ მხარეს რჩევა ეძლევა, შეატყობინოს დეპოტარს წინადადებები ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული თავისი კანონების, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნების შეცვლის თაობაზე. როდესაც ეს შესაძლებელია, შეტყობინება უნდა გაკეთდეს კანონის, ნორმატიული აქტის ან მოთხოვნის შეცვლის პროცესის დასაწყისში. დეპოზიტარი ნებისმიერ ამგვარ შეტყობინებას აქვეყნებს WWTG-ს ვებგვერდზე.
3. თითოეული მხარე ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული თავისი კანონების, ნორმატიული აქტების ან მოთხოვნების ნებისმიერ ცვლილებათა შესახებ დეპოზიტარს ეტყობინებს 60 დღის განმავლობაში იმ მომენტიდა, როდესაც ამგვარი ცვლილებები საბოლოო სახეს მიიღებს, ძალაში მათი შესვლის თარიღის მიუხედავად, ხოლო დეპოზიტარი დაუყოვნებლივ აქვეყნებს ამგავრ ცვლილებებს WWTG-ს ვებგვერდზე. თუ ამგვარი ცვლილებები დაკავშირებულია ეტიკეტირების მოთხოვნებთან ნეტო შიგთავსის თაობაზე, შეტყობინება უნდა შეიცავდეს ნებისმიერ მოდიფიკაციას, შეტანილს შეჯამებაში ან აღწერაში, რომელიც აუცილებელია 9.4 ან 11.3 (ბ) მუხლების მიხედვით.
მუხლი 16🔗
კონსულტაციები და დავების მოგვარება
ნებისმიერ მხარეს შეუძლია წერილობით მოითხოვოს კონსულტაციები ნებისმიერ მეორე მხარესთან აღნიშნული მხარის მიერ ნებისმიერი ისეთი ზომის მიღებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელსაც იგი ამ შეთანხმებასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს. კონსულტაციის მომთხოვნი მხარე გადასცემს თავის მოთხოვნას მეორე მხარეს და ჩამოთვლის მოთხოვნის გაკეთების მიზეზებს, და აგრეთვე აღწერს სადავო ზომას და სარჩელის სამართლებრივ საფუძველს. მომთხოვნი მხარე, ამავე დროს, მოთხოვნის ასლსა და მოთხოვნის გაკეთების მიზეზებს გადასცემს ყველა სხვა მხარეს.
ნებისმიერ მხარეს, ყველა სხვა მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გადაცემის შემდეგ, შეუძლია კონსულტაციებში მონაწილეობის მიღება კონსულტაციების მოთხოვნის მიღების თარიღიდან 21 დღის განმავლობაში. ასეთმა მხარემ თავის შეტყობინებაში უნდა შეიტანოს თავისი დაინტერესების ახსნა-განმარტება.
დავის მხარეები და ნებისმიერი სხვა მხარე, რომელსაც გაკეთებული აქვს შეტყობინება 16.2 მუხლის შესაბამისად, კონსულტაციების მოთხოვნის მიღებიდან 45 დღის განმავლობაში, კონსულტაციას მართავენ ერთმანეთთან საკითხის მოგვარების მიზნით. დავის მხარეები ყოველმხრივ უნდა ეცადონ, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების მეშვეობით მიაღწიონ სადავო საკითხის ურთიერთმისაღებ მოგვარებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ამ შეთანხმებასთან. ამ მიზნით, დავის მხარეები:
(ბ) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, წარმოადგენენ საფუძვლიან ინფორმაციას წერილობით, რათა შესაძლებელი იყოს იმის გარკვევა, შეუსაბამო იყო თუ არა ზომა ან მისი გამოყენება ამ შეთანხმებასთან; და
ამგვარი ინფორმაციის წარმოდგენამდე შეთანხმდებიან, თუ როგორ უნდა მოეპყრონ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც მისი მომწოდებელი მხარის მიერ აღნიშნულია, როგორც კონფიდენციალური.
დავის თითოეული მხარე ცდილობს, ხელმისაწვდომი გახადოს თავის სამთავრობო დაწესებულებათა ან სხვა მარეგულირებელ ორგანოთა პერსონალი, რომელსაც სპეციალური გამოცდილება აქვს იმ საკითხში, რომელიც კონსულტაციების საგანს წარმოადგენს.
თუ დავის მხარეები ვერ შეძლებენ 16.3 მუხლის შესაბამისად დავის მოგვარებას:
(ა) 60 დღის განმავლობაში კონსულტაციების მოთხოვნის მიღებიდან;
(ბ) ან სხვა იმგვარი ვადის განმავლობაში, რომელზეც ისინი შეიძლება შეთანხმდნენ;
დავის ნებისმიერ მხარეს შეუძლია წერილობით მოსთხოვოს დავის მოგვარება საბჭოს სხდომას. ამგვარ მოთხოვნაში მოყვანილი უნდა იყოს მოთხოვნის მიზეზები, და აგრეთვე სადავო ზომის ან მისი გამოყენების აღწერა და სარჩელის სამართლებრივი საფუძველი.
6. თუ იგი სხვაგვარად არ გადაწყვეტს, საბჭო შეიკრიბება 16.5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში და ეცდება სწრაფად მოაგვაროს დავა. საბჭოს სხდომა შეიძლება გაიმარტოს პირადი დასწრებით, ციფრული ვიდეოკონფერენციის ფორმით, მრავალმხრივი სატელეფონო კავშირის მეშვეობით ჩატარებული კონფერენციის ფორმით, ანდა სხვა ისეთი საშუალებით, როგორიც შესაფერისი იქნება. განხილვების დროს დახმარების მისაღებად საბჭოს შეუძლია:
(ა) მოიწვიოს იმგვარი ტექნიკური მრჩევლები ან შექმნას იმგვარი სამუშაო ჯგუფები ან ექსპერტთა ჯგუფები, როგორსაც იგი აუცილებლად მიიჩნევს; ან
(ბ) მიმართოს შუამავლობას, სამომრიგებლო მოქმედებებს, მედიატორობას ან დავების მოგვარების სხვა იმგვარ პროცედურებს, როგორებზეც დავის მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ.
საბჭო თავის განხილვებს ატარებს და რეკომენდაციებს აკეთებს 120 დღის განმავლობაში 16.5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის მიღებიდან იმისთვის, რათა დაეხმაროს დავის მხარეებს დავის ურთიერთმისაღები მოგვარების მიღწევაში.
7. საბჭოს 16.6 მუხლით გათვალისწინებულ რეკომენდაციებში შეაქვს დასკვნა იმის თაობაზე, ჰქონდა თუ არა ადგილი შეთაბნხმებით გათვალისწინებული მოვალეობის დარღვევას, და თუ დასკვნა ისეთი იქნა, რომ ადგილი ჰქონდა დარღვევას, რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ მხარემ, რომლის წინააღმდეგაც სარჩელი იქნა შეტანილი, გამოასწოროს დარღვევა.
8. თუ მხარეს, რომელსაც დაუმტკიცდა, რომ ჩადენილი აქვს 16.7 მუხლით გათვალისწინებული დარღვევა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მოვალობისა, არ გამოუსწორებია ეს დარღვევა ერთი წლის განმავლობაში საბჭოს დასკვდინად, ან სხვა ისეთი ვადის განმავლობაში, რომელზეც შეთანხმდებიან სარჩელის შემტანი მხარე და მხარე, რომელსაც დარღვევა დაუმტკიცდა, ასეთ შემთხვევაში, სარჩელის შემტან მხარეს შეუძლია, მეორე მხარისათვის 60 დღით ადრე შეტყობინების შემდეგ, შეაჩეროს თავისი მოვალეობანი იმ მუხლის მიხედვით, რომელ მუხლთან დაკავშირებითაც აღმოჩენილი იქნა დარღვევა, ჩადენილი იმ მახარის მიერ, რომელსაც დარღვევა დაუმტკიცდა, იმ დრომდე, რომელზეც დავის მხარეები შეთანხმდებიან, ან როდესაც საბჭო მიიჩნევს, რომ დარღვევა გამოსწორებული იქნა.
9. მხარე, რომლსაც საბჭომ მოვალეობის დარღვევა დაუმტკიცა, ინფორმაციას მის მიერ საბჭოს რეკომენდაციების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯების შესახებ საბჭოს მიაწვდის ექვსვთივიანი ინტერვალებით საბჭოს მიერ რეკომენდაციების მიღებიდან იმ დრომდე, როდესაც საბჭო მიიჩნევს, რომ დარღვევა გამოსწორებული იქნა.
10. დავის მხარეებს შეუძლიათ წერილობით შეთანხმდნენ, ამ მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული დავის მიზნებისათვის შეასრულონ ამ მუხლში მოყვანილი პროცედურებისგან განსხვავებული პროცედურები იმ მიზნით, რათა მოხდეს კონკრეტული დავის მოგვარების პროცესის დაჩქარება, ინტენსიფიცირება ან გაადვილება.
11. როდესაც მხარეებს ცალ-ცალკე აქვთ მოთხოვნილი 16.1 მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციები, სხავდასხვა დავების მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ ერთობლივად შეუერთდნენ კონსულტაციებს ერთიანი სადავო საკითხის სახით.
12. ამ მუხლის მიზნებისათვის, “დავის მხარეები” ნიშნავს კონსულტაციების მომთხოვნ მხარესა და მხარეს, რომელსაც მოთხოვნით მიმართავენ.
13. ყველა მოთხოვნა, შეტყობინება ან სხვა ინფორმაცია, რომელსაც ეს მუხლი მოითხოვს, უნდა მიეწოდოს 15.1 (ბ) მუხლით გათვალისწინებულ საკონტაქტო პუნქტებს მხარეთა მხრიდან, და დეპოზიტარს – საბჭოს მხრიდან.
14. არაფერი ამ მუხლში ინტერპრეტირებული არ უნდა იქნეს იმგვარად, თითქოს ის გულისხმობდეს რაიმე ცვლილებას მხარის უფლებებსა და მოვალეობებში ჭთO-ს შეთანხმების მიხედვით, აღნიშნული შეთანხმების იმ დებულებათა ჩათვლით, რომლებიც დავების მოგვარებას შეეხება.
15. 16.5 – 16.9 მუხლები არ გამოიყენება ამ შეთანხმების 3, 4 ან 5.4 მუხლების ფარგლებში წამოჭრილი საკითხების მიმართ, ან რაიმე სხვა ისეთი საკითხის მიმართ, რომლებთან დაკავშირებითაც დასკვნის ან რეკომენდაციის გასაკეთებლად საჭიროა გამოკვლეულ იქნას ამა თუ იმ მხარის რომელიმე ზომის ან მისი გამოყენების შესაბამისობა ჭთO-ს შეთანხმებასთან.
16. თითოეული მხარე კეთილსინდისიერად ცდილობს უზრუნველყოს მხარის ყველა გონივრულად ხელმისაწვდომი ადმინისტრაციული ზომისა და პროცედურეს შესრულება მანამ, სანამ 16.1 მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციები იქნებოდეს მოთხოვნილი.
17. დავის თითოეული მხარე საკუთარ თავზე იღებს დავასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ყველა თავისი ხარჯის დაფარვას.
მუხლი 17🔗
შესწორება
ნებისმიერ მხარეს შეუძლია ამ შეთანხმების შესწორების შეთავაზება შეთავაზებული შესწორების ტექსტის დეპოზიტარისათვის წარდგენის გზით. დეპოზიტარი, შეთავაზებული შესწორების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, განსახილველად გადაუგზავნის მას ყველა მხარეს.
საბჭო ნებისმიერ შეთავაზებულ შესწორებას განიხილავს საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც გაიმართება ყველა მხარის მიერ მისი მიღების შემდეგ. საბჭოს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება შეთავაზებული შესწორების მიღების ან უარყოფის თაობაზე ყველა მხარისათვის მისი გადაგზავნიდან 90 დღის შემდეგ.
შესწორებები ექვემდებარება დამტკიცებას მხარეთა მიერ. მიღებასთან დაკავშირებული შესანახად ბარდება დეპოზიტარს. შესწორება ძალაში შედის მისი ყველა მხარის მიერ მიღების შესახებ დოკუმენტის დეპოზიტარის მიერ მიღებიდან ოცდამეათე დღეს ან მაშინ, როდესაც საბჭო გადაწყვეტს. თითოეული მხარე, რომელიც ამ შეთანხმებას რომელიმე შესწორების ძალაში შესვლის შემდეგ უერთდება, ხდება შესწორებული შეთანხმების მხარე.
მუხლი 18🔗
შეთანხმებიდან გასვლა
მხარეს უფლება აქვს გავიდეს ამ შეთანხმებიდან დეპოზიტარისათვის წერილობითი შეტყობინების მიწოდების გზით. დეპოზიტარი დაუყოვნებლივ გადაუგზავნის შეტყობინებას მხარეებს. შეთანხმებიდან გასვლა ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ, თუკი შეტყობინებში უფრო გვიანდელი თარიღი არ არის დასახელებული. შეტყობინება ძალაში არ შედის, თუ შეტყობინება გაუქმდება ექვსი თვის გასვლამდე ან, როდესაც უფრო გვიანდელი თარიღითაა დასახელებული, ამ თარიღის დადგომამდე.
მუხლი 19🔗
მხარეები და ძალაში შესვლა
1. ეს შეთანხმება ღიაა ხელმოსაწერად “ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების” მხარეთათვის 2007 წლის 1-ლ დეკემბრამდე.
2. ეს შეთანმება ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას ხელმომწერ სახელმწიფოთა მიერ. რატიფიკაციის, მიღებისა ან დამტკიცების ინსტრუმენტები შესანახად ბარდება დეპოზიტარს, რომელიც დაუყოვნებლივ გადაუგზვანის მათ სხვა ხელმომწერ სახელმწიფოებს.
3. ეს შეთანხმება ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ მეორე ინსტრუმენტის მიღების თარიღის შემდეგი თვის პირველ დღეს. ამის შემდეგ, თითოეული მომდევნო ხელმომწერი სახელმწიფოსთვის იგი ძალაში შედის მის მიერ რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების ინსტრუმენტის დეპონირების შემდეგი თვის პირველ დღეს.
ხელმომწერი სახელმწიფო მოახდენს რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დეპონირებას ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან 30 დღის განმავლობაში, ან ისეთი უფრო ხანგრძლივი ვადის განმავლობაში, როგორიც საბჭომ შეიძლება დაადგინოს. თუ ხელმომწერი სახელმწიფო არ მოახდენს ამგავრი დოკუმენტის დეპონირებას ამ ვადაში, ამ ხელმომწერმა სახელმწიფომ მის მიერ რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების ინსტრუმენტის დეპონირებამდე არაუგვიანეს 90 დღისა, დეპოზიტარს უნდა მიაწოდოს თავისი კანონებისა, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნების ასლები, რომლებიც შეეხება ღვინის ეტიკეტირების პრაქტიკასა და მათი რეგულირების მექანიზმებს.
მუხლი 20🔗
ახალი მხარეები
ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელსაც ამ შეთანხმებისათვის ხელი არ მოუწერია, შეუძლია, დეპოზიტარისათვის წერილობითი განაცხადის წარდგენით, მოითხოვოს მასთან შეერთება. ამგვარ განაცხადში შედის ასლი ამ სახელმწიფოს კანონებისა, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნებისა, რომლებიც შეეხება ღვინის ეტიკეტირების პრაქტიკებსა და მათი რეგულირების მექანიზმებს, და “ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმებისადმი” განმცხადებლის მიდგომის შემცველი განცხადება.
დეპოზიტარი აცნობებს მხარეებს შეთანხმებასთან შეერთების თაობაზე სახელმწიფოს განაცხადის მიღებას ამგავი განაცხადის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. საბჭო, ნებისმიერი ამგვარი განაცხადის მიღების შემდეგ, თავის პირველ სხდომაზე, რომელიც უნდა გაიმართოს მხარეებთან დაკავშირების თარიღიდან არა უადრეს 60 დღისა და არ უგვიანეს 120 დღისა, აფასებს ამ სახელმწიფოს კანონებს, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებს, რომლებიც შეეხება ღვინის ეტიკეტირების პრაქტიკასა და მათი რეგულირების მექანიზმებს, აგრეთვე აფასებს “ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმებისადმი” ამ სახელმწიფოს მიდგომას. თუ საბჭო ამ ყველაფერს მისაღებად მიიჩნევს, იგი შეატყობინებს სახელმწიფოს თავისი გადაწყვეტილების შესახებ და შეუძლია შესთავაზოს სახელმწიფოს, შეუერთდეს ამ შეთანხმებას.
შეერთების თაობაზე შეთავაზების მიღების შემდეგ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არა უგვიანეს 30 თვისა მას შემდგომ, შესაბამისი სახელმწიფო ახდენს შეერთების ინსტრუმენტის დეპონირებას. ეს შეთანხმება ამ სახელმწიფოსათვის ძალაში შედის შეერთების ინსტრუმენტის დეპონირების დღის მომდევნო თვის პირველ დღეს.
ამ ტექსტის დედანი, რომლის ესპანურ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე შესრულებული ტექსტებიც თანაბრად ავთენტიკურია, შესანახად ბარდება შეერთებული შტატების მთავრობას.
