⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2014)
გაუქმებულია:

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.12.2012
ძალაში შესვლა 01.01.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.114.016148
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,733 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2012 მიღება
01.01.2013 ძალაში შესვლა
01.01.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება   №53 2012 წლის 26 დეკემბერი დ. ჩოხატაური ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი (თან ერთვის). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №71 ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია 2013  წლის 1 იანვრიდან.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეანტონ ხუნდაძე დანართი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი წინამდებარე წესი აწესრიგებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური დაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს. თავი I სოციალური დახმარების სახეები მუხლი 1🔗 ფულადი სოციალური დახმარები სახეები 1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები, რომლებიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემას ექვემდებარება, შემდეგია: ა) დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი ყოველთვიური დახმარება; ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების სარიტუალო მომსახურება; გ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება; დ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი ყოველთვიური დახმარება; ე) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ქვრივებისადმი მატერიალური დახმარება; ვ) მარტოხელა უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; ზ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება; თ) დევნილთა ერთჯერადი დახმარება; ი) ეკონომიურად შეჭირვებულ ოჯახებზე სათბობის შეძენაზე დახმარება; კ) სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ, მძიმე საცხოვრებელ და ეკონომიკურ პირობებში მყოფი ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება; ლ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება; მ) თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირების დახმარება, რომლებიც გადიან დიალეზის კურსს (მგზავრობის ღირებულება); ნ) ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება. 2. ამ მუხლის     პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეები და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი ყოველთვიური    დახმარება, დედ-მამით ობოლი ბავშვების ყოველთვიური დახმარება, თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირების დახმარება, რომლებიც გადიან დიალეზის კურსს (მგზავრობა), ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება  - ყოველთვიური ხასიათისაა და მთელი წლის განმავლობაში გაიცემა, ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანაჩენი სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა ერთჯერადად ხდება. მუხლი 2🔗 არაფულადი სოციალური დახმარების სახეები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები: ა) 18-დან 60 წლამდე ასაკის შეჭირვებულ პირებზე გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების შეძენაზე დაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდებიან სახელმწიფო პროგრამით და სამედიცინო პოლისით, მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სტაციონარული სამედიცინო მომსახურება ; ბ) ონკოლოგიური დაავადებით დაავადებულთა სამედიცინო სტაციონარული მომსახურების დაფინანსება; გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სამედიცინო სტაციონარული მომსახურებისა და მედიკამენტების შეძენაზე დახმარება; დ) 0-დან 5 წლამდე და 5-დან 18 წლამდე ასაკის შეჭირვებულ ოჯახთა ბავშვების გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება, რომლებიც არ სარგებლობენ სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებით და სამედიცინო პოლისით. 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვების სტაციონარული სამედიცინო მომსახურებაზე დახმარება და 5-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების ყელ-ყურ-ცხვირის პროფილის დაავადებით დაავადებულთა ოპერაციული მკურნალობის დაფინანსება; ე) მშობიარეთა 50%-იანი თანადაფინანსება  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში. თავი II ერთჯერადი ფულადი დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 3🔗 მშობიარეთა 50%–იანი თანადაფინანსება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში 1. მშობიარეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა 70001-დან 120000-მდეა, ან შეჭირვებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-მდეა, მაგრამ მშობიარობის მომენტისათვის არ სარგებლობენ სამედიცინო დაზღვევის პოლისით დაფინანსდებიან მშობიარობის 50%-იანი თანადაფინანსებით. 2. დახმარების მისაღებად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მშობიარის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ; ე) ფორმა №100 სამშობიაროდან; ვ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ანგარიშფაქტურა. 3. იმ შემთხვევაში თუ მშობიარე რეგისტრირებული არ არის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დამატებით უნდა წარმოადგინოს მეუღლის პირადობისა და ქორწინების მოწმობის ასლები. 4. თუ მშობიარობის წინ ან გართულებული მშობიარობის დროს საჭირო გახდება ორსულის/მშობიარის უფრო მაღალ სამედიცინო დონის კლინიკაში გაგზავნა, მას მიეცემა ოფიციალური მიმართვა ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებიდან, რომლის ასლს სხვა საჭირო საბუთებთან ერთად ის წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მშობიარობის თანაგადახდის თანხით დაფინანსების მოთხოვნის დროს. 5. მშობიარის ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვროს არა უმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა. 6. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. მუხლი 4🔗 საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების სარიტუალო მომსახურება 1. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილებიდან, რომ გარდაცვლილი იყო ომის მონაწილე პენსიონერი; გ) ომის ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ე) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ. 2. თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. 3. პირის ოჯახის წევრებად ჩაითვლება: ა) მშობელი, ბ) შვილი (გერი), გ) მეუღლე, დ) და-ძმა, ე) ბებია-ბაბუა, ვ) კანონიერი წარმომადგენელი. მუხლი 5🔗 საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება 1. ქ.თბილისში 1989 წლის 9 პრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის, აფხაზეთის კონფლიქტისა და სამაჩაბლოში რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაღუპულთა ოჯახები და ქ.თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად მოწამლული პირები ერთჯერადად მიიღებენ ფულად დახმარებას თითოეული 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. მუხლი 6🔗 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ქვრივებისადმი    დახმარება 1. დახმარება გაიცემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, 2013 წლის 9 მაისს, დაზუსტებული სიის მიხედვით. 2. ომის თითოეულ მონაწილესა და ომში დაღუპულთა ქვრივებზე გაიცემა 100 (ასი) ლარი. მუხლი 7🔗 მარტოხელა, უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (რომელთაც არ ჰყავთ პირდაპირი მემკვიდრე დედა, მამა, მეუღლე, ბებია, ბაბუა, შვილი, გერი, შვილიშვილი) 1. სარიტუალო მომსახურების თანხის მისაღებად მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) დაკრძალვის ხარჯის გამღების წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობა; დ) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ; ე) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა. 2. უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების ხარჯი ანაზღაურდება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 3. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.      მუხლი 8🔗 ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება 1. დახმარების მისაღებად ხანდაზმული (100 და მეტი წლის ასაკის) პირის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) ხანდაზმული პირის წერილობითი განცხადება; ბ) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის  ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი – თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრია; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის განყოფილებიდან ხანდაზმული პირის პენსიონერობისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ე) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ. 2. თითოეულ ხანდაზმულ პირზე წლის განმავლობაში გაიცემა 300 (სამასი) ლარი. მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. მუხლი 9🔗 დევნილთა დახმარება 1. დევნილთა დახმარების პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს: ა) ზამთრისათვის საჭირო სათბობის შესაძენად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აღრიცხვაზე მყოფ დევნილთა თითოეულ ოჯახს ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე გადაერიცხება 180 (ასოთხმოცი) ლარი ერთჯერადად; ბ) დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი დევნილის ოჯახი ერთჯერადად მიიღებს 200 (ორასი) ლარს. გ) სხვა გარდაუვალ აუცილებლობასთან დაკავშირებით დევნილის ოჯახი მიიღებს ერთჯერადი დახმარების სახით 100 (ასი) ლარს. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა  წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი: გ) დევნილის დამადასტურებელი საბუთის ასლი; დ) დევნილი პირის გარდაცვალების ცნობა, დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში; ე) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ. 3. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. მუხლი 10🔗 ეკონომიურად შეჭირვებული ოჯახებისთვის სათბობის  შეძენაზე დახმარება 1. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – რწმუნებულის შუამდგომლობა ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ; დ) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ. 2. დახმარება გაეწევათ პირებს, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მარტოხელა პირები, მარტოხელა პენსიონრები,  უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები. 3. ეკონომიურად შეჭირვებულ თითოეულ ოჯახზე სათბობის შესაძენად გაიცემა ფულადი დახმარება 180 (ასოთხმოცი) ლარამდე ფარგლებში. 4. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. მუხლი 11🔗 სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი,  მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება (გამონაკლის შემთხვევაში ბინის შეძენა ან დაქირავება), მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება. 1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. გ) შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის შუამდგომლობა ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ, რომელიც დეტალურად უნდა ასახავდეს განმცხადებლის ოჯახის შემადგენლობას და სოციალურ მდგომარეობას, მის წინაშე წამოჭრილ პრობლემებს. დ) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ. 2. სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახთა მდგომარეობას შეისწავლის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა სამსახური. 3. სამსახურის მიერ სახლის დაზიანების ხარისხის მიხედვით შეირჩევა ოჯახები და სათანადო დასკვნის საფუძველზე გაიცემა  შესაბამისი დახმარება. 4. დახმარება გაიცემა მინიმუმ 100 ლარის ოდენობით ერთჯერადად, სახლის დაზიანების ხარისხის მიხედვით, ხოლო ბინის ქირის ხარჯი, ყოველთვიურად არა უმეტეს 100 (ასი) ლარისა. 5. მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი  დახმარება გაიცემა  არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი) ლარისა. 6. დახმარება გაიცემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. თავი III ყოველთვიური ფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 12🔗 დედ-მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარება 1. დედ-მამით ობოლი ბავშვების კანონიერმა წარმომადგენელმა დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის ასლი; ე) ცნობა კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის შესახებ. 2. დახმარება გაიცემა ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით, მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.  მუხლი 13🔗 მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 1. მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, გაიცემა ყოველთვიური ფულადი დახმარება,თუ მათი სარეიტინგო ქულა 10 000-ზე ნაკლებია, 57 000-ზე მეტია და არ აღემატება 100 000-ს. 2. დახმარების დასანიშნად მშობლებმა მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა წარმოადგინონ: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი; გ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი; დ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; ე) ცნობა განმცხადებლის საბანკო ანგარიშის შესახებ; ვ) ცნობა ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ. 3. ფულადი დახმარება განისაზღვრება თითოეულ ბავშვზე თვეში 25 ლარის ოდენობით. 4. ყოველთვიური ფულადი დახმარება ირიცხება განმცხადებლის პირად ანგარიშზე. 5. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. მუხლი 14🔗 საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისადმი ყოველთვიური ფულადი დახმარება 1. ქ.თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის, აფხაზეთის კონფლიქტისა და სამაჩაბლოში რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაღუპულთა თითოეული ოჯახი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან ყოველთვიური დახმარების სახით მიიღებს 50 (ორმოცდაათი) ლარს. 2. ყოველთვიური დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, დაზუსტებული სიის მიხედვით. 3. ყოველთვიური დახმარება ირიცხება ბენეფიციარის პირად ანგარიშზე. თავი IV არაფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 15🔗 ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება 1. დახმარების მისაღებად ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ფორმა №100; დ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი; ე) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ. 2. დახმარება გაიცემა ყოველთვიურად, მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტარაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, თითოეულ ბავშვზე 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. მუხლი 16🔗 18-დან 60 წლამდე ასაკის შეჭირვებული პირების,  რომლებიც არ ექვემდებარებიან სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებას, გადაუდებელ  სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებაზე და მედიკამენტების შეძენაზე დახმარება. მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებაზე დახმარება 1. 18-დან 60 წლამდე ასაკის იმ პირებზე, რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას, მედიკამენტების შეძენას, მაგრამ არ ექვემდებარებიან სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებას და რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001-დან 120 000-მდეა, გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება. ხოლო მკვეთრად გამოხატული შშმ პირებს დახმარება გაწევათ სარეიტინგო ქულის გარეშე. 2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან; დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა; ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ; ვ) შშმ პირის  დამადასტურებელი საბუთი. 3. დახმარება გაიცემა 40%-იანი თანადაფინანსებით, მაგრამ არა უმეტეს 300 (სამასი) ლარისა, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში (სამედიცინო სტაციონარული მომსახურება 3 000 ლარს ზევით, უბედური შემთხვევა,  არ აქვს სარეიტინგო ქულა ან აქვს 120 000 ზევით) კი – არაუმეტეს 500 ლარისა, მკვეთრად გამოხატული შშმ პირის შემთხვევაში დარჩენილი 20% -იანი დაფინანსება სრულად, არა უმეტეს 300 ლარისა. 4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. 5. მედიკამენტების შესაძენი თანხა ჩაერიცხება შესაბამის სააფთიაქო დაწესებულებას წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურისა და სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ფორმა №100-ის საფუძველზე არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა. მუხლი 17🔗 0-დან 5 წლამდე და  5-დან 18 წლამდე ასაკის შეჭირვებულ ოჯახთა ბავშვების გადაუდებელ სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებაზე დახმარება, რომლებიც არ სარგებლობენ სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებით და სამედიცინო პოლისით.  0-დან 18 წლამდე ასაკის  შშმ  ბავშვების  სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებაზე დახმარება. 0-დან 5 წლამდე და 5-დან18 წლამდე ბავშვების ყელ-ყურ-ცხვირის პროფილის დაავადებით დაავადებულთა ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება 1. 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების და 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას, გაეწევათ ერთჯერადი დახმარება. 2. 5-დან 18 წლამდე ასაკის შეჭირვებულ ოჯახთა ბავშვებს, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას და რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 001-დან 120 000-მდეა,  ან ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 70000-მდე, მაგრამ არ სარგებლობენ სამედიცინო პოლისით – გაეწევათ ერთჯერადი დახმარება; 3. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან და ანგარიშ-ფაქტურა; ე) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ; ვ) შშმ პირის დამადასტურებელი საბუთი. 4. 5-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე დახმარება გაიცემა 50%-ის თანადაფინანსებით, არაუმეტეს 400(ოთხასი) ლარისა, ხოლო 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისა და 0-დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვებისათვის დარჩენილი 20% -ის დაფინანსება სრულად, არა უმეტეს 400 ლარისა. 5. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. მუხლი 18🔗 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების შესაძენად დახმარება 1. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან; დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურა; ე) მეორე     მსოფლიო ომის ვეტერანის  მოწმობის ასლი; ვ) შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულებიდან ანგარიშ-ფაქტურა. 2. დახმარება სამედიცინო მომსახურებაზე გაიცემა თითოეულ ვეტერანზე არაუმეტს 400 (ოთხასი) ლარისა, ხოლო მედიკამენტების შესაძენი თანხა განისაზღვროს 150 (ასორმოცდაათი) ლარის ფარგლებში წლის განმავლობაში. 3. თანხა ჩაირიცხოს შესაბამის სამედიცინო და   სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის(ბრძანების)საფუძველზე. მუხლი 19🔗 ონკოლოგიური დაავადებით დაავადებულთა სამედიცინო სტაციონარული მომსახურების დაფინანსება 1. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა №100); დ) სამედიცინო დაწესებულებიდან ანგარიშ-ფაქტურა. 2. დახმარება სამედიცინო მომსახურებაზე გაიცეს თითოეულ ავადმყოფზე არა უმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა. 3. თანხა ჩაირიცხოს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. მუხლი 20🔗 თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება, რომლებიც გადიან დიალიზის კურსს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან არაფულადი დახმარების მიმღები არიან თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირები, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დიალეზის კურსის ჩატარებას. დახმარების მისაღებად პიროვნებამ მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა დიალიზის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ; დ) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ. ე) თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. თავი V სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 21🔗 სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყება 1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა სამსახური. 2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე. მუხლი 22🔗 ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა 1. სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს (საკრებულოს თავმჯდომარე). 2. გამგეობის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციას ქრონოლოგიურად, სპეციალურ, დანომრილ, ბეჭედდასმულ და ზონარგაყრილ ჟურნალში. 3. გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში რეგისტრაციისას, წერილობით განცხადებაზე ასლების სახით თანდართული ყველა დოკუმენტი ადმინისტრაციული სამსახურის პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ უნდა შედარდეს დედანთან. წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგეობა. 4. გამგეობაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციითურთ მათ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე შესაბამისი ბრძანების პროექტის მოსამზადებლად ეგზავნება სოციალურ საკითხთა სამსახურს. მუხლი 23🔗 სამსახურის მიერ განცხადებების განხილვა 1. მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსულ განცხადებებს განიხილავს სოციალურ საკითხთა სამსახური. 2. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სამსახურის ბრძანების პროექტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) გაიცემა სოციალური დახმარებები. მუხლი 24🔗   სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღება 1. სამსახური სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. 3. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა  ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანების დადგენა, სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის მიერ საცხოვრებელი სახლის ან ბინის  შეძენა და ა.შ. 4. ყოველთვიური ინფორმაცია დახმარების ახალი დანიშვნის ან შეწყვეტის შესახებ, დასკვნის სახით, სამსახურის უფროსის მიერ ეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს ხელმოსაწერად კონტინგენტის მონაცვლეობის სიებთან ერთად. მუხლი 25🔗 სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება 1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ, რომელიც სამსახურის ბრძანების პროექტის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას). 2. გამგებლის ბრძანებით განისაზღვრება ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა და ინიშნება სოციალური დახმარება. 3. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესისმე-16, მე-17, მე-18დამე-19 მუხლებით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო და სასწრაფო სამედიცინო სტაციონარული მომსახურების  თანადაფინანსება და როდესაც დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს სამსახურის ბრძანების პროექტის გარეშეც, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).