ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება ძალადაკარგული სახელმწიფო მმართველობა
მიღების თარიღი 26.12.2012
ძალის დაკარგვა 14.12.2018
გამომცემი ორგანო კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 040170050.57.069.016018
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ტატო ურჯუმელაშვილი | კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 14.12.2018
დოკუმენტის ტექსტი
ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
კონკურენციისა და სახელმწიფო
შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება
№18
2012 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს თანდართული ,,ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები“.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეტატო ურჯუმელაშვილი
ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების
წესი
და პირობები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) 202 მუხლის საფუძველზე და განსაზღვრავს GSM სტანდარტის ფიჭური სატელეფონო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში – კონსოლიდირებული ტენდერი) ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, წესსა და პირობებს, ასევე კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. ეს წესი ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ GSM სტანდარტის ფიჭური სატელეფონო მომსახურების (შემდგომში – მობილური კავშირი) სახელმწიფო შესყიდვაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მობილური კავშირის სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა და უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესყიდვაზე.
4. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა და ამ მიზნებისათვის ქმნის სატენდერო კომისიას.
5. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, თუ კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 2🔗.
ინტერესთა
კონფლიქტი
სატენდერო წინადადების განხილვასა და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენაზე ვრცელდება კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული დებულებები.
მუხლი 3🔗.
კონსოლიდირებული
ტენდერის
ჩატარება
1. კონსოლიდირებული ტენდერი ტარდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის (შემდგომში – სისტემა) მეშვეობით.
2. კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავებას და მისი სისტემაში განთავსებას უზრუნველყოფს კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
3. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის საჭირო ორგანიზაციული პროცედურების განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო.
4. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენა ხდება სატენდერო კომისიის მიერ.
5. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს პროცედურების გამჭვირვალობა და მიმწოდებლების მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა.
6. სატენდერო წინადადების შეფასება და გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენა ხდება ამ წესისა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით.
მუხლი 4🔗.
სატენდერო მოთხოვნები და სატენდერო დოკუმენტაცია
1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ სისტემაში მიმწოდებლად რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელსაც გადახდილი აქვს კანონის 191 მუხლით დადგენილი სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური (შემდგომში – საფასური) – 5000 ლარი.
2. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის კრიტერიუმები, სატენდერო წინადადების წარდგენის ვადა, აგრეთვე კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის აუცილებელი სხვა მოთხოვნები და საკითხები განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით.
მუხლი 5🔗.
სატენდერო წინადადების წარდგენა
1. კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობა იმართება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი ერთეულის ფასზე.
2. სატენდერო წინადადების წარდგენით მიმწოდებელი ავტომატურად ეთანხმება ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.
3. სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით.
4. კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია არ გამოიყენება. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებელი კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობით კისრულობს ვალდებულებას, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით გადაიხადოს შესასყიდი მობილური კავშირის საორიენტაციო ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს მობილური კავშირის მიწოდებაზე სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული შემსყიდველი ორგანიზაციისათვის. ჯარიმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადით.
მუხლი 6🔗.
გამარჯვებული მომწოდებელის გამოვლენა
1. კონსოლიდირებული ტენდერი ტარდება და გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენა ხდება მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით.
2. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მიმწოდებელი, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს ყველაზე დაბალ ფასს.
3. კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებული სატენდერო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სატენდერო კომისიის ყველა დამსწრე წევრი.
4. კონსოლიდირებულ ტენდერში წარდგენილი სატენდერო წინადადება, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, სატენდერო კომისიის მიერ დაუშვებლად იქნება ცნობილი, რაც გამოიწვევს აღნიშნული წინადადების წარმდგენი მიმწოდებლის დისკვალიფიკაციას.
მუხლი 7🔗.
გამარჯვებულ მიმწოდებელთან ხელშეკრულების დადება
1. კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულმა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა მობილური კავშირის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება) უნდა დადონ მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ მიმწოდებელთან, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.
2. გამარჯვებული მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას ხელშეკრულება დადოს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციასთან.
3. შემსყიდველი ორგანიზაცია სხვა მიმწოდებლისაგან მობილური კავშირის შესყიდვაზე თანხმობის მიღების მიზნით, მიმართავს სატენდერო კომისიას შესაბამისი დასაბუთებით. სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, მობილური კავშირის შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობითა და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტის მიზნით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით.
5. სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია წყვეტს ხელშეკრულებას, რის შედეგად გამარჯვებულ მიმწოდებელს დაეკისრება შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ საჯარიმო თანხის გადახდა, კონკრეტული ხელშეკრულებით შესასყიდი (დარჩენილი) მობილური კავშირის საორიენტაციო ღირებულების 5%-ის ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სხვა მიმწოდებლისგან მობილური კავშირის შესყიდვის საკითხი წყდება სატენდერო კომისიის მიერ, ამ მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით.
7. სატენდერო კომისიის სახელზე კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებული შეტყობინებები შესაძლებელია გაიგზავნოს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე. აღნიშნული შეტყობინება ასევე უნდა გაიგზავნოს სატენდერო კომისიის სახელზე ოფიციალური წერილობითი ფორმით.
მუხლი 8🔗.
გარდამავალი დებულებები
1. ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2013 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენის შემდეგ, ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2013 წლის კონსოლიდირებულ ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებული არიან შეწყვიტონ მოქმედი ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები და ასეთი ხელშეკრულებები დადონ ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2013 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელთან.
2. იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებს ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2013 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლზე უკეთეს პირობებს, მოქმედი ხელშეკრულების გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2013 წლის კონსოლიდირებულ ტენდერის სატენდერო კომისია.