რის დასტურადაც საკუთარი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილმა ქვემორე ხელმომწერებმა, ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.
შესრულებუკლია კანბერაში, ორი ათას შვიდი წლის ოცდასამ იანვარს.
დანართი 1
თითოეული მხარე ნებას რთავს, რომ სხვა მხარის ტერიტორიიდან შიდა მოხმარებისათვის იმპორტირებული ღვინო და მის ტერიტორიაზე შიდა მოხმარებისათვის წარმოებული ღვინო ეტიკეტირებული იყოს როგორც “აისვაინი” (Icewine), “აის ვაინი”, “აის-ვაინი” (ice wine, ice-wine), ან ამ სიტყვის მსგვავსი ვარიანტი, იძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ღვინო დამზადებულია მხოლოდ და მხოლოდ ვაზზე ბუნებრივად გაყინული ყურძნისგან.
2. მიუხედავად პირველი პუნქტისა, ახალი ზელანდია, მე-12 მუხლიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერ მხარეში ექსპორტირებული ღვინო ეტიკეტირებული იყოს როგორც “აისვაინი”, “აის ვაინი”, “აის-ვაინი”, ან ამ სიტყვის მსგავსი ვარიანტი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ღვინო დამზადებულია მხოლოდ და მხოლოდ ვაზზე ბუნებრივად გაყინული ყურძნისგან.
[1] World Wine Trade Group
ნაწილი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
განსაზღვრებები
ამ შეთანხმების მიზნებისათვის, გამოიყენება შემდეგი განსაზღვრებები:
“საერთო სავალდებულო ინფორმაცია” ნიშნავს წარმომავლობის ქვეყანას, პროდუქტის სახელწოდებას, ნეტო შიგთავსს და ალკოჰოლის რეალურ შემცველობას, როგორც ეს მე-11 მუხლშია განსაზვრული;
“კონსენსუსი” მიღწეულია, თუ, საბჭოს პროცედურების მიხედვით აუცილებელი შეტყობინებების შემდეგ, არც ერთი მხარე, რომელიც ესწრება სხდომას, არ გამოთქვამს ოფიციალურ პროტესტს შემოთავაზებული გადაწყვეტილების, რეკომენდაციის ან დასკვნის წინააღმდეგ, და არც ერთი სხვა რომელიმე მხარე პროტესტს არ შეიტანს საბჭოს თავმჯდომარის სახელზე აღნიშნული გადაწყვეტილების, რეკომენდაციის ან დასკვნის წინააღმდეგ 45 დღის განმავლობაში სხდომის თარიღიდან;
“საბჭო” ნიშნავს მხარეთა საბჭოს, დაარსებულს ამ შეთანხმების მე-14 მუხლის მიხედვით;
“ეტიკეტი” ნიშნავს ნებისმიერ დამEღას, მარკას, ნახატ ან სხვაგვარ აღწერილობით მასალას, რომელიც დაწერილია, დაბეჭდილია, ტრაფარეტით არის დატანილი, აღნიშნულია, რელიეფურად ამოტვიფრულია, ანაბეჭდის სახით არის დატანილი, ან მტკიცედ არის მიმაგრებული ღვინის თავდაპირველ ჭურჭელზე;
“ეროვნული სავალდებულო ინფორმაცია” ნიშნავს სხვა ინფორმაციას, გარდა საერთო სავალდებულო ინფორმაციისა, რომელსაც იმპორტიორი მხარე მოითხოვს;
“ერთიანი მხედველობის არე” არის ნებისმიერი ადგილი თავდაპირველი ჭურჭლის ზედაპირზე, გარდა მისი ძირისა და თავსახურავისა, რომელიც შეიძლება დანახულ იქნეს თავდაპირველი ჭურჭლის მოუტრიალებლად;
“ღვინო” არის სასმელი, წარმოებული სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად, რომელსაც განიცდის მხოლოდ და მხოლოდ ახალი ყურძენი, ყურძნის ტკბილი ან პროდუქტები, მოპოვებული ახალი ყურძნისგან თანახმად ენოლოგიური პრაქტიკისა, რომელთა გამოყენებაც ნებადართულია ექსპორტიორი მხარის სარეგულაციო მექანიზმების მიხედვით და მიღებულია იმპორტიორი მხარის მიერ, და შეიცავს ალკოჰოლს, რომლის პროცენტული შემცველობაც მოცულობის არანაკლებ 7 % და არა უმეტეს 24%-ია; და
“WWTG”[1] არის ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი.
მუხლი 2🔗
ობიექტი და მიზანი
ამ შეთანხმების მიზანია ეტიკეტირებასთან დაკავშირებული საერთო ინფორმაციის მიღება და ეტიკეტირებასთან დაკავშირებული ზედმეტი სავაჭრო ბარიერების მინიმიზება იმისთვის, რათა გაადვილდეს მხარეთა შორის ღვინით საერთაშორისო ვაჭრობა.
მუხლი 3🔗
საერთაშორისო ვალდებულებები
არაფერი ამ შეთანხმებაში არ ზღუდავს მხარეთა უფლებებს ან მოვალეობებს WTO-ს შეთანხმების მიხედვით.
არაფერი ამ შეთანხმებაში გამიზნული არ არის საიმისოდ, რათა ხელი შეუშალოს რომელიმე მხარის არსებული შეთანხმების დებულებათა მოქმედებას, ანდა ხელი შეუშალოს მხარეებს, ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად, დადონ შეთანხმებები ღვინის ეტიკეტირების თაობაზე მესამე ქვეყნებთან.
მუხლი 4🔗
შესაბამისობა WTO-ს შეთანხმებასთან
ეტიკეტიერებასთან დაკავშირებული ზომები უნდა იყოს გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული, მიღებული და გამოყენებული უნდა იქნას WWTG-ს შეთანხმების შესაბამისად და არ უნდა იქნას გამოყენებული ამ შეთანხმების ობიექტისა და მიზნის საწინააღმდეგოდ.
