ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ
საქართველოს კანონი ძალადაკარგული
მიღების თარიღი 25.06.1998
ძალის დაკარგვა 22.08.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1476
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო პარლამენტის უწყებანი, 27-28, 30/07/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
კანონი (2)
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (2)
- საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების – საკრებულოთა არჩევნების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონი „(ძალადაკარგულია - 25.06.1998, კანონი №1476)"
- საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით"
დოკუმენტის ტექსტი
ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPKolheti;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; line-height:normal; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:normal; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:normal; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:normal; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:normal; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.cigni-evrop, li.cigni-evrop, div.cigni-evrop {mso-style-name:cigni-evrop; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:normal; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"SPKolheti","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:59.55pt 56.7pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კანონი
ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. არჩევნების საფუძვლები
1. ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების (შემდგომში – საკრებულოები) არჩევნები ტარდება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
2. ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნები ტარდება მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით, პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 2000-ს.
3. ადგილობრივი წარმომადგნლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნები ტარდება მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 2000-ს.
4. საკრებულოს წევრები აირჩევიან მისი უფლებამოსილების ვადით – 3 წლით.
მუხლი 2🔗. საქართველოს კანონმდებლობა საკრებულოების არჩევნების შესახებ
საქართველოს კანონმდებლობა საკრებულოების არჩევნების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" და „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონების, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.
მუხლი 3🔗. საყოველთაო საარჩევნო უფლება
1. საკრებულოების არჩევნები საყოველთაოა. არჩევის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღისათვის 18 წელი შეუსრულდა და საკრებულოების არჩევნებამდე არა უგვიანეს სამი თვისა კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე, ხოლო არჩეული შეიძლება იყოს საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არჩევნების დღისათვის 21 წელი შეუსრულდა, კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე და საქართველოში მუდმივად ცხოვრობდა 5 წელი მაინც, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა.
2. საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება ერთდროულად იყოს ორი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, გარდა რაიონის და ამავე რაიონში შემავალი სოფლის, თემის, დაბის ან ქალაქის საკრებულოსი.
3. არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს:
ა) მოქალაქე, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო;
ბ) მოქალაქე, რომელიც სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელთა აღსრულების დაწესებულებაში;
გ) არჩევნების დღისათვის საზღვარგარეთ მუდმივად ან დროებით მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.
4. საქართველოს მოქალაქეობის მქონე ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ მხოლოდ რაიონის, ქალაქების – თბილისის, ბათუმის, რუსთავის, სოხუმის, ფოთის, ქუთაისისა და ცხინვალის საკრებულოების არჩევნებში, შესაბამისი სამხედრო ნაწილის დისლოკაციის ადგილის მიხედვით.
მუხლი 4🔗. თანასწორი საარჩევნო უფლება
საკრებულოს არჩევნები თანასწორია. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნებში ყოველ ამომრჩეველს ერთი ხმა აქვს. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნებში ამომრჩეველს აქვს იმდენი ხმის უფლება, რამდენი წევრიცაა ასარჩევი შესაბამის საარჩევნო ოლქში.
მუხლი 5🔗. პირდაპირი საარჩევნო უფლება
საკრებულოების არჩევნები პირდაპირია. საკრებულოების წევრებს ამომრჩევლები უშუალოდ ირჩევენ.
მუხლი 6🔗. ფარული კენჭისყრა
საკრებულოების არჩევნების დროს კენჭისყრა ფარულია. კონტროლი ამომრჩეველთა ნების გამოვლენისადმი დაუშვებელია.
მუხლი 7🔗. არჩევნების ჩატარება საარჩევნო კომისიების მიერ
1. საკრებულოების არჩევნების ჩატარებას და მოქალაქეთა საარჩევნო უფლების განხორციელებას უზრუნველყოფენ საარჩევნო კომისიები, რომლებიც იქმნება კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (შემდგომში - პარტიების), საარჩევნო ბლოკების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ამომრჩეველთა ჯგუფების წარმომადგენლებისაგან.
2. საარჩევნო კომისიები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებელნი არიან სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან.
მუხლი 8🔗. საჯაროობა არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისას
1. საკრებულოების არჩევნების მომზადებაში მონაწილეობენ საარჩევნო კომისიები, პარტიები, საარჩევნო ბლოკები, საზოგადოებრივი გაერთიანებები, ამომრჩეველთა ჯგუფები და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.
