⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2014)
გაუქმებულია:

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.12.2012
ძალაში შესვლა 01.01.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო აჟარის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.102.016060
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,152 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2012 მიღება
01.01.2013 ძალაში შესვლა
01.01.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სპარტაკ გურჩიანი აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2012 წლის 28 დეკემბერი ქ.თბილისი აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის თანდართული წესი. მუხლი 2🔗    ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის  №33 დადგენილება ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი იანვრიდან. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2013  წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი    ეს წესი განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის ან/და მოქალაქეებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. თავი I სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 1🔗. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე იძულებით გადაადგილებული პირები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში. 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წარმომადგენელმა (მშობელმა, მეურვემ/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ამონაწერი/ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან); გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების შემთხვევაში ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ე) დევნილის მოწმობის ასლი; ვ) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 2🔗. ხანდაზმულთა (ოთხმოცი და მეტი წლის ასაკის) დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და რომელთაც შეუსრულდათ 80 და მეტი წელი. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) დევნილის მოწმობის ასლი; დ) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 3🔗. მარტოხელა პენსიონერების დახმარება  1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არიან მარტოხელა პენსიონერები. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველის ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; დ) დევნილის მოწმობის ასლი; ე) საბანკო ანგარიში; 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 4🔗. უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;  ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველის ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; დ) დევნილის მოწმობის ასლი;  ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 5🔗. მარჩენალდაკარგულ პირთა დახმარება 1. იძულებით გადაადგილებული ბავშვებს 0-დან 18 წლამდე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არიან მარჩენალდაკარგული პირები, დახმარება გაეწევა ერთჯერადად, 200 ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა მარჩენალის გარდაცვალების შესახებ; დ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; ე) დევნილის მოწმობის ასლი; ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 6🔗. ომში დაღუპულ პირთა ოჯახის დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაეწევა სოციალური დახმარება იძულებით გადაადგილებულ ომში დაღუპულ პირთა ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში. 2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) ომში დაღუპული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) დევნილის მოწმობის ასლი;  ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 7🔗. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ 3 და მეტი შვილი 0-დან 18 წლამდე.  2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები; დ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ე) დევნილის მოწმობის ასლი;  ვ) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 8🔗. მარტოხელა დედების დახმარება 1. ერთჯერად (200 ლარის ოდენობით) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და არიან მარტოხელა დედები. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ინფორმაცია  მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის  რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ; დ) დევნილის მოწმობის ასლი; ე) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი ან/და შესაბამისი დოკუმენტი სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან; ვ) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 9🔗. ახალშობილთა ( მე-3, მე-4, მე-5 და ა.შ.) ბავშვების დაბადებისათვის ოჯახების დახმარება 1. ერთჯერად (მე-3 ბავშვის დაბადებისათვის 200 ლარის ოდენობით, მე-4 ბავშვის დაბადებისათვის 400 ლარის ოდენობით და ა.შ. ყოველ შემდგომ ბავშვზე 200 ლარით მეტი) დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და რომელთაც შეეძინათ ახალშობილი, თითოეულ შეძენილ ახალშობილზე. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ახალშობილ(ებ)ის და ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; გ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი; დ) დევნილის მოწმობის ასლი;  ე) ქორწინების მოწმობის ასლი (მშობლების ქორწინების არსებობის შემთხვევაში); ვ) საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 10🔗. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება 1. დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლამდე იძულებით გადაადგილებული ბავშვებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, დახმარება გაეწევა ერთჯერადად 1000  ლარის ოდენობით. 2. დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან  ბავშვის მეურვის ან მზრუნველის ვინაობის შესახებ; დ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 11🔗. 2008,  2009 და 2010  წელს დაბადებული დევნილი ბავშვების დახმარება 1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ 2008,  2009 და 2010 წელს წელს დაბადებული ბავშვები. 2. დახმარება გაეწევათ თითოეულს 70 ლარის ღირებულების სასაქონლე პაკეტით,  კომისიის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად. 3. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. მუხლი 12🔗. 2011, 2012 და 2013  წელს დაბადებული დევნილი ბავშვების დახმარება 1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ 2011, 2012 და 2013 წელს დაბადებული ბავშვები. 2. დახმარება გაეწევათ თითოეულს 70 ლარის ღირებულების სასაქონლე პაკეტით, კომისიის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად. 3. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. მუხლი 13🔗. გადაუდებელი ოპერაციების თანადაფინანსება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული პირების (3-დან 60 წლამდე) გადაუდებელი ოპერაცია,  რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, თუ მათ არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვეო პოლისი, ან იგი არ ითვალისწინებს ასეთი ოპერაციების დაფინანსებას. 2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 500  ლარს. 3. დახმარების მისაღებად პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება  გამგებლის სახელზე; ბ) გამცხადებლის (პაციენტის)პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. მუხლი 14🔗. ონკოლოგიური დაავადებით დაავადებულ პირთა დახმარება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული ონკოლოგიურად დაავადებული პირების მკურნალობის ხარჯები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში. 2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს. 3. დახმარების მისაღებად ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება  გამგებლის სახელზე; ბ) გამცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. მუხლი 15🔗. კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით მომარაგებაში დახმარება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში სათბობი შეშის ტრანსპორტირების ხარჯები. 2. დახმარება განისაზღვრება ერთ ოჯახზე – 150 ლარის ოდენობით,  კომისიის მიერ    მოძიებული მონაცემების შესაბამისად. 3. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. მუხლი 16🔗. კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებისათვის გაზის გამათბობლით დახმარება 1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და აქვთ ბუნებრივი აირი. 2. დევნილი ოჯახებისათვის მოხდება (ოჯახზე ერთი) გაზის გამათბობლის შეძენა თითოეულის  საცხოვრებელი ბინის ფართობის გათვალისწინებით კომისიის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად. 3. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. მუხლი 17🔗. დევნილი პირველკლასელი ბავშვებისათვის სასკოლო ჩანთებით დახმარება 1. ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში და ჰყავთ პირველკლასელი ბავშვები. 2. დახმარება გაეწევათ თითოეულს 35 ლარის ღირებულების სასკოლო ჩანთით, კომისიის მიერ მოძიებული მონაცემების შესაბამისად. 3. დახმარების გადაცემა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. მუხლი 18🔗. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების  სტუდენტების დახმარება 1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში დახმარება გაეწევათ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურის თანადაფინანსების სახით, არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით. 2. თანადაფინანსების მისაღებად სტუდენტმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელეზე;  ბ) სტუდბილეთის ასლი ან, ცნობა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში  ჩარიცხვის/სწავლის შესახებ; გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიში (ცნობა) – სტუდენტის სწავლის საფასურისა და სასწავლებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ. მუხლი 19🔗. დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული გარდაცვლილი პირების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, დაკრძალვის ხარჯები. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის (ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) დევნილის მოწმობის ასლი;  ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 3. თანხა გაიცემა 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 20🔗. კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის შეყვანაში დახმარება 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირის შეყვანის ხარჯები. 2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ  ბუნებრივი აირის შემომყვანი ორგანიზაციის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე,   რომელიც არ უნდა აღემატებოდეს (ერთი ოჯახისათვის) 1000  ლარს. 3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) ოჯახის წევრის  განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დევნილის მოწმობის ასლი; დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა ბუნებრივი აირის შემომყვანი ორგანიზაციიდან; ე) ბუნებრივი აირის შემომყვანი ორგანიზაციის საბანკო ანგარიში. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბუნებრივი აირის შემომყვანი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე. თავი II სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 21🔗. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა 1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – სამსახური). 2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე. 3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს სოციალური დახმარების გაცემის კომისიას (შემდგომში – კომისია), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად. მუხლი 22🔗. კომისიის მიერ განცხადებების განხილვა 1. კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი. 2. კომისის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს. 3. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე და კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება კომისიის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში კომისიის მდივანი უფლებამოსილია კომისიის სხდომის მდივნობა დააკისროს კომისიის რომელიმე წევრს. 4. კომისია მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ. 5. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 6. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო დაფაზე. მუხლი 23🔗. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება 1. კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. 2. კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. 3. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანობის დადგენა და ა.შ. მუხლი 24🔗. კომისიის ოქმები და დასკვნები 1. კომისის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში. 3. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით; 4. კომისიის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი. 5. კომისიის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას. 6. კომისიის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 25🔗. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, კომისიის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.