ნაწილი II
ეტიკეტირებასთან დაკავშირებული საერთო მოთხოვნები
მუხლი 5🔗
ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები
თითოეული მხარე უზრუნველყოფს, ნებისმიერ ვითარებაში, რომელშიც იგი ღვინის ეტიკეტირების რეგულირებას ახდენს, რომ ეტიკეტზე მოყვანილი მთელი ინფორმაცია იყოს ნათელი, კონკრეტული, ზუსტი, ნამდვილი და შეცდომაში არ შეჰყავდეს მომხმარებელი.
10.2 და 10.3 მუხლების გათვალსწინებით, თითოეული იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ ეტიკეტები შეიცავდეს აგრეთვე სხვა ინფორმაციას, გარდა საერთო სავალდებულო ინფორმაციისა და ეროვნული სავადლებულო ინფორმაციისა, რაც შეესაბამება მის კანონებს, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებს, ნებისმიერი აკრძალვების ჩათვლით.
ნებისმიერი იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ ეტიკეტზე მოყვანილი ინფორმაცია გამეორებული იყოს ჭურჭელზე იმავე ფორმით, თუ სხვაგვარად, ისეთნაირად, როგორც ეს შეესაბამება მის კანონებს, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებს.
არაფერი ამ შეთანხმებაში არ უშლის ხელს მხარეს, მიიღოს ზომები ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად, იმ პირობით, რომ ამგვარი ზომები შესაბამისობაშია WTO-ს შეთანხმების დებულებებთან.
არც ერთი მხარეს არ აქვს უფლება მოითხოვოს ენოლოგიური პრაქტიკის გამჟღავნება ეტიკეტზე.
მუხლი 6🔗
საერთო სავალდებულო ინფორმაციის განთავსება და წარმოდგენა
თითოეული იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ საერთო სავალდებულო ინფორმაცია წარმოდგენილი იყოს ნებისმიერ ერთიანი მხედველობის არეზე. თუ საერთო სავალდებულო ინფორმაცია წარმოდგენილია ნებისმიერ ერთიანი მხედველობის არეზე, ასეთ შემთხვევაში იმპორტიორი მხარის მოთხოვნები საერთო სავალდებულო ინფორმაციის განთავსებასთან დაკავშირებით, მე-8 და 11.13 მუხლების შესაბამისად შესრულებულად ითვლება.
თითოეული იმპორტიორი მხარე აღიარებს საერთო სავალდებულო ინფორმაციას, რომელიც მოყვანილია ერთიანი მხედველობის არის ფარგლებს გარეთ, იმ პირობით, რომ დაცულია მისი კანონები, ნორმატიული აქტები და მოთხოვნები.
მუხლი 7🔗
საერთო სავალდებულო ინფორმაცია: ნაკლებად შემზღუდველი წესები
როდესაც რომელიმე იმპორტიორი მხარე თავისი ბაზრისთვის შემოიღებს ან იყენებს საერთო სავალდებულო ინფორმაციასთან დაკავშირებულ ეტიკეტირების წესებს, რომლებიც ნაკლებად შემზღუდველია, ვიდრე ამ შეთანხმებაში განსაზღვრული წესები, არაფერი ამ შეთანხმებაში ნებას არ აძლევს მხარეებს, ხელი შეუშალონ ამ ბაზარზე ექსპორტის განმახორციელებელ ექსპორტიორებს, მოახდინონ ეტიკეტირება იმპორტიორი მხარის წესების თანახმად.
იმპორტიორმა მხარემ, რომელიც თავისი კანონების, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნების მიხედვით მოითხოვს საერთო სავალდებულო ინფორმაციის ოთხზე ნაკლებ ერთეულს, მიუხედავად ამისა უნდა დაუშვას ეტიკეტები, რომლებზეც სრული საერთო სავალდებულო ინფორმაცია არის მოყვანილი.
მუხლი 8🔗
საერთო სავალდებულო ინფორმაციის ენა და წარმოდგენა
იმპორტიორ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ საერთო სავალდებულო ინფორმაცია მოყვანილი იყოს ერთ ან ორ ენაზე, რომელიც ოფიციალურ ხმარებაშია ამ მხარის ტერიტორიაზე, როგორც ეს გათვალისწინებულია მის კანონებში, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებში.
2. თითოეულ იმპორტიორ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ როდესაც საერთო სავალდებულო ინფორმაცია ერთზე მეტ ენაზეა წარმოდგენილი, ამ ენებზე წარმოდგენილი ინფორმაცია შესაბამისობაში იყოს ერთმანეთთან და არ იყოს ურთიერთსაწინააღმდეგო.
3. თითოეულ იმპორტიორ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ საერთო სავალდებულო ინფორმაცია დაწერილი ან მოყვანილი იყოს ადვილად გასარჩევად და მკაფიოდ, და მკვეთრ კონტრასტს ქმნიდეს ფონთან.
მუხლი 9🔗
საერთო სავალდებულო ინფორმაციის შრიფტის ზომა
თუ იმპორტიორ მხარეს აქვს შრიფტის ზომასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ეს მხარე იძლევა ნებართავს, რომ წარმომავლობის ქვეყანასთან და პროდუქტის სახელწოდებასთან დაკავშირებული საერთო სავალდებულო ინფორმაცია ეტიკეტზე მოყვანილი იყოს შრიფტის ზომით, რომელიც 1,6 მილიმეტრზე ნაკლები არ იქნება 187-მილილიტრიანი ან ნაკლები მოცულობის ჭურჭლებისათვის, და 2 მილიმეტრზე ნაკლები არ იქნება ჭურჭლებისათვის, რომლთა მოცულობაც 187 მილილიტრს აღემატება, რა შემთხვევაშიც იმპორტიორი მხარის მოთხოვნები შესრულებულად ჩაითვლება ამ თვალსაზრისით.