2. საარჩევნო კომისიები არჩევნებს ამზადებენ და ატარებენ ღიად და საჯაროდ.
3. საარჩევნო კომისიები მოქალაქეებს აცნობენ თავიანთ მუშაობას, აწვდიან ცნობებს საარჩევნო ოლქებისა და უბნების შექმნის, საარჩევნო კომისიების შემადგენლობის, ადგილსამყოფელის, მუშაობის დროის, ამომრჩეველთა სიების, საკრებულოების წევრობის კანდიდატების (შემდგომში – კანდიდატი) სახელის, გვარის და რეგისტრაციის შესახებ, თითოეული კანდიდატის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების თაობაზე.
მუხლი 9🔗. საკრებულოების შემადგენლობა
1. საკრებულოები შედგება:
ა) ხუთი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 500-ს;
ბ) შვიდი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 1 000-ს;
გ) ცხრა წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 2 000-ს;
დ) ცამეტი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 5 000-ს;
ე) ჩვიდმეტი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 10 000-ს;
ვ) ცხრამეტი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 30 000-ს;
ზ) ოცდაერთი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 50 000-ს;
თ) ოცდახუთი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა 50 000-ზე მეტია.
2. ქალაქების – ბათუმის, რუსთავის, სოხუმის, ფოთის, ქუთაისისა და ცხინვალის საკრებულოები შედგება 30 წევრისაგან.
3. ქალაქ თბილისის საკრებულო შედგება 55 წევრისაგან.
4. საკრებულოებში ასარჩევ წევრთა რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობის (არჩევნების წლის 1 იანვრის მდგომარეობით) მიხედვით.
5. საკრებულოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველისა წყდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე.
მუხლი 10🔗. საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობისა და კანდიდატის დასახელების უფლება
საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობისა და კანდიდატის დასახელების (წარდგენის) უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პარტიებსა და მათ გაერთიანებებს – საარჩევნო ბლოკებს, რომლებიც საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობისათვის რეგისტრაციას გადიან ცენტრალურ სარჩევნო კომისიაში, აგრეთვე კანდიდატის დასახელების (წარდგენის) უფლება აქვთ ამომრჩეველთა არანაკლებ ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობისათვის რეგისტრაციას გადიან შესაბამის სარჩევნო კომისიაში.
მუხლი 11🔗. საკრებულოს წევრისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან
1. საკრებულოს წევრისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. საკრებულოს წევრობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება უჩერდებათ თანამდებობის პირებს:
ა) რომელთა არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პარლამენტის მიერ;
ბ) რომელთა დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ;
გ) რომელთა არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ;
დ) რომელთაც უკავიათ საქართველოს პროკურატურის, კონტროლის პალატის, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შტატით გათვალისწინებული თანამდებობა;
ე) რომელთაც უკავიათ მერიის და/ან გამგეობის ხელმძღვანელის, მათი მოადგილეების, გამგეობის და/ან მერიის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ან მოადგილის თანამდებობა, რომელთაც დადგენილი წესით ნიშნავს შესაბამისად მერი და/ან გამგეობის თავმჯდომარე, გარდა სოფლის, თემის და იმ ქალაქის გამგებლისა (მერისა), რომელიც შედის რაიონის შემადგენლობაში.
3. საკრებულოს წევრის კანდიდატის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1608 – სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.18
მუხლი 12🔗. არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯები. არჩევნების მატერიალური უზრუნველყოფა. საარჩევნო ფონდი
1. საკრებულოების არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. ამ ხარჯების სავარაუდო ოდენობას ყოველი საკრებულოს მიხედვით განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და არჩევნების დამთავრებიდან ორი თვის ვადაში ადგენს მათ ფაქტობრივ ოდენობას. არჩევნების დამთავრებიდან სამი თვის ვადაში მათ ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
2. არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრული თანხის გამოყოფას და კომისიის ანგარიშზე მის ჩარიცხვას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არჩევნებამდე არა უგვიანეს 90 დღისა. საარჩევნო კომისიების დაფინანსება ხდება მხოლოდ სახელმწიფო ხარჯით.
