⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.05.2018)
გაუქმებულია:

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.12.2012
ძალის დაკარგვა 03.05.2018
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.169.016107
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,854 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.12.2012 მიღება
03.05.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (5)
1 I.  უფასო კვების ობიექტის დაფინანსება
2 II.  ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი
საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ნატროშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
დასახელება
ერთ  ბენეფიციარზე  ან ოჯახზე სულ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №39 2012 წლის 26 დეკემბერი ქ.დედოფლისწყარო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის და 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამა (დანართი 1)   და პროგრამის ბიუჯეტი (დანართი 2). მუხლი 2🔗 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების  2013 წლის პროგრამის დაფინანსება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული  ასიგნების ფარგლებში. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარელევან ნატროშვილი დანართი 1 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამა თავი I დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ზოგადი მიმოხილვა მუხლი 1🔗. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს 2013 წლის განმავლობაში. მუხლი 2🔗. პროგრამის აქტუალობა 1. საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება; 2. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, სოციალური ფონი არასასურველია. დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას; 3. სერიოზული და ანგარიშგასაწევია მძიმე სოციალური მდგომარეობით გამოწვეული უარყოფითი გავლენა მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მუხლი 3🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია: 1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება; 2. სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა; 3. სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვეთა; 4. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა; 5. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა დახმარება; 6. მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა. 7. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებულებისათვის, უსახლკაროებისათვის და ოჯახებისათვის, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, დახმარების გაწევა; 8. უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში; 9. სოციალური დახმარების პროგრამაში ვეტერანთა ინტერესების გათვალისწინება. მუხლი 4🔗. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია: 1.  სამართლებრივი საფუძვლების შექმნა; 2. მიზნობრივი პროგრამული მართვის პრინციპებზე გადასვლა; 3. სოციალური დახმარების ტექნოლოგიების სრულყოფა და განახლება; 4. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, იდენტიფიკაცია და მონაცემთა ბაზის ფორმირება; 5. სოციალური სამსახურის სხვა სამსახურებთან კონტაქტის გაღრმავება; 6. მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა; 7. ანალიზი და საინფორმაციო უზრუნველყოფა. თავი II სოციალური დახმარების პრიორიტეტები და  სოციალური ღონისძიებები მუხლი 5🔗. სოციალური დახმარების პრიორიტეტები სოციალური დახმარების პრიორიტეტებია: 1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახი; 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ინვალიდი) ბავშვთა (18 წლამდე)  ოჯახი; 3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა  (18 წლამდე)  ოჯახი; 4. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 5.  მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე) ბავშვი; 6.  მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი; 7. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული, დაჭრილი და დაზარალებული (დევნილი) ოჯახი; 8. ხანძრით, მიწისძვით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით  დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს; 9. მეორე მსოფლიო ომის გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახი; 10. უპატრონო მიცვალებული. მუხლი 6🔗. სოციალური ღონისძიებები სოციალური ღონისძიებებია: 1. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება; 2. სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება ან თანადაფინანსება; 3. სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა; 4. სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა; 5. შრომითი მოვალეობის შერულებისას,  მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თავი III სოციალური დახმარების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა,  საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა მუხლი 7🔗. სოციალური დახმარების დაფინანსება სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსების წყაროა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის გათვალისწინებულია 374000 (სამას სამოცდათოთხმეტი ათასი) ლარი. მუხლი 8🔗. მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება დადგენილების დანართი 2 -ის  შესაბამისად. მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო დოკუმენტაცია სოციალური დახმარების გასაცემად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია: 1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახი: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა ; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან; ე) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ინვალიდი) ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობა; გ) ბავშვის დაბადების მოწმობა; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა; ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან; ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. 3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი: ა) განცხადება; ბ) მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობა; გ) ბავშვის დაბადების მოწმობა; დ) მშობლის ან მშობლების გარდაცვალების მოწმობ(ებ)ა; ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან; ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. 4. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი: ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობები; გ) ბავშვის დაბადების მოწმობა; 5. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) ბავშვი: ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობა; გ) ბავშვების დაბადების მოწმობა; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან; ე) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. 6. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი: ა) განცხადება; ბ) მშობლის პირადობის მოწმობა; გ) მშობლის დაბადების მოწმობა; დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ა; ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან; ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. 7.  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული, დაჭრილი და დაზარალებული (დევნილი) ოჯახი: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობა; გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. 8. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით  დაზარალებული ოჯახი, უსახლაკრო ოჯახი  და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობა; გ) ცნობა ხანძრის, მიწისძვრის, ბუნებრივი კატასტროფის, სხვა განსაკუთრებული შემთხვევის, უსახლკაროდ დარჩენის და სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ შესაბამისი სამსახურიდან; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან; ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია (ოჯახის უსახლკაროდ დარჩენის ან ალტერნატიული ფართის არქონის შემთხვევაში). 9. მეორე მსოფლიო ომის გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახი: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობა; გ) ვეტერანის მოწმობა; დ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა ; ე) ტერიტორიულ ორგანოებში გამგეობის რწმუნებულის ცნობა. 10. უპატრონო მიცვალებული: ა) ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია. მუხლი 10🔗. სოციალური დახმარების ოდენობა 1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ინვალიდი) ბავშვთა (18 წლამდე)  ოჯახი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა  ოჯახი,  რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 4. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა  ოჯახი,  რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 5. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  – 300 ლარი; 6. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასკის ბავშვი) – 8  (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 7. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასკის ბავშვი) – 12  (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 8.  მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 9. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 10. ხანძრით, მიწისძვით და ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლაკრო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს – 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარამდე ყოველთვიურად (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), ბინის ქირის დასაფარად,  კვარტალში ერთხელ გადამოწმების საფუძვეელზე; 11. მეორე მსოფლიო ომის გადაცვლილი ვეტერანის ოჯახი – 250 ლარი; 12. უპატრონო მიცვალებული – 300 ლარი. მუხლი 11🔗. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება 1. უფასო კვების ობიექტების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. 2. სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება ან თანადაფინანსება და შრომითი მოვალეობის შერულებისას,  მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის  ანაზღაურება მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე. 3. გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე. თავი IV დასკვნითი დებულებები მუხლი 12🔗. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი  სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმია: 1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა დაინიშნება, შეწყდება და გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად. 2. სოციალური დახმარების მისაღებად, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. 3. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) დახმარება ჩაირიცხება მომსახურე ბანკში,  მოქალაქის მიერ გახსნილ   ან სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ანგარიშზე. 4. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე. 5. მოქალაქემ დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა. 6. სოციალური დახმარება II თავის მე-5 მუხლით განსაზღვრულ კატეგორიებზე (გარდა მე-4, მე-7, მე-9 და მე-10 პუნქტებისა) გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000 და ნაკლებია . 7. 2012 წელს შეუსრულებელი ვალდებულება გათვალისწინებულ იქნეს 2013 წლის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტში. მუხლი 13🔗. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან: 1. საორგანიზაციო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური; 2.   საფინანსო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური. მუხლი 14🔗. პროგრამის განხორციელების ვადა პროგრამის განხორციელების ვადაა 2013  წლის 01 იანვარიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით. მუხლი 15🔗. პროგრამის რეალიზაციის საინფორმაციო უზრუნველყოფა პროგრამის რეალიზაციის შესახებ მოსახლეობას პერიოდულად ეცნობება პრესისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის  მეშვეობით. მუხლი 16🔗. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია: 1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა; 2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად პროგრამაში ჩართვის მაქსიმალურობა; 3. დაგეგმილი და ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობა; 4. სოციალური დახმარების გაცემის ვადები. მუხლი 17🔗. პროგრამის განხორციელების შედეგი პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება: 1. სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა; 2. უკიდურას გაჭირვებული ფენის შემცირებისათვის ხელშეწყობა; 3. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება; 4. მძიმე სოციალური პირობების გავლენის შემცირება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე; 5. სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებული პირების მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება. დანართი 2 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2013 წლის  პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა № დასახელება ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა სოციალური დახმარების  მოცულობა (ლარი) რეალიზაციის ვადა ერთ  ბენეფიციარზე  ან ოჯახზე სულ 1 I.  უფასო კვების ობიექტის დაფინანსება 170000 ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად 2 II.  ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი 16 250 4000 III. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება 200000 ა) ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი ბავშვი 30 8 ლარი ყოვეთვიურად 2880 პროგრამის შესაბამისად ბ) ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი 30 12 ლარი ყოველთვიურად 4320 პროგრამის შესაბამისად გ) I ჯგუფის ინვალიდი 105 8 ლარი ყოველთვიურად 10080 პროგრამის შესაბამისად დ) ინვალიდი ბავშვი 20 8 ლარი ყოვეთვიურად 1920 პროგრამის შესაბამისად ე) მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი ბავშვი 50 8 ლარი ყოვეთვიურად 4800 პროგრამის შესაბამისად ვ) მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი 15 12 ლარი ყოველთვიურად 2160 პროგრამის შესაბამისად ზ) მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი 36 8 ლარი ყოვეთვიურად 3456 პროგრამის შესაბამისად თ) მრავაშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი 95 12 ლარი ყოველთვიურად 13680 პროგრამის შესაბამისად ი)  ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი 100 300 30000 პროგრამის შესაბამისად კ)  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული, დაჭრილი და დაზარალებული (დევნილი) ოჯახების დახმარება 3000 პროგრამის შესაბამისად ლ) უპატრონო მიცვალებული 5 300 1500 პროგრამის შესაბამისად მ) სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება (თანადაფინანსება) 16704 პროგრამის შესაბამისად ნ) ხანძრით, მიწისძვით , ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს 45 75 ლარამდე 40500 პროგრამის შესაბამისად ო) სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა 60000 პროგრამის შესაბამისად პ) 2012 წლის ვალდებულება 5000 პროგრამის შესაბამისად სულ 374000