თუ იმპორტიორ მხარეს აქვს შრიფტის ზომასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ეს მხარე იძლევა ნებართვას, რომ ალკოჰოლის რეალურ შემცველობასთან დაკავშირებული საერთო სავალდებულო ინფორმაცია ეტიკეტზე მოყვანილი იყოს შრიფტის ზომით, რომელიც არ იქნება 2 მილიმეტრზე ნაკლები, ან 3 მილიმეტრზე მეტი, რა შემთხვევშიც იმპორტიორი მხარის მოთხოვნები შესრულებულად ჩაითვლება ამ თვალსაზრისით.
თუ იმპორტიორ მხარეს აქვს შრიფტის ზომასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ეს მხარე იძლევა ნებართვას, რომ ნეტო შიგთავსთან დაკავშირებული ინფორმაცია ეტიკეტზე მოყვანილი იყოს შრიფტის ზომით, რომელიც 3,3 მილიმეტრზე ნაკლები არ იქნება 750-მილილიტრიანი ღვინის ბოთლისთვის, რომლის სიმაღლეც 360 მილიმეტრს არ აღემატება, რა შემთხვევაშიც იმპორტიორი მხარის მოთხოვნები შესრულებულად ჩაითვლება ამ თვალსაზრისით.
მე-15 მუხლის შესაბამისად მიწოდებული ინფორაციის გარდა, თითოეული მხარე მიაწვდის დეპოზიტარს ინფორმაციას, რომელშიც შეჯამებული ან აღწრილი იქნება ნეტო შიგთავსის აღნიშვნასთან მიმართებაში შრიფტის ზომასთან დაკავშირებული მოთხოვნები. დეპოზიტარი ინახავს ამგვარ ინფორმაციას და აქვეყნებს მას ჭჭთG–ს (ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის) ვებ-გვერდზე.
მუხლი 10🔗
ეროვნული სავალდებულო ინფორმაცია და ნებაყოფლობითი ინფორმაცია
1. არაფრს ამ შეთანხმებაში, გარდა 5.5 მუხლისა, არ შეუძლია ხელი შეუშალოს დაიცვას იმპორტიორი მხარე, რომ მოითხოვოს ეროვნული სავალდებულო ინფორაციის ჩამონათვალი პირველად ჭურჭელზე.
2. არცერთი იმპორტიორი მხარე არ ზღუდავს ეროვნული სავალდებულო ინფორმაციის ან ნებაყოფლობითი ინფორმაციის განთავსებას.
3. მიუხედავად 10.2 მუხლისა:
იმპორტიორ მხარეს შეუძლია მოითხოვოს, რომ ეროვნული სავალდებულო ინფორმაციის ან ნებაყოფლობითი ინფორმაციის, ან/და ორივე მათგანის, ორი ან მეტი ერთეული ნაჩვენები იყოს ერთსა და იმავე მხედველობის არეში, ან იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული, ან ერთმანეთთან გარკვეულ სიახლოვეში; და
იმპორტიორ მხარეს შეუძლია მოითხოვოს, რომ ეროვნული სავალდებულო ინფორმაცია ნაჩვენები არ იყოს ჭურჭლის ძირზე ან თავსახურზე.
მუხლი 11🔗
საერთო სავალდებულო ინფორმაცია: დეტალური პირობები
1. წარმომავლობის ქვეყანა
თითოეული იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ ინფორმაცია წარმომავლობის ქვეყნის შესახებ წარმოდგენილი იყოს ფორმით “-ის პროდუქტი” (“Product of”), “-ის ღვინო” (“Wine of”) ან მსგავსი ფორმით, ან წარმომავლობის ქვეყნის სახელწოდების ფორმით, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც ზედსართავი ან არსებითი სახელი კავშირში სიტყვასთან “ღვინო” (“Wine”).
Eეტიკეტზე მოსაყვანი ინფორმაცია რამდენიმე ქვეყნის მიერ დამზადებული კუპაჟების შესახებ, რომელიც იმპორტიორმა მხარემ შეიძლება მოითხოვოს, განიხილება როგორც ეროვნული სავალდებულო ინფორმაცია.
2 ალკოჰოლი/მოცულობაზე (მთარგმნელის შენიშვნა).
3 ტერმინი “აისვაინი” (“ფქცდფბყ”) არის ვაზზევე გაყინული ყურძნისაგან დაწურული ღვინო, როგორც ეს “შეთანხმების” მე-12 მუხლშია აღწერილი (მთარგმნელის შენიშვნა).
4 ორიგინალში ‘Linking’ (დაკავშირება”, “გადაბმა”, “გაერთიანება”); შეიძლება “შემადგენლობა”, “შინაარსის დალაგება” იგულისხმებოდეს (მთარგმნელის შენიშვნა).
2. პროდუქტის სახელწოდება
(ა) თითოეული იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ პროდუქტის სახელწოდებად გამოყენებული იყოს ტერმინი “ღვინო” (“წინე”).
(ბ) თითოეულ იმპორტიორ მხარეს შეუძლია ეტიკეტებზე მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ღვინის ტიპის, კატეგორიის, კლასის ან კლასიფიკაციის შესახებ, როგორც ეროვნული სავალდებულო ინფორმაცია.
3. ნეტო შიგთავსი
თითოეული იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ ნეტო შიგთავსი აღნიშნული იყოს მეტრული სისტემის გამოყენებით მილილიტრებით ან ლიტრებით, აბრევიატურების ml, mL, l, და L ჩათვლით.
მე-15 მუხლის მიხედვით მოთხოვნილი საჭირო ინფორმაციის გარდა, თითოეული მხარე ინფორმაციას, რომელშიც შეჯამებული ან აღწერილია მისი მოთხოვნები ნეტო შიგთავსის აღნიშვნასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩვენებასთან მიმართებაში, გადასცემს დეპოზიტარს, რომელიც ინახავს ამგვარ ინფორმაციას და აქვეყნებს მას WWTG-ს ვებ-გვერდზე.
