⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.07.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2012
ძალის დაკარგვა 01.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №188
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.038.016140
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,462 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2012 მიღება
01.07.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრი სოზარ სუბარი მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება  №188 2012 წლის  27 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის №154 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრისოზარ სუბარი დანართი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (შემდგომში – გენერალური ინსპექცია) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 გენერალური ინსპექცია არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი. მუხლი 3🔗 გენერალური ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და მინისტრის ცალკეული დავალებებით. მუხლი 4🔗 გენერალური ინსპექცია თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. მუხლი 5🔗 გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც წარმართავს გენერალური ინსპექციის საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗 გენერალური ინსპექციის საქმიანობა ეფუძნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, პატივისა და ღირსების დაცვის, კანონიერების, მიუკერძოებლობისა და საჯაროობის პრინციპებს.  თავი II გენერალური ინსპექციის ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი მუხლი 7🔗 გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი; ბ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; გ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა; დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, დაწესებულების სისტემის ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება; ე) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე კონტროლის განხორციელება; ზ) სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება; თ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე კონტროლი; ი) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და შესაბამისი რეაგირება. მუხლი 8🔗 1. დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია: ა) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს მიმართოს მოთხოვნით, წერილობით ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის თაობაზე, აგრეთვე გენერალურ ინსპექციაში (ინსპექციის უფლებამოსილ მოსამსახურესთან) გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე; ბ) ჩამოართვას ახსნა-განმარტება ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამინისტროს მოსამსახურეები, მხოლოდ ნებაყოფლობით საწყისებზე; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიმართოს სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ თანამდებობის პირს რეკომენდაციით შესაბამისი დაწესებულების, ორგანოს საქმიანობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფის შესახებ; დ) ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებული მოქალაქეთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, დისციპლინური გადაცდომისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ფაქტებზე; ე) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში მოითხოვოს და დაუყოვნებლივ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) სამინისტროს სისტემის მოსამსახურისაგან სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისათვის აუცილებელი ან/და მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია; ვ) საჭიროებისამებრ, განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გამოიძახოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი მოსამსახურე, მიიღოს მისგან ახსნა-განმარტება; ზ) სამსახურებრივი შემოწმების წარმოებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მოითხოვოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ან მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით; თ) ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან; ი) სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით მინისტრს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს და განიხილოს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა საჩივრები და განცხადებები; ლ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის მიზნით შეისწავლოს და გააანალიზოს მის მიერ განხორციელებული შემოწმების პროცესში მოპოვებული მასალები და მინისტრს წარუდგინოს სათანადო რეკომენდაციები; მ) წარმოებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მოპოვებული მასალები, მინისტრთან შეთანხმებით, დადგენილი წესით, გადაუგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს; ნ) სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები საშვგამტარი ან სხვა შემზღუდავი რეჟიმის გვერდის ავლით დაუყოვნებლივ შევიდნენ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებსა და სამინისტროს სისტემის სარგებლობაში არსებულ შენობა-ნაგებობებში; ო) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. შემოწმების პერიოდში გენერალური ინსპექციის კანონშესაბამისი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მისი გასაჩივრება შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 9🔗 გენერალური ინსპექცია ვალდებულია: ა) წინასწარ წერილობით განუმარტოს პირს მისი უფლება უარი თქვას ახსნა-განმარტების მიცემაზე; ბ) ჩაატაროს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივი შემოწმება კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით; გ) უზრუნველყოს მოქალაქეებთან მუდმივი, პირდაპირი საინფორმაციო კავშირი და განიხილოს შემოსული შეტყობინებები თავისი კომპეტენციის ფარგლებში; დ) აწარმოოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის შემთხვევების სტატისტიკა, რეგულარულად მოახდინოს მისი კომპლექსური და თემატური ანალიზი, მოამზადოს სათანადო რეკომენდაციები სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად; ე) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა სამინისტროში კანონიერების დარღვევისა და სხვა არამართლზომიერი ქმედებების აღმოფხვრისაკენ მიმართული კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებაში; ვ) წელიწადში ორჯერ წარუდგინოს მინისტრს განზოგადებული ანგარიში გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ; ზ) უზრუნველყოს სამინისტროში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, მთავრობის დადგენილებების, პრემიერ-მინისტრის ბრძანებებისა და სამინისტროს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა განუხრელ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; თ) შეასრულოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. თავი III სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების წესი მუხლი 10🔗 1. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე გენერალური ინსპექცია ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას. 2. სამსახურებრივი შემოწმების ვადის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. გამონაკლის შემთხვევებში, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე. მუხლი 11🔗 1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები ვალდებულია მის დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისა და კანონდარღვევის ფაქტების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს გენერალურ ინსპექციას. 2. გენერალური ინსპექციისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუწოდებლობა, თუ ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილი იყო ან ცნობილი უნდა ყოფილიყო საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, იწვევს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 12🔗 1. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის, მოქალაქეთა წერილობითი საჩივრები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები (დადგენილებები), სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები, გენერალური ინსპექციის საქმიანობის პროცესში გამორკვეული ფაქტები, აგრეთვე გეგმური შემოწმების გრაფიკი. 2. სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური ინსპექციის უფროსი. მუხლი 13🔗 1. გენერალური ინსპექციის მოთხოვნა არ უნდა ზღუდავდეს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. 2. გენერალური ინსპექციის წერილობით მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს შემსრულებლის ვინაობა და მისი შესრულების გონივრული ვადა. 3. გენერალური ინსპექციის მოთხოვნა სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს მინისტრთან. მოთხოვნის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს ამ მოთხოვნის დადგენილ ვადაში შესრულების ვალდებულებისაგან, თუ მინისტრი არ მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას. მუხლი 14🔗 1. გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები დადგენილი წესით აღირიცხება და ინახება გენერალურ ინსპექციაში. აღნიშნული მასალების შენახვა და სახელმწიფო არქივისათვის გადაცემა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. პერსონალური მონაცემებისა და სხვა სახის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ან მისი ნაწილის გაცნობა ხდება კანონით დადგენილი წესით. 3. სამსახურებრივი შემოწმების მიმდინარეობისას, საქმის წარმოების პროცესში შედგენილი და საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოთხოვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 15🔗 1. გენერალური ინსპექცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ თანამდებობის პირს მიმართავს წარდგინებით კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე. 2. გენერალური ინსპექცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, მინისტრს მიმართავს წარდგინებით მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. 3. გენერალური ინსპექცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს წარუდგენს მოთხოვნას დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ. გენერალური ინსპექციის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. მუხლი 16🔗 გენერალური ინსპექციის მიერ სახელმწიფო, პირადი ან კომერციული საიდუმლოებების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვა, მიღება და გაცნობა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 17🔗 1. გენერალური ინსპექციის მოსამსახურე არ მონაწილეობს გენერალურ ინსპექციაში შემოსული ცნობებისა და შეტყობინებების განხილვაში, აგრეთვე შემოწმების წარმოებაში, თუ შემოწმების ობიექტი არის მის ნათესავი ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს ამ მოსამსახურის დაინტერესებაში შემოწმების შედეგებისადმი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას გენერალური ინსპექციის მოსამსახურე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენებას, თუ არ არის სახეზე სხვა, უფრო მძიმე კატეგორიის სამართალდარღვევის ნიშნები. 3. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის აცილების საკითხს წყვეტს გენერალური ინსპექციის უფროსი. გენერალური ინსპექციის უფროსის აცილების საკითხს წყვეტს მინისტრი. თავი IV გენერალური ინსპექციის სტრუქტურა მუხლი 18🔗 გენერალურ ინსპექციის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადამიანის უფლებათა დაცვის  სამმართველო; ბ) საფინანსო-სარევიზიო სამმართველო; გ) შიდა ინსპექტირების სამმართველო; მუხლი 19🔗 1. ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით უზრუნველყოფს: ა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელმყოფი ცალკეული ფაქტების გამოვლენასა და შებამისის რეაგირებას; ბ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგს, აგრეთვე წამების, არაჰუმანური მოპყრობისა და დასჯის ფაქტების გამოვლენასა და შესაბამის რეაგირებას; გ) სამინისტროში ადამიანის უფლებათა დამცველი სახელმწიფო ორგანოებიდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული რეკომენდაციების, განცხადებებისა და საჩივრების შესწავლასა და მათზე სათანადო რეაგირებას.  2. საფინანსო-სარევიზიო სამმართველო, ამ დებულების განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით, უზრუნველყოფს: ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ ფინანსების მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებების დაცვის და მათი ეფექტური გამოყენების მიზნით საფინანსო- სამეურნეო საქმიანობის კომპლექსურ და თემატურ შემოწმებას; ბ) სამინისტროში საბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლს; გ) სამინისტროში არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლს. 3. შიდა ინსპექტირების სამმართველო, ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით, უზრუნველყოფს: ა) ამ დებულებით დადგენილი წესით სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას წინასწარ შემუშავებული და დამტკიცებული გეგმის შესაბამისად; ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვაზე ზედამხედველობას; გ) მოქალაქეთა განცხადება-საჩივრების შესწავლასა და მათზე სათანადო რეაგირებას; დ) სამსახურებრივი შემოწმების სამუშაო გეგმის შემუშავებას; ე) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების წარმოებაზე კონტროლს; ვ) მინისტრთან ოპერატიული თათბირების მომზადებასა და ჩატარებას სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან ერთად, ახორციელებს კონტროლს თათბირზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე. ზ) ნებისმიერ დროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში შესვლას. თავი V გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები მუხლი 20🔗 1. გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექციის უფროსი. 