„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 30 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№209
სარეგისტრაციო კოდი
310050000.54.066.016037
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №209

2012 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 30 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2011 წლის 30 ივნისის №60 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 110630002, 30/06/2011) დამტკიცებულ „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.  „წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) იკაოს წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული ტიპის სერტიფიკატი (შვეულმფრენისა და 5700 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის სხ-ისათვის), ადგილმდებარეობაზე ხმაურის ტიპის სერტიფიკატი ან ანალოგიური დოკუმენტები; ან“;

  „ბ.დ) ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული ან აღიარებული ტიპის სერტიფიკატი (შვეულმფრენისა და 5700 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის სხ-ის გარდა).

2. „წესის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იკაო-ს წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული სხ-ის ტიპის სერტიფიკატის ასლი და მისი ტექნიკური მონაცემები ან სააგენტოსთვის მისაღები ეკვივალენტური საბუთები;“.

3.  „წესის“  22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22. ადგილმდებარეობაზე ხმაურის ვარგისობის მოწმობის გაცემა

1. სხ-ის ადგილმდებარეობაზე ხმაურის ვარგისობის მოწმობის მისაღებად სხ-ის მესაკუთრე ან ექსპლუატანტი (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში) სააგენტოში წარადგენს:

ა) განაცხადს (დანართი 15);

ბ) იკაო-ს წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული მოქმედი „სხ-ის ადგილმდებარეობაზე ხმაურის ტიპის სერტიფიკატის“ ასლს.

2. სააგენტო ამოწმებს სხ-ის ხმაურის დონეებს (მასზე დამონტაჟებული ძრავ(ებ)ის მოდელის გათვალისწინებით) იკაო-ს და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სხ-ის ადგილმდებარეობაზე ხმაურის ტიპის სერტიფიკატების ბაზებში.

3. თუ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სხ-ის ადგილმდებარეობაზე ხმაურის ტიპის სერტიფიკატების ბაზა არ შეიცავს ინფორმაციას განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ „სხ-ის ადგილმდებარეობაზე ხმაურის ტიპის სერტიფიკატში“ აღნიშნული კონკრეტული სხ-ის ხმაურის დონეების შესახებ, სააგენტო უფლებამოსილია ამის თაობაზე აცნობოს ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) სხ-ის ტიპისა და მასზე დამონტაჟებული ძრავ(ებ)ის  მოდელის მითითებით.  

4. წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე სააგენტო გასცემს „სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ადგილმდებარეობაზე ხმაურის ვარგისობის მოწმობას“ (დანართი 16), რომელსაც ენიჭება ამ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის მოწმობის ნომერი და გაკეთდება ჩანაწერი „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ადგილმდებარეობაზე ხმაურის ვარგისობის მოწმობის გაცემის ჟურნალში“ (დანართი 26).

5. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ადგილმდებარეობაზე ხმაურის ვარგისობის მოწმობა გაიცემა უვადოდ და მოქმედია სხ-ის ხმაურის დონის მონაცემების ცვლილებამდე.

6. იმ შემთხვევაში, თუ სხ-ს ჩაუტარდა მოდიფიცირება (სხვა სერიის ძრავების დაყენება, ხმაურის დონის ცვლილების გამომწვევი მოწყობილობების დაყენება და სხვა) და შეიცვალა ხმაურის დონე, სხ-ის მესაკუთრე ან ექსპლუატანტი (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში) სააგენტოში წარადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საბუთებს და ამ სხ-ის ძველ „სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ადგილზე ხმაურის ვარგისობის მოწმობას“. წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე სააგენტო გასცემს ახალ „სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ადგილმდებარეობაზე ხმაურის ვარგისობის მოწმობას“ ახალი აკუსტიკური მახასიათებლების შესაბამისად. მოწმობას ენიჭება ძველი მოწმობის ნომერი. აღნიშნულის შესახებ კეთდება სათანადო ჩანაწერი „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ადგილმდებარეობაზე ხმაურის ვარგისობის მოწმობის გაცემის ჟურნალში“ (დანართი 26).

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიირაკლი დავითაძე