„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№475
სარეგისტრაციო კოდი
100110000.10.003.017151
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №475

2012 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-­20 მუხლის მე-­4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სასჯელ­­­აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სა­კითხ­თა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართვე­ლოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში (სსმ,30/01/2009) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

 

1.  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8

1. სამინისტროს საშტატო შემადგენლობაში არიან:

ა) მინისტრის მრჩევლები;

ბ) მინისტრის თანაშემწეები;

გ) მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე;

დ) მინისტრის მოადგილეების თანაშემწეები;

ე) გამომძიებლები;

ვ) გენერალური ინსპექციის უფროსი ინსპექტორები;

ზ) გენერალური ინსპექციის ინსპექტორები;

თ) გენერალური ინსპექციის მრჩევლები;

ი) გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტები;

 კ) გენერალური ინსპექციის სპეციალისტები;

ლ) მრჩევლები;

მ) სამინისტროს მთავარი სპეციალისტები;

 ნ) სამინისტროს სპეციალისტები;

ო) დაწესებულების მთავარი ექიმები;

პ) განყოფილების უფროსი ექიმები;

ჟ) მთავარი ექიმის მოადგილე;

 რ) ლაბორატორიის უფროსი;

ს) უფროსი ექიმები;

ტ) ექიმი (ოჯახის ექიმი, დღის ექიმი, მორიგე ექიმი, მეან­კო­ლო­გი, პედიატრი, თერაპევტი, კარდიოლოგი, რევმატოლოგი, ნევროპა­­თო­­­­ლო­­გი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ჰემა­ტოლო­­გი, ნეფროლოგი, ანგიოლოგი, ზოგადი ქირურგი, გულმკერდის ქირურ­­გი, სისხლძარღვთა ქირურგი, მორიგე ქირურგი, ქირურ­­­გი ონკოლოგი, ონკოლოგი, ტრავმა­ტო­ლო­გი, უროლოგი, პროქტო­ლო­გი, ოფთალმოლოგი, ოტორინო­ლა­რინ­გოლოგი, ქიმიოთერაპევტი, ანესთეზიოლოგი, რეანიმატო­ლოგი, ტრანს­ფუზიო­ლო­გი, ინფექციონისტი, ჰეპატოლოგი, დერმატოვენერო­ლო­გი, ფტიზიო­­პულმონოლოგი, სეფსისოლოგი, პარაზიტოლოგი, ფსიქიატრი, ნარკოლოგი, რენტგენოლოგი, ექოსკოპისტი, ენდოს­კო­პის­ტი, სტომატოლოგი, სტომატოლოგორთოპედი, ექიმი­ლაბო­რან­ტი, ექიმი­ ბიოქიმიკოსი, ბაქტერიოლოგი, ფიზიოთერაპევტი, რეაბილი­ტოლოგი, ფარმაცევტი, ექიმიდიეტოლოგი);

უ) უფროსი ექთნები;

ფ) ექთნები (საოპერაციოს უფროსი ექთანი, საოპერაციოს ექთა­ნი, შესახვევის ექთანი, დღის ექთანი, მორიგე ექთანი, ლაბორანტი, მორი­გე ლაბორანტი, რენტგენლაბორანტი, მორიგე რენტგენ­ლა­ბო­­­­რან­­ტი, მასაჟისტი, პროზექტორი, დიასახლისი, ექთანი­დიეტო­ლოგი, პროვიზორი);

ქ)  წამლების სამარაგოს პასუხისმგებელი პირი, წამლების სამა­რა­­გოს თანამშრომლები, სტატისტიკოსები;

ღ) სანიტრები.

2. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები უშუალოდ ემორ­ჩილე­ბიან მინისტრს. მათ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე­ბობი­დან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მრჩეველი და თანაშემწე თანამდე­ბობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით.

3. მინისტრის მოადგილის თანაშემწეს მინისტრის მოადგი­ლის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუფლებს მინისტრი. მინისტრის მოადგილის თანაშემწე უშუა­ლოდ ემორჩილება მინისტრის მოადგილეს. მინისტრის მოადგილის თანა­შემ­წე თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის მოადგილის უფლე­ბა­მოსილების ვადით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე­-ღ“ ქვეპუნქტებით გათვა­ლის­წინებულ თანამდებობებზე ნიშნავს მინისტრი, კანონით დადგე­ნილი წესით.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე­-ღ“ ქვეპუნქტებით გათვა­ლის­წინებულ მოსამსახურეთა მოვალეობანი შეიძლება განისაზღვ­როს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელ­­­საც ამტკიცებს მინისტრი.“.

 

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14

გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;

ბ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

გ)    სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსა­ხუ­რებ­რივი  გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების განხორ­ციე­ლება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მი­ნისტ­რი­სათვის წარდგენა;

დ)  სამინისტროს სტრუქტურული ქვედანა­ყოფე­ბის, სამი­ნის­ტ­­როს სისტემაში შემავალი სა­ხელ­­მწი­ფო საქვეუწყებო დაწესებუ­ლებე­ბისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საფინანსო-­სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლის განხორციე­ლება;

ე)   სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა  და გამ­­ჭვირ­­ვა­ლო­­ბის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზ­მე­ბის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიე­რების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;

ვ)   პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრუ­­ლების სისტემის   ორგანოთა უსაფრთხოების უზრუნველ­ყო­ფასა და ოპერა­ტიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე კონტროლი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი