📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ

მიღების თარიღი 24.12.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №1127
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016713
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2012
matsne.gov.ge 157 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №1127   2012 წლის 24 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად, განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ ლიკვიდაცია 2013 წლის 1 იანვრამდე. 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ სამართალმემკვიდრედ. 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის“ შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 21 ივლისის №530 ბრძანებულება. 5. ეს ბრძანებულება, გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 6. ამ ბრძანებულების მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი