⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.03.2013)
გაუქმებულია:

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2012
ძალის დაკარგვა 01.03.2013
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016110
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 499 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2012 მიღება
01.03.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ საბიაშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №47 2012 წლის 25 დეკემბერი ქ.ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმარველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 43--ე მუხლის მე-2 პუნქტისა  და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,    ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმა (დანართი 1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ საბიაშვილი  დანართი   №1 ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური   მითითება  N ქ. ბოლნისი                                                                                                           შედგენის თარიღი: ------------------------ დამრღვევის  ვინაობა და მისამართი     -------------------------------------------------------                                                                                                                                                                                (მაინდენტიფიცირებელი დოკუმენტი, მონაცემები) სამშენებლო  საქმიანობის  ობიექტი  --------------------------------------------------------------------                                                                                                            ( მისამართი, საკადასტრო კოდი )                                        დარღვევის სახეობა , შინაარსი  და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები: აღნიშნული გათვალისწინებულია ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“  საქართველოს კანონის  ----------მუხლის --------------------------------------------------------------  დარღვევის გამოსწორების ვადა  ------------------------------------------------------------       დღე მითითება შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურეთ:--------------------------------------------- შედგენის თარიღი ----------------------------------------------------------------------------------------- მითითება ჩაბარდა   და გაეცნო: -------------------------------------------------------------------------                                                                                   (განთავსების ადგილი)     ბოლნისის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ინფრასტრუქტურისა და  ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით  (საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“- ს 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი). მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ინფრასრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ)მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად შესრულდა. ( საქართველოს კანონის  ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი). თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდამრღვევის საქმის წარმოება წყდება  25-ე მუხლის მე-7 პუნქტი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს -ბრძანებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ)  დამრღვევის დაჯარიმებისა და  საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;    გ)  დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული  შენობა -ნაგებობის მშენებლობის  მთლიანად  ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე  შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (25- მუხლის მე-9 პუნქტი). დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის  გამგებელი იღებს ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს - ბრძანებას საურავის დაკისრების შესახებ  (25-ე მუხლის მე-10  პუნქტი).         საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებულ ვადაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ბრძანების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ( საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“)  გათვალისწინებული ჯარიმის   ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევასი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი  უფლებამოსილა მიიღოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქი - ბრძანება, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების  მთლიანად  ან ნაწილობრივ  დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის  შესახებ ( 25-ე მუხლის მე-14 პუნქტი). ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საქართველოს კანონის ,, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-15 პუნქტში არნიშნული ბრძანება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება  ,,სააღსრულებლოწარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ( 25-ე მუხლის მე15 პუნქტი). თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების  აქტის, უწყების ან ბრძანების გაცნობა ( პირადი ჩაბარებით), გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში,  შემოწმების აქტში, უწყებაში ან ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში- ბრძანებაში მითითებული ობიექტის   თვალსაჩინო  ადგილზე. თვალსაჩინო  ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა, ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების რობე ( 25-ე მუხლის მე-19 პუნქტი).