სს "ბანკი კონსტანტას" საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო განცხადება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

 

2012 წლის 27 დეკემბერი

 

სპეციალისტი:

სააქციო საზოგადოება „ბანკი კონსტანტა“

საიდენტიფიკაციო კოდი –  204542771

მისამართი –  ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №117

ტელეფონი: (+ 995 32) 2 401 401

საინფორმაციო გვერდი: www.constanta.ge

ელ-ფოსტა: info@constanta.ge

წარმომადგენლი (აუქციონატორი) : დავით თორაძე (რწმუნებულება 14.12.2012 №03313)

სადეპოზიტო ანგარიში: GE53CN0001074503070001

 

სპეციალისტი აცხადებს მეორე საჯარო აუქციონს მესაკუთრის  სახელზე რიცხულ, სს „ბანკი კონსტანტას ” სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: B001/2012

უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი:

დიმიტრი ზაკამსკოვი (პ.ნ. 12001037986), რეგისტრირებული მისამართზე: თბილისი, სოფ. ტაბახმელა.

აუქციონის ჩატარების დრო:

2013 წლის 14 იანვარი 12:00 (საქართველოს დროით)

აუქციონის ჩატარების ადგილი:

ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი №117, სს ბანკი კონსტანტას სათა ვ ო ოფისი.

უძრავი ნივთის საწყისი ფასი:

13.932,55 აშშ დოლარი და 15 ლარი

უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა:

ქალაქი თბილისი, სოფ. ტაბახმელა

უძრავი ნივთის აღწერა:

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2500 კვ.მ. მიწის ფართობი, საკადასტრო კოდი № 81.02.04.843

გარდამავალი უფლებები:

აუქციონის გზით ქონების რეალიზაციის შედეგად გარდამავალი უფლებები არ წარმოიშვება;

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს ;

ბ ) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა სპეციალისტთან უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია,გაცემული სს „ბანკი კონსტანტას“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის თარიღიდან3 0 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის დაწყებამდე , ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა;

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის სასურველი ნებისმიერი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. სპეციალისტმა უნდა გამოაცხადოს ბოლო შემოთავაზება სამჯერ და ხმამაღლა. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს ;

დ ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღესვე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი. ასეთ შემთხვევაში აუქციონზე გამარჯვებულად ითვლება ის პირი, რომლის შემოთავაზებული თანხა ერთი ბიჯით ჩამორჩებოდა გამარჯვებაჩამორთმეული პირის შეთავაზებას.

ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

 

სპეციალისტი: სს „ბანკი კონსტანტა ”

ზვიად მირიანაშვილი

დირექტორი