მუხლი 6🔗.1 გამოიყენება, როდესაც ნეტო შიგთავსია 50 მილილიტრი, 100 მილილიტრი, 187 მილილიტრი, 200 მილილიტრი, 250 მილილიტრი, 375 მილილიტრი, 500 მილილიტრი, 750 მილილიტრი, 1 ლიტრი, 1,5 ლიტრი, 2 ლიტრი, 3 ლიტრი, ან უფრო დიდი მთელი ლიტრების რაოდენობათა მიხედვით, იმ მოცულობათა გარდა, რომელნიც ნებადართული არ არის იმპორტიორი მხარის მიერ.
4. ალკოჰოლის რეალური შემცველობა
(ა) თითოეული იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ ალკოჰოლის რეალური შემცველობა მოცულობასთან შეფარდებით ეტიკეტზე ნაჩვენები იყოს პროცენტულად, მაქსიმუმ ერთი ათწილადით (მაგ. 12%, 12.0%, 12.1%, 12.2%).
(ბ) თითოეული იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ ალკოჰოლის რეალური შემცველობა გამოხატული იყოს აღნიშვნით alc/vol2 (12% alc/vol ან alc/12%vol).
მუხლი 12🔗
აისვაინი 3
თითოეული მხარე ნებართვას, რომ ღვინო ეტიკეტირებული იყოს როგორც “აისვაინი” (Icewine), “აის ვაინი”, “აის-ვაინი” (ice wine, ice-wine), ან ამ სიტყვის მსგავსი ვარიანტი, მზადდება ვაზზე ბუნებრივად გაყინული ყურძნისაგან, როგორც ეს 1-ლ დანართშია გათვალისწინებული.
შემდგომი მოლაპარაკებები და სხვა საკითხები
1. ამ შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად, მხარეები განაგრძობენ შემდგომი საკითხების განხილვას, იმ მიზნით რომ დადონ დამატებითი შეთანხმება ეტიკეტირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ვადის ამოწურვიდან სამი წლის განმავლობაში, როგორც ეს განსაზღვრულია 19.1 მუხლში :
ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიც შეეხება ინფორმაციას ალკოჰოლის შემცველობის დასაშვები გადახრების, ყურძნის დაკრეფის წლის, ჯიშის და მეღვინეობის რეგიონების თაობაზე;
ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიც შეეხება ეროვნული სავალდებულო ინფორმაციის: ან ნებაყოფლობითი ინფორმაციის, ან ორივე მათგანის დაკავშირებას4.
ვაჭრობის გაადვილებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხები, რომლებიც შეეხება ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ ისეთ მოთხოვნებს, როგორებიცაა შრიფტის ზომა, ეტიკეტზე ნეტო შიგთავსის წარმოდგენა, რამდენიმე ენა და აისვაინი.
2. პრეამბულაში მოყვანილი მიზნების შესაბამისად, მხარეები განაგრძობენ მუშაობას ღვინით ვაჭრობის გაადვილებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე და ასევე იმგვარ საკითხებზე, როგორიც მხარეთა შორის შეიძლება იყოს შეთანხმებული.
ნაწილი III
დასკვნითი დებულებები
მუხლი 14🔗
შეთანხმების მართვა
მოცემული შეთანხმების სამართავად, მხარეთა მიერ დაარსდება მხარეთა საბჭო, რომელშიც თითოეულ მხარეს თანაბარი წარმომადგენლობა აქვს. საბჭოს ყველა გადაწყვეტილება, რეკომენდაცია და დასკვნა მიიღება კონსენსუსის საფუძველზე. საბჭო განსაზღვრავს თავის საკუთარ წესებსა და პროცედურებს.
საბჭოს შეუძლია განიხილოს ამ შეთანხმების ეფექტიან ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. კერძოდ, მისი პასუხისმგებლობის სფეროში შედის:
ამ შეთანხმების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების მცდელობა;
მხარეთა უზრუნველყოფა ფორუმით რათა განიხილონ ის პრობლემები, რომლებიც ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით შეიძლება წამოიჭრას;
ამ შეთანხმების მოქმედების გაძლიერების გზების განხილვა;
ამ შეთანხმების მე-16 მუხლში მოყვანილ დავების მოგვარების პროცედურათა ადმინისტრირება;
ამ შეთანხმების შესწორებების მიღება მე-17 მუხლის თანახმად;
ამ სეთანხმების ფარგლებში სამუშაო ენების განსაზღვრა;
გადაწყვეტილებათა მიღება სახელმწიფოთა განაცხადების თაობაზე, შეუერთდნენ ამ შეთანხმებას მე-20 მუხლის მიხედვით; და
პროცედურების შემუშავება რათა შეატყობინოს მხარეებს საბჭოს გადაწყვეტილებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების შესახებ და მისცეს მათ შესაძლებლობა, პროტესტი გამოთქვან მათი მიღების წინააღმდეგ.
მუხლი 15🔗
გამჭვირვალობა
1. ამ შეთანხმების რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების შემდეგ სახელმწიფო:
(ა) დეპოზიტარს ატყობინებს თავის კანონებს, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებს, რომლებიც ღვინის ეტიკეტირებას უკავშირდება. დეპოზიტარი ამ ინფორმაციას გადასცემს არსებულ მხარეთა საკონტაქტო პუნქტებს და შეითანს მას WWTG-ს ვებ-გვერდზე და
(ბ) დეპოზიტარს ატყობინებს საკონტაქტო ადგილს თავისი მთავრობის შესაბამის დონეზე, საიდანაც სხვა მხარეებს შეუძლიათ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია ამ მხარის ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული კანონების, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ამ მხარის მიერ არის შეტყობინებული. დეპოზიტარი შეტყობინებულ დეტალებს საკონტაქტო პუნქტის შესახებ შეიტანს WWTG-ს ვებ-გვერდზე.
2. თითოეულ მხარეს რჩევა ეძლევა, შეატყობინოს დეპოტარს წინადადებები ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული თავისი კანონების, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნების შეცვლის თაობაზე. როდესაც ეს შესაძლებელია, შეტყობინება უნდა გაკეთდეს კანონის, ნორმატიული აქტის ან მოთხოვნის შეცვლის პროცესის დასაწყისში. დეპოზიტარი ნებისმიერ ამგვარ შეტყობინებას აქვეყნებს ჭჭთG-ს ვებ-გვერდზე.
3. თითოეული მხარე ღვინის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული თავისი კანონების, ნორმატიული აქტების ან მოთხოვნების ნებისმიერ ცვლილებათა შესახებ დეპოზიტარს ეტყობინებს 60 დღის განმავლობაში იმ მომენტიდა, როდესაც ამგვარი ცვლილებები საბოლოო სახეს მიიღებს, ძალაში მათი შესვლის თარიღის მიუხედავად, ხოლო დეპოზიტარი დაუყოვნებლივ აქვეყნებს ამგავრ ცვლილებებს WWTG-ს ვებ-გვერდზე. თუ ამგვარი ცვლილებები დაკავშირებულია ეტიკეტირების მოთხოვნებთან ნეტო შიგთავსის თაობაზე, შეტყობინება უნდა შეიცავდეს ნებისმიერ მოდიფიკაციას, შეტანილს შეჯამებაში ან აღწერაში, რომელიც აუცილებელია 9.4 ან 11.3 (ბ) მუხლების მიხედვით.
მუხლი 16🔗
კონსულტაციები და დავების მოგვარება
ნებისმიერ მხარეს შეუძლია წერილობით მოითხოვოს კონსულტაციები ნებისმიერ მეორე მხარესთან აღნიშნული მხარის მიერ ნებისმიერი ისეტი ზომის მიღებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელსაც იგი ამ შეთანხმებასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს. კონსულტაციის მომთხოვნი მხარე გადასცემს თავის მოთხოვნას მეორე მხარეს და ჩამოთვლის მოთხოვნის გაკეთების მიზეზებს, და აგრეთვე აღწერს სადავო ზომას და სარჩელის სამართლებლივ საფუძველს. მომთხოვნი მხარე, ამავე დროს, მოთხოვნის ასლსა და მოთხოვნის გაკეთების მიზეზებს გადასცემს ყველა სხვა მხარეს.
ნებისმიერ მხარეს, ყველა სხვა მხარისთვის წერილობითი შეტყობინების გადაცემის შემდეგ, შეუძლია კონსულტაციებში მონაწილეობის მიღება კონსულტაციების მოთხოვნის მიღების თარიღიდან 21 დღის განმავლობაში. ასეთმა მხარემ თავის შეტყობინებაში უნდა შეიტანოს თავისი დაინტერესების ახსნა-განმარტება.
დავის მხარეები და ნებისმიერი სხვა მხარე, რომელსაც გაკეთებული აქვს შეტყობინება 16.2 მუხლის შესაბამისად, კონსულტაციების მოთხოვნის მიღებიდან 45 დღის განმავლობაში, კონსულტაციას მართავენ ერთმანეთთან საკითხის მოგვარების მიზნით. დავის მხარეები ყოველმხრივ უნდა ეცადონ, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების მეშვეობით მიაღწიონ სადავო საკითხის ურთიერთმისღებ მოგვარებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ამ შეთანხმებასთან. ამ მიზნით, დავის მხარეები:
(ბ) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, წარმოადგენენ საფუძვლიან ინფორმაციას წერილობით, რათა შესაძლებელი იყოს იმის გარკვევა, შეუსაბამო იყო თუ არა ზომა ან მისი გამოყენება ამ შეთანხმებასთან; და
ამგვარი ინფორმაციის წარმოდგენამდე, შეთანხმდებიან, თუ როგორ უნდა მოეპყრონ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც მისი მომწოდებელი მხარის მიერ აღნიშნულია, როგორც კონფიდენციალური.
დავის თითოეული მხარე ცდილობს, ხელმისაწვდომი გახადოს თავის სამთავრობო დაწესებულებათა ან სხვა მარეგულირებელ ორგანოთა პერსონალი, რომელსაც სპეციალური გამოცდილება აქვს იმ საკითხში, რომელიც კონსულტაციების საგანს წარმოადგენს.
თუ დავის მხარეები ვერ შეძლებენ 16.3 მუხლის შესაბამისად დავის მოგვარებას:
(ა) 60 დღის განმავლობაში კონსულტაციების მოთხოვნის მიღებიდან;
(ბ) ან სხვა იმგვარი ვადის განმავლობაში, რომელზეც ისინი შეიძლება შეთანხმდნენ;
დავის ნებისმიერ მხარეს შეუძლია წერილობით მოსთხოვოს დავის მოგვარება საბჭოს სხდომას. ამგვარ მოთხოვნაში მოყვანილი უნდა იყოს მოთხოვნის მიზეზები, და აგრეთვე სადავო ზომის ან მისი გამოყენების აღწერა და სარჩელის სამართლებრივი საფუძველი.
6. თუ იგი სხვაგვარად არ გადაწყვეტს, საბჭო შეიკრიბება 16.5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში და ეცდება სწრაფად მოაგვაროს დავა. საბჭოს სხდომა შეიძლება გაიმარტოს პირადი დასწრებით, ციფრული ვიდეოკონფერენციის ფორმით, მრავალმხრივი სტელეფონო კავშირის მეშვეობით ჩატარებული კონფერენციის ფორმით, ანდა სხვა ისეთი საშუალებით, როგორიც შესაფერისი იქნება. განხილვების დროს დახმარების მისაღებად საბჭოს შეუძლია: