აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესახებ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება ძალადაკარგული სახელმწიფო მმართველობა
მიღების თარიღი 27.12.2012
ძალის დაკარგვა 13.02.2017
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ნომერი №19 უ.ს.რ.ს.
სარეგისტრაციო კოდი 010340000.31.056.016027
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 27 დეკემბრის №19 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება 10.02.2017
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს რანგების მიხედვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა თანდართული რეესტრი.
2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატმა უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული რანგების მიხედვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
3.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად ჩაითვალოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 28 იანვრის №30 დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო თანამდებობათა რეესტრის შესახებ“.
4.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეავთანდილ ბერიძე
ჩაქვი,
27 დეკემბერი 2012 წ.
N19 უ.ს.რ.ს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
აპარატის საჯარო თანამდებობები
მუხლი 1🔗.
მთავარი საჯარო თანამდებობა
1. მთავარი საჯარო თანამდებობა – უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.
2. სხვა მთავარი საჯარო თანამდებობა:
ა) უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე;
ბ) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი;
გ) დეპარტამენტის უფროსი;
დ) სამსახურის უფროსი;
ე) კომისიის აპარატის უფროსი;
ვ) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს უფროსი;
ზ) მთავარი ბუღალტერი;
თ) შიდა აუდიტორი.
მუხლი 2🔗.
წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე;
ბ) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე;
გ) კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე;
დ) განყოფილების უფროსი;
ე) აპარატის უფროსის თანაშემწე.
მუხლი 3🔗.
უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) მთავარი სპეციალისტი;
ბ) წამყვანი სპეციალისტი;
გ) უფროსი სპეციალისტი;
დ) უფროსი სპეციალისტი – მდივან-რეფერენტი.
მუხლი 4🔗.
უმცროსი საჯარო თანამდებობა
ა) მდივან-სპეციალისტი;
ბ) სპეციალისტი.