„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №49 |
|
2012 წლის 21 დეკემბერი ქ.ხაშური |
,,გ) საბუღალტრო განყოფილება“.
,,მუხლი 3. საფინანსო განყოფილების ფუნქციები
საფინანსო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებას;
ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე;
დ) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას;
ე) საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე;
ვ) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას;
ზ) მუნიციპალური სამსახურების, ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;
თ) საჭირო ინფორმაციის დამუშავებას და წარდგენას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;
ი) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას;
კ) დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამგეობაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე;
ლ) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას;
მ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით;
ნ) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
ო) ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულებებიდან მისაღები შემოსავლების მობილიზებას;
პ) ადგილობრივი მოსაკრებლების მობილიზებას;
ჟ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
რ) სამსახურის უფროსისათვის ანგარიშის წარდგენას გადასახდელებისა და მოსაკრებლების მიმდინარე და საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ;
ს) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სამსახურის სხვა ფუნქციების განხორციელებას“.
,,მუხლი 31. საბუღალტრო განყოფილების ფუნქციები
საბუღალტრო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ანგარიშის მართვისა და ოპერირების კონტროლს ამ ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის შესახებ ნებართვის გაცემას;
ბ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
გ) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;
დ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სამსახურის სხვა ფუნქციების განხორციელებას“..
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.12.2012.
- როდის იქნა მიღებული „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.12.2012. მიმღები ორგანო — ხაშურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №49. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.143.016130.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.12.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №49, 21.12.2012, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016130 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1801107/