⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.12.2014)
გაუქმებულია:

შპს „დემეტრე 96“- ისათვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.12.2012
ძალის დაკარგვა 27.12.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №474
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.017150
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2012
matsne.gov.ge 1,374 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.12.2012 მიღება
27.12.2014 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (19)
შესყიდვა
საწარმოს მიერ ამ წესით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, აგრეთვე ყველა სახის ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა (მათ შორის, აუდიტორული, საექსპერტო, სა­კონ­სულტაციო (მათ შორის, ფინანსური, საბუღალტრო, აქტივების განკარგვა), იურიდიული, საპროექტო სამუშაოები და სხვ.)
მუხლი 2
შემსყიდველი ორგანიზაცია (შემდგომში
საწარმო) – შპს „დემეტ­რე 96“ და მისი შვილობილი საწარმოები
მუხლი 2
შპს „დემეტრე 96“-ის შვილობილი საწარმო
საწარმო, რომელშიც შპს „დემეტრე 96“-ს ეკუთვნის კაპიტალის 50%-ზე მეტი ან/და შპს „დემეტრე 96“-ისა  და სახელმწიფოს წილი კაპიტალში ერთობლივად აღე­მატება 50%-ს
მუხლი 2
შესყიდვის ობიექტი
შესასყიდი საქონელი და მომსახურება
მუხლი 2
შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები
იდენტური, ასევე არა­იდენ­ტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამ­ტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით
მუხლი 2
საქონელი
ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი (გარდა უძრავი ქონებისა), როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღი­რებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას
მუხლი 2
სამშენებლო სამუშაო
განისაზღვრება „სახელმწიფო შესყიდვე­ბის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
მუხლი 2
მომსახურება
შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „მომსახუ­რება“ მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს
მუხლი 2
პრეტენდენტი
საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური
მუხლი 2
მიმწოდებელი
პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ
მუხლი 2
ელექტრონული ტენდერი
სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერისათვის კანონითა და კანონ­ქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცედურებს
მუხლი 2
გამარტივებული ელექტრონული ტენდერი
სახელმწიფო შეს­ყიდ­ვის საშუალება, რომელიც მოიცავს გამარტივებული ელექტრონული ტენდერისათვის კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცედურებს
მუხლი 2
გამარტივებული შესყიდვა
შესყიდვის საშუალება, როდესაც შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკებით
მუხლი 2
ფასთა გამოკითხვა
შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც საქონლისა და მომსახურების შესყიდვებისათვის დასაშვებია ვაჭრობა და გადაწყვეტილების მისაღებად ძირითადად განმსაზღვრელია ფასის კრიტერიუმი, თუმცა, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით დასაშვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენება იმ პირობით, რომ სხვა კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტები ცალ-ცალკე ან ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ფასის კრიტერიუმის პრიორი­ტეტულობის კოეფიციენტს
მუხლი 2
საწარმოს დირექტორი
საწარმოს დირექტორი ან საწარმოს წარ­მო­მადგენელი
მუხლი 2
საფასური
სატენდერო წინადადების წარდგენისათვის „სახელ­მწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდე­ნო­ბით ამავე კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომელიც დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა შეცდომით გადახდილი საფასურისა
მუხლი 2
გამოქვეყნების საფასური
საწარმოს მიერ სატენდერო გან­ცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნებისათვის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა. გამოქვეყნების საფასურის ოდენობები და გადახდის წესი გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით
მუხლი 2
მექანიკური შეცდომა
დოკუმენტის ტექსტში დაშვებული კალმისმიერი, ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ხარვე­ზები, რომელთა მექანიკური ხასიათი თვალნათლივ დასტურდება ამავე დოკუმენტის სხვა ნაწილებიდან და/ან თანდართული დოკუმენტებიდან, და რომელთა გასწორებაც არ იწვევს დოკუმენტის შინაარსის არსებით შეცვლას
მუხლი 2
კომისია
საწარმოს დირექტორის მიერ „სახელმწიფო შესყიდ­ვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სატენდერო კომისია.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (2)
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
შესყიდვის საშუალება (გამარტივებული შესყიდვა, ფასთა გამოკითხვა, ელექტრონული ტენდერი, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შპს „დემეტრე 96“- ისათვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №474 2012 წლის 24 დეკემბერი    ქ. თბილისი შპს „დემეტრე 96“- ისათვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამ­ტკიცდეს თანდართული „შპს „დემეტრე 96“ - ისათვის საქონლისა და მომ­სახუ­რების შესყიდვების სპეციალური წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან 2 წლის განმავ­ლობაში. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი შპს „დემეტრე 96“-ისათვის საქონლისა და მომსახურების  შესყიდვების სპეციალური წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. შპს „დემეტრე 96“-ისათვის საქონლისა და მომსახურების შესყიდ­ვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმ­წიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირ­ველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „დემეტრე 96 “-ისა და მისი შვილობილი საწარმოებისათვის (შემდგომში – საწარმო) საქონ­ლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. 2. წესის მიზანია საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალის­წი­ნებით შესყიდვების სპეციალური წესის დადგენა. 3. წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვ­ნები/მოქმედება. 4. შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW), ევროპის საინ­ვეს­ტიციო ბანკისა (EIB) და სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანი­ზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცე­დურები, იმ შემთხვევაში, თუ ეს ორგანიზაციები არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწი­ლენი, ხოლო თუ ეს ორგანიზაციები არ არიან შესყიდვების განხორ­ციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე, სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. 5. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწ­ყვე­ტილება მიიღება მხოლოდ ამ წესის შესაბამისად. 6. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას საწარმო ახორციელებს „სა­ხელ­მწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შესყიდვა – საწარმოს მიერ ამ წესით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, აგრეთვე ყველა სახის ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა (მათ შორის, აუდიტორული, საექსპერტო, სა­კონ­სულტაციო (მათ შორის, ფინანსური, საბუღალტრო, აქტივების განკარგვა), იურიდიული, საპროექტო სამუშაოები და სხვ.); ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია (შემდგომში – საწარმო) – შპს „დემეტ­რე 96“ და მისი შვილობილი საწარმოები; გ) შპს „დემეტრე 96“-ის შვილობილი საწარმო – საწარმო, რომელშიც შპს „დემეტრე 96“-ს ეკუთვნის კაპიტალის 50%-ზე მეტი ან/და შპს „დემეტრე 96“-ისა  და სახელმწიფოს წილი კაპიტალში ერთობლივად აღე­მატება 50%-ს; დ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი და მომსახურება; ე) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – იდენტური, ასევე არა­იდენ­ტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამ­ტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით; ვ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის საგანი (გარდა უძრავი ქონებისა), როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღი­რებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას; ზ) სამშენებლო სამუშაო – განისაზღვრება „სახელმწიფო შესყიდვე­ბის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; თ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „მომსახუ­რება“ მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს; ი) პრეტენდენტი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური; კ) მიმწოდებელი– პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ; ლ) ელექტრონული ტენდერი – სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერისათვის კანონითა და კანონ­ქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცედურებს; მ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი – სახელმწიფო შეს­ყიდ­ვის საშუალება, რომელიც მოიცავს გამარტივებული ელექტრონული ტენდერისათვის კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცედურებს; ნ) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, როდესაც შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკებით; ო) ფასთა გამოკითხვა – შესყიდვის საშუალება, რომლის დროსაც საქონლისა და მომსახურების შესყიდვებისათვის დასაშვებია ვაჭრობა და გადაწყვეტილების მისაღებად ძირითადად განმსაზღვრელია ფასის კრიტერიუმი, თუმცა, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით დასაშვებია შეფასების სხვა კრიტერიუმების გამოყენება იმ პირობით, რომ სხვა კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტები ცალ-ცალკე ან ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ფასის კრიტერიუმის პრიორი­ტეტულობის კოეფიციენტს; პ) საწარმოს დირექტორისაწარმოს დირექტორი ან საწარმოს წარ­მო­მადგენელი; ჟ) საფასური – სატენდერო წინადადების წარდგენისათვის „სახელ­მწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდე­ნო­ბით ამავე კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომელიც დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა შეცდომით გადახდილი საფასურისა; რ) გამოქვეყნების საფასური – საწარმოს მიერ სატენდერო გან­ცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნებისათვის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა. გამოქვეყნების საფასურის ოდენობები და გადახდის წესი გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; ს) მექანიკური შეცდომა – დოკუმენტის ტექსტში დაშვებული კალმისმიერი, ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ხარვე­ზები, რომელთა მექანიკური ხასიათი თვალნათლივ დასტურდება ამავე დოკუმენტის სხვა ნაწილებიდან და/ან თანდართული დოკუმენტებიდან, და რომელთა გასწორებაც არ იწვევს დოკუმენტის შინაარსის არსებით შეცვლას; ტ) კომისია – საწარმოს დირექტორის მიერ „სახელმწიფო შესყიდ­ვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სატენდერო კომისია. მუხლი 3🔗. საწარმოს უფლება-მოვალეობები 1. საწარმო უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება); ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესა­ბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია; გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწ­ყვიტოს შესყიდვის პროცედურა; დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირო­ბების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქარ­თვე­ლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას. 2. საწარმო ვალდებულია: ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები საწარმოს მიერ შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ წესით დად­გენილი პირობების დაცვით; ბ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევისთანავე აუნაზ­ღა­უროს მიმწოდებლებს საქონლის, მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; გ) ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებებით სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „გამარ­ტი­ვებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების შესაბამისად. მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები 1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები ეხება შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქ­მიანობას: ა) სატენდერო კომისიის წევრების, შესყიდვის განხორციელე­ბი­სათვის პასუხისმგებელი სხვა პირების შერჩევას; ბ) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დო­კუმენტაციისა და სხვა მასალების მომზადებას; გ) საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების განხილვასა და შეფასებას; დ) ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედვე­ლობას. 2. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (საწარმოს თანამშრომელი, კონსულტანტი, ექსპერტი და სხვ.) ვალდებულია, წერილობითი უარი განაცხადოს შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმია­ნობის შესახებ. 3. დაუშვებელია, რომ საწარმომ შესყიდვის მომზადება, განხორ­ციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს ან კონსულ­ტანტად (ექსპერტად) მოიწვიოს პირი, თუ იგი: ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელის, თანამშრომლის ან უშუალო მონა­წილის ახლო ნათესავი; ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა შესყიდვის მონაწილე ორგანიზაციაში; გ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწი­ლე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან. 4. დაუშვებელია, შესყიდვაში მონაწილეობა მიიღონ იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ შესყიდვის მოსამზა­დებელ სამუშაოებში. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მონაწილეთა მიმართ. მუხლი 5🔗. შესყიდვის საშუალებები 1. შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუა­ლებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საწარმოს დირექტორის გადაწყვეტილებით შესყიდვა ხორციელდება ფასთა გამოკითხვის, გამარ­ტი­ვებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით. 2. საწარმოს დირექტორის გადაწყვეტილებით შესყიდვის განხორ­ციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე, გამარტი­ვე­ბული შესყიდვის საშუალებით. 3. შესყიდვის პროცედურებს ახორციელებს საწარმოს დირექტორი ან მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფ­ლება­მოსილი პირ(ებ)ი. მუხლი 6🔗. ფასთა გამოკითხვა 1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შეადგინოს დოკუმენ­ტაცია ფასთა გამოკითხვის საშუალებით საქონლის, მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში. 2. შედგენილი დოკუმენტაცია ეგზავნება შემსყიდველი ორგანიზა­ციის მიერ წინასწარ სათანადოდ შერჩეულ არანაკლებ 3 პირს. 3. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მოითხოვოს დამატე­ბითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია შესყიდვის ობიექტთან დაკავში­რებით. 4. შემსყიდველი ორგანიზაცია დოკუმენტაციის დაგზავნიდან არა უმეტეს 5 დღისა, იღებს მოწვეულ პირთა გადაწყვეტილებებს მონაწი­ლეობის თაობაზე, ხოლო დოკუმენტაციის დაგზავნიდან არა უმეტეს 15 დღისა, იღებს განაცხადებს, რომლებიც უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს: ა) განცხადებას მონაწილეობის შესახებ; ბ) ინფორმაციას ტექნიკური შესაბამისობის შესახებ; გ) ინფორმაციას ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ. 5. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები, იურიდიული პირის შემთხვევაში, უნდა იყოს მონაწილე პირის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი. 6. მონაწილეების მიერ წარდგენილი განაცხადები შერჩეული უნდა იქნეს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. 7. მოწვეულ პირებს უფლება აქვთ, მიმართონ შემსყიდველ ორგა­ნიზაციას შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმა­ციის მიღების მიზნით. 8. გამარჯვებულად მიიჩნევა მონაწილე, რომლის განაცხადი სრუ­ლად შეესაბამება ფასთა გამოკითხვის დოკუმენტაციის პირობებს და აქვს უმცირესი ფასი.     მუხლი 7🔗. ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი 1. ხელშეკრულება, ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის გარდა, იდება წერილობითი ფორმით. 2. მიმწოდებელთან გამარტივებული შესყიდვის, ფასთა გამოკით­ხვის საშუალებებით სახელმწიფო შესყიდვისას დადებული ხელშეკრუ­ლების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო ელექტრონული ტენდერის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებებით სახელმწიფო შესყიდვისას დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვას ახორციელებს სატენდერო კომისია. მუხლი 8🔗. ანგარიშის წარდგენა 1. საწარმო განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს წარუდგენს საწარმოს კაპიტალის 20%-ზე მეტი წილის მფლობელს ან მმართველ სუბიექტს ყოველწლიურად, არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 მარტამდე. 2. ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს ამ წესის დანართის შესა­ბამისად. მუხლი 9🔗. ცვლილების შეტანის წესი წესში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დად­გენილებით. დანართი ანგარიში საწარმოს მიერ _______ წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ № შესყიდვის საშუალება (გამარტივებული შესყიდვა, ფასთა გამოკითხვა, ელექტრონული ტენდერი, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი) შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტთა ჯგუფის დასახელება მიმწოდებელი მხარის დასახელება შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა შესყიდვის საერთო ღირებულება შესყიდვისათვის ფაქტობრივად გადახდილი თანხა