3. არჩევნებში მონაწილე პარტიები, საარჩევნო ბლოკები და კანდიდატები ქმნიან შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის საარჩევნო ფონდს, რისთვისაც უფლება აქვთ გამოიყენონ თავიანთი სახსრები, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიული პირების შემოწირულობანი.
4. საარჩევნო ფონდისათვის განკუთვნილი თანხა ჩაირიცხება არჩევნებში მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკისა და კანდიდატის ანგარიშსწორების ანგარიშზე, რომელიც იხსნება საქართველოს ბანკებში (მათ ფილიალებში) შესაბამის საარჩევნო კომისიაში შესაბამისი პარტიის, საარჩევნო ბლოკის, კანდიდატის რეგისტრაციის შემდეგ. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის ანგარიშზე ჩაირიცხება არჩევნებამდე არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩევნებში მონაწილე კანდიდატის ანგარიშზე – არა უგვიანეს 25 დღისა.
5. არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების განაწილებისა და გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებამდე 60 დღით ადრე. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო კომისიებისათვის გამოყოფილი თანხა მათ მიმდინარე ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 55 დღისა. მიმდინარე ანგარიშები იხსნება საქართველოს ბანკების ადგილობრივ ფილიალებში კომისიებისათვის სახსრების გამოყოფის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს ორი დღისა. საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილ სახსრებს კომისიის სახელით განაგებენ და დანიშნულებისამებრ მათი სწორად გამოყენებისათვის პასუხისმგებელნი არიან კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი.
6. საოლქო საარჩევნო კომისიები შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა წყვეტენ ყოველგვარ ანგარიშსწორებას ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან და ორი კვირის ვადაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენენ ანგარიშს მის მიერ დადგენილი ფორმით, ხოლო სამი კვირის ვადაში მის ანგარიშზე ჩარიცხავენ თავიანთ ანგარიშზე არსებულ ნაშთებს.
7. არჩევნების ჩატარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა წყდება ყოველგვარი ანგარიშსწორება საარჩევნო ფონდებიდან. თითოეული პარტია ან საარჩევნო ბლოკი საარჩევნო ფონდის ნაშთს ჩარიცხავს შესაბამისი საკრებულოს სპეციალურ საბანკო ანგარიშზე. თუ პარტიის, საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით ერთი კანდიდატი მაინც იქნა არჩეული საკრებულოს წევრად, მისი უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ფონდის ნაშთი უნდა ჩაირიცხოს პარტიის, საარჩევნო ბლოკის ანგარიშზე.
8. თითოეული პარტიის, საარჩევნო ბლოკისა და კანდიდატის საარჩევნო კამპანიისათვის საარჩევნო ფონდიდან დახარჯული თანხის ოდენობა მოცემული ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის საკრებულოს არჩევნებისათვის ამ მიზნით განსაზღვრული თანხის ხუთმაგ ოდენობას. საარჩევნო ფონდს განაგებს მისი გამგებელი ან, საჭიროების შემთხვევაში, გამგეობა ფონდის გამგებლის, ბუღალტრისა და მოლარის შემადგენლობით, რომელთაც შესაბამისად ნიშნავს არჩევნებში მონაწილე პარტიისა თუ საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი ან კანდიდატი. საარჩევნო ფონდის გამგებელი (გამგეობა) პასუხისმგებელია ფონდის მიზნობრივი გამოყენებისათვის.
9. არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა საოლქო საარჩევნო კომისიები აქვეყნებენ არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და კანდიდატების ანგარიშებს არჩევნებში სახსრების გამოყენების თაობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ფორმით. არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ გამოყენებული სახსრების ანგარიშებს თან უნდა ერთოდეს კონტროლის პალატის დასკვნა სახელმწიფო სახსრების გამოყენებისა და ხარჯვის თაობაზე ჩატარებული შემოწმების შესახებ. არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და კანდიდატების მიერ საარჩევნო ფონდების გამოყენების მართლზომიერებას აკონტროლებენ საქართველოს კონტროლის პალატა, ცენტრალური და ქვემდგომი საარჩევნო კომისიები, საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების მართლზომიერებას – ზემდგომი საარჩევნო კომისია და ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო ამ უკანასკნელისას კი – საქართველოს პარლამენტი და საქართველოს კონტროლის პალატა.
10. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები, სახელმწიფო დაწესებულებები და ორგანიზაციები საარჩევნო კომისიებს უსასყიდლოდ გამოუყოფენ და გადასცემენ არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობებსა და მოწყობილობებს. საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ თითოეული საკრებულოსათვის დადგენილი ფორმისა და მოცულობის ფარგლებში, უფასოდ აქვეყნებენ საარჩევნო კომისიების მიერ წარდგენილ ცნობებს, არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამებს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სხვაგვარი სარგებლობა ანაზღაურებადია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
არჩევნების დანიშვნა. არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია
მუხლი 13🔗. არჩევნების დანიშვნა
1. საკრებულოების არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საკრებულოების უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს ოთხი თვისა.
2. ყველა დონის საკრებულოების არჩევნები ტარდება სამ წელიწადში ერთხელ.
3. ცნობა საკრებულოების არჩევნების დანიშვნის შესახებ ქვეყნდება ცენტრალურ და ადგილობრივ გაზეთებში არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს სამი დღისა.
მუხლი 14🔗. არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია
საკრებულოების არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია წარმოებს „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.
თავი III
საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები
მუხლი 15🔗. საარჩევნო ოლქები
1. თითოეული რაიონის, სოფლის, თემის, დაბისა და ქალაქის საკრებულოების ასარჩევად, რომელთა ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება, პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქმნება ერთი მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი.
2. იმ სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულოების ასარჩევად, რომელთა ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქმნება ერთი მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი.
3. რაიონის და ქალაქების – ბათუმის, სოხუმის, რუსთავის, ფოთის, ქუთაისისა და ცხინვალის საარჩევნო ოლქებს ქმნის ცენტრალური საარჩევნო კომისია.
4. სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის საარჩევნო ოლქებს ქმნის რაიონის საოლქო საარჩევნო კომისია.
5. საოლქო საარჩევნო კომისიები არჩევნებამდე არა უგვიანეს 55 დღისა შესაბამის ადგილობრივ გაზეთებში აქვეყნებენ ცნობას საარჩევნო ოლქების თაობაზე, მათი საზღვრების მითითებით.
მუხლი 16🔗. საარჩევნო უბნები
საკრებულოების არჩევნების დროს კენჭისყრის მოსაწყობად და ხმების დასათვლელად იქმნება საარჩევნო უბნები „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.
თავი IV
საარჩევნო კომისიები
მუხლი 17🔗. საარჩევნო კომისიები
1. საკრებულოების არჩევნების საარჩევნო კომისიების სისტემა, მათი ორგანიზაცია, უფლებამოსილება და მუშაობის საჯაროობა განისაზღვრება „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონითა და ამ კანონით.
2. ქ. თბილისის ტერიტორიაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე თბილისის საკრებულოს არჩევნებისას საოლქო საარჩევნო კომისიები ასრულებენ „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს, გარდა პარტიული სიების რეგისტრაციისა და არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენისა. ქ. თბილისის საკრებულოს არჩევნებისას პარტიული სიების რეგისტრაციას ახდენს და არჩევნების საბოლოო შედეგებს ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1608 – სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.18
მუხლი 18🔗. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება და მოქმედება სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.
2. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების (მოქმედების) სასამართლოში გასაჩივრებისათვის აუცილებელი არ არის ზემდგომი საარჩევნო კომისიისათვის წინასწარი მიმართვა.
თავი V
ამომრჩეველთა სია და ამომრჩევლის ბარათი
მუხლი 19🔗. ამომრჩეველთა სია და ამომრჩევლის ბარათი
ამომრჩეველთა სიების შედგენის, სიაში მოქალაქეთა შეყვანის, მოქალაქეთათვის ამომრჩეველთა სიების გაცნობის, ამომრჩეველთა ბარათების დარიგების, ამომრჩეველთა სიებში უზუსტობის გასაჩივრების წესი განისაზღვრება „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით.
თავი VI
კანდიდატთა წარდგენა, მათი რეგისტრაცია და საარჩევნო ბიულეტენი
მუხლი 20🔗. პარტიული სიების წარდგენა
1. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტიული სიების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს არჩევნებამდე