ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 24.12.2012
ძალის დაკარგვა 01.03.2013
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №51
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.114.016146
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (9)
| 1 | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რწმუნებული |
| 2 | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი |
| 3 | სპეციალისტი (ცვლის უფროსი) |
| 4 | სპეციალისტი |
| 5 | სპეციალისტი (მეხანძრე) |
| 6 | სპეციალისტი (მძღოლი) |
| 7 | მძღოლი |
| მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე | მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | თანამდებობათა დასახელება |
დოკუმენტის ტექსტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება
№51
2012 წლის 24 დეკემბერი
დ. ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების თანახმად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები, თანახმად დანართი 1-ისა (თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები, თანახმად დანართი 2-ისა (თან ერთვის).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები, თანახმად დანართი 3-ისა (თან ერთვის).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფის შემთხვევაში. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 თებერვლის №13 დადგენილება.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეანტონ ხუნდაძე
დანართი 1
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
№
თანამდებობათა დასახელება
თანამდებობრივი სარგო
1
2
3
1
გამგებელი
2400
2
გამგებლის მოადგილე
1235
3
სამსახურის უფროსი
950
4
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი
770
5
გამგებლის თანაშემწე
750
6
სპეციალისტი
530
7
მძღოლი
530
დანართი 2
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
№
თანამდებობათა დასახელება
თანამდებობრივი სარგო
1
2
3
1
სამსახურის უფროსი
950
2
მთავარი სპეციალისტი
530
3
სპეციალისტი (ცვლის უფროსი)
495
4
სპეციალისტი
300
5
სპეციალისტი (მეხანძრე)
475
6
სპეციალისტი (მძღოლი)
475
დანართი 3
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
№
თანამდებობათა დასახელება
თანამდებობრივი სარგო
1
2
3
1
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რწმუნებული
900
2
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი
350