⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.03.2009)
გაუქმებულია:

იმპორტული მსუბუქი ავტომობილების დაბეგვრის ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს კანონი ძალადაკარგული
მიღების თარიღი 07.03.1997
ძალის დაკარგვა 11.03.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №601
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო პარლამენტის უწყებანი, 11-12 (43-44/12), 29/03/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 431 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.03.1997 მიღება
11.03.2009 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

იმპორტული მსუბუქი ავტომობილების დაბეგვრის ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.65pt 59.15pt 1.0in 65.95pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს კანონი იმპორტული მსუბუქი ავტომობილების დაბეგვრის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ     მუხლი 1🔗 1. ფიზიკური პირი, რომელმაც უცხო ქვეყანაში შეძენილი იმპორტული მსუბუქი ავტომობილით გადმოკვეთა საქართველოს საბაჟო საზღვარი 1997 წლის 15 იანვრის ჩათვლით და არ გადაუხდია ან ნაწილობრივ გადაიხადა იმპორტულ მსუბუქ ავტომობილზე გადასახადი, მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე გადასახადს გადაიხდის „საბაჟო გადასახადის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო სისტემის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 27 დეკემბრის კანონების ამოქმედებამდე არსებული იმპორტულ მსუბუქ ავტომობილებზე გადასახადის შესაბამისად. 2. ფიზიკურ პირს, რომელმაც უცხო ქვეყანაში შეძენილი იმპორტული მსუბუქი ავტომობილით გადმოკვეთა საქართველოს საბაჟო საზღვარი 1997 წლის 15 იანვრის ჩათვლით და იმპორტულ მსუბუქ ავტომობილზე გადასახადი გადაიხადა „საბაჟო გადასახადის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო სისტემის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და  დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 27 დეკემბრის კანონების შესაბამისად, მისი წერილობითი განაცხადის საფუძველზე უბრუნდება ზემოთ აღნიშნულ კანონთა ამოქმედებამდე არსებული იმპორტულ მსუბუქ ავტომობილზე დაწესებულ გადასახადზე მეტი გადახდილი თანხა. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულმა პირმა, ამავე პუნქტით გათვალისწინებული გადასახადის გადახდის მიზნით, ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 14 (თოთხმეტი) დღისა, შესაბამისი განაცხადით უნდა მიმართოს საბაჟო ორგანოს. ამ ვადის გასვლის შემდეგ პირი იმპორტულ მსუბუქ ავტომობილზე გადასახადს გადაიხდის „საბაჟო გადასახადის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო სისტემის მარეგულირებელ საკანონმებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 27 დეკემბრის კანონების შესაბამისად. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულმა პირმა, ამავე პუნქტით გათვალისწინებული თანხის მიღების მოთხოვნის მიზნით, ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 14 (თოთხმეტი) დღისა, განაცხადით უნდა მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ამ ვადის გასვლის შემდეგ პირს აღარ აქვს ამ თანხის მოთხოვნის უფლება. 5. საქართველოს საბაჟო ორგანო ვალდებულია ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირისაგან ამავე პუნქტით გათვალისწინებული განაცხადი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პირისაგან მიიღოს ამავე პუნქტით გათვალისწინებული განაცხადი და მისი მიღებიდან არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გასცეს აღნიშნული თანხა.     მუხლი 2🔗 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი                       ე. შევარდნაძე თბილისი, 1997 წლის 7 მარტი. №601–IIს შეტანილი ცვლილებები: 1. ძალადაკარგულია -  საქართველოს 2009 წლის 25 თებერვლის კანონი №1003 - სსმ I, №3, 11.03.2009 წ., მუხ.9