2. გენერალური ინსპექციის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. გენერალური ინსპექციის უფროსი ანგარიშვალდებულია უშუალოდ მინისტრის წინაშე. მუხლი 21🔗 გენერალური ინსპექციის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს გენერალური ინსპექციის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს გენერალურ ინსპექციას დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია გენერალურ ინსპექციაზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს გენერალური ინსპექციის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად; დ) ანაწილებს მოვალეობებს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; ე) ზედამხედველობს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სამსახურებრივ შემოწმებას, ხოლო მინისტრთან შეთანხმებით აჩერებს ან წყვეტს სამსახურებრივ შემოწმებას; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს გენერალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ზ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს წლის განმავლობაში გეგმურ შემოწმებათა გრაფიკს; თ) ხელს აწერს გენერალური ინსპექციის მოთხოვნას, წარდგინებას, რეკომენდაციას და დასკვნას; ასევე მოქალაქეთა და ორგანიზაციათა განცხადებების პასუხად გენერალურ ინსპექციაში მომზადებულ დოკუმენტაციას; ი) აკონტროლებს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; კ) პერიოდულად ისმენს გენერალურ ინსპექციაში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ლ) შუამდგომლობს გენერალური ინსპექციისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია გენერალური ინსპექციის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; მ) შუამდგომლობს გენერალური ინსპექციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; ნ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს გენერალური ინსპექციის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, გენერალური ინსპექციის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ო) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით; პ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 22🔗 გენერალური ინსპექციის უფროსი წელიწადში ორჯერ – არა უგვიანეს 15 ივლისისა და 15 იანვრისა, მინისტრს წარუდგენს გასული ექვსი თვის განმავლობაში გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს. მუხლი 23🔗 გენერალური ინსპექციის უფროსის ანგარიში უნდა შეიცავდეს: ა) განზოგადებულ სტატისტიკურ მონაცემებს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების უზრუნველსაყოფად განხორციელებული საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე; ბ) განზოგადებულ მონაცემებს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სისტემაში გამოვლენილი მნიშვნელოვანი პრობლემებისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების, მათ შორის, კორუფციის ფაქტების თაობაზე; გ) ინფორმაციას საანგარიშო პერიოდში გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული რეკომენდაციებისა და წარდგინებების თაობაზე, სამინისტროს სისტემაში გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორების თვალსაზრისით; დ) ინფორმაციას გაწეულ რეკომენდაციებსა და წარდგინებებზე განხორციელებული რეაგირების თაობაზე, აგრეთვე მონაცემებს სათანადო რეაგირების გარეშე დარჩენილი წინადადებებისა და გაუთვალისწინებელი რეკომენდაციების თაობაზე; ე) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემულ საქმეთა ჩამონათვალს, აგრეთვე ინფორმაციას ამ საქმეების შემდგომი მსვლელობის თაობაზე; ვ) ინფორმაციას საანგარიშო წლის განმავლობაში გამოვლენილი დარღვევების შედეგად სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მხრიდან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ოდენობის, კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოსათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართვის შემთხვევებისა და მიღწეული შედეგების თაობაზე. მუხლი 24🔗 1. გენერალური ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს გენერალური ინსპექციის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს გენერალური ინსპექციის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) ახდენს ჩატარებული შემოწმების შედეგების წინასწარ განხილვას, ვიზირებას უკეთებს ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე შედგენილ დასკვნას; დ) გენერალური ინსპექციის უფროსისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. 3. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გენერალურ ინსპექციაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია გენერალური ინსპექციის უფროსისა და მინისტრის წინაშე. 4. გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე.  მუხლი 25🔗 1. გენერალურ ინსპექციაში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 2. სამმართველოს უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) იხილავს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას, მონაწილეობს მათ განხილვაში; გ) ამზადებს და გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით განსახილველად წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს წინადადებებს ჩასატარებელი შემოწმების შესახებ; დ) ანაწილებს დავალებებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; ე) ახორციელებს კონტროლს გენერალური ინსპექციის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; ვ) ეცნობა სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ წარმოდგენილ დასკვნას ან მოხსენებით ბარათს, აკეთებს ვიზირებას და გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს; ზ) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; თ) აკონტროლებს შემოწმებების მიმდინარეობის მდგომარეობას და კვირაში ერთხელ გენერალური ინსპექციის უფროსს მოახსენებს შემოწმებების მიმდინარეობის მდგომარეობის შესახებ; ი) ყოველთვიურად, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; კ) გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციის, სამმართველოს მოსამსახურეებისათვის პრემიის დანიშვნის, მათი წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ; ლ) გენერალური ინსპექციის უფროსს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად; მ) გენერალური ინსპექციის უფროსთან შუამდგომლობს სამმართველოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; ნ) შემოწმების პერიოდში სამმართველოს უფროსის კანონიერი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მისი გასაჩივრება შეიძლება გენერალური ინსპექციის უფროსთან; ო) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია გენერალური ინსპექციის უფროსის და მისი მოადგილის წინაშე. მუხლი 26🔗 გენერალურ ინსპექციაში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) გენერალური ინსპექციის მრჩევლები; ბ) გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტები; გ) გენერალური ინსპექციის სპეციალისტები; დ) გენერალური ინსპექციის უფროსი ინსპექტორები; ე) გენერალური ინსპექციის ინსპექტორები.