ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 28.12.2012
ძალის დაკარგვა 08.09.2014
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №74
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016159
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია ქინქლაძე | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №74
2012 წლის 28 დეკემბერი
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება (თან ერთვის).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 31 მაისის №50 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი, 010250020.35.162.016135).
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეზაქარია ქინქლაძე
დანართი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება
ეს დებულება განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სტრუქტურას, კომპეტენციას, ფუნქციებს და აწესრიგებს აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 1🔗.
საკრებულოს აპარატის სტატუსი
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – საკრებულო) აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით.
2. აპარატის ფუნქციაა: უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების, დროებითი სამუშაო ჯგუფებისა და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში; მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირთა საჯარო საქმიანობის შესახებ; ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოსახლეობის ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან.
3. აპარატს აქვს შტამპი და ბეჭედი საკუთარი დასახელებით.
4. აპარატის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
5. აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორცილებს საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 2🔗.
აპარატის ადგილსამყოფელი
აპარატის ადგილსამყოფელია: ქალაქი ახმეტა, ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. №49.
მუხლი 3🔗.
აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) და ეს დებულება.
2. აპარატის საქმისწარმოების წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით), საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4🔗.
აპარატის ძირითადი ფუნქციები
აპარატი დადგენილი წესით:
ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარებას, მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მომზადებასა და გამოქვეყნებას;
ბ) ამზადებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომაზე განსახილველ საკითხებს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ შესაბამის მასალებს;
გ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
დ) ორგანიზაციულ მომსახურებას უწევს საკრებულოს წევრებს უფლებამოსილების განხორციელებისას;
ე) უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას და სისტემატიზაციას, სხდომის ოქმების წარმოებას, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაციას, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზებას, კენჭისყრისას ხმების დათვლას;
ვ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას;
ზ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობას, უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას, შესაბამისი მასალების მომზადებას, დავალებათა აღრიცხვას და კონტროლს მათ შესრულებაზე.
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით), საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗.
აპარატის ხელმძღვანელობა
1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. აპარატის უფროსი:
ა) წარმართავს აპარატის საქმიანობას;
ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე;
დ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის დებულების (მასში ცვლილების შეტანის) პროექტს;
ვ) ადგენს შრომის შინაგანაწესს და დასამტკიცებლად წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.
4. აპარატის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს აპარატის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 6🔗.
აპარატის საჯარო მოსამსახურეები
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები და გარანტიები, მათი თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, წახალისებისა და პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
მუხლი 7🔗.
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამტკიცების წესი
1. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებას და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო.
2. აპარატის საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აპარატის უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.