„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს შექმნისა და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №08.32.412 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება №35.06.1268 |
|
2012 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი |
ა) წესდების (დებულების) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ გ“ ქვეპუნქტი:
„გ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური;“
ბ) წესდების (დებულების) მე-7 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. სააგენტოს სამსახურების უფლება-მოვალეობები
1. პრივატიზების სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) უძრავი ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვა–რეგისტრაცია და გამიჯვნა-გაერთიანება;
ბ) უძრავი ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციისთვის უძრავი ქონების აზომვითი, საკადასტრო და სხვა სამუშაოების წარმოება;
გ) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავ–მოძრავი ქონების განკარგვისთვის მომზადება;
დ) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისა და ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული ან/და 100% წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული), ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;
ე) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციათა განხილვა;
ვ) სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ზ) სამსახურის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების მომზადება;
თ) სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
ი) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება.
2. საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა მართვა ამ წესდებით (დებულებით) დადგენილ ფარგლებში;
ბ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა შესახებ ინფორმაციის მომზადება ქ. თბილისის მთავრობისთვის წარსადგენად;
გ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა ხელმძღვანელი პირების დანიშვნა/გათავისუფლების, მათი სახელფასო განაკვეთების, საწარმოთა სტრუქტურის შესახებ შესაბამისი პროექტების მომზადება და ქ. თბილისის მთავრობისათვის წარდგენა;
დ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებში დარღვევა-ნაკლოვანებების შემთხვევაში სათანადო ზომების მიღება;
ე) საწარმოთა აუდიტორული შემოწმების კოორდინაცია;
ვ) საპრივატიზებო უძრავი ქონების ანალიზი და ბიზნეს-გეგმების შემუშავება;
ზ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ქალაქგეგმარებითი შესწავლა, მოცემული უძრავი ქონების პრივატიზების მიზნით;
თ) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ი) სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობისა და ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
კ) სააგენტოს ეკონომიკური საქმიანობის სრულყოფა და ანალიზი;
ლ) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციათა განხილვა;
მ) სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ნ) სამსახურის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების მომზადება;
ო) სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.
3. ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმების უზრუნველყოფა;
ბ) სააგენტოს მიერ გასაწევი ფასიანი მომსახურების კოორდინაცია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად;
გ) დაინტერესებული პირების შესაბამისი ინფორმაციით/მომსახურებით უზრუნველყოფა;
დ) სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ე) სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობა;
ვ) დოკუმენტაციის სამართლებრივი შეფასება;
ზ) ცალკეული ინდივიდუალური და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
თ) აქტებისა და ხელშეკრულებების შესრულების ანალიტიკა;
ი) დოკუმენტბრუნვისა და საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
კ) საზოგადოებასთან ურთიერთობა;
ლ) მონაცემთა ბაზების შექმნა, დამუშავება და ანალიტიკური უზრუნველყოფა;
მ) სამსახურის პროგრამული უზრუნველყოფა;
ნ) თავის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციათა განხილვა;
ო) სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
პ) სამსახურის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების მომზადება;
ჟ) სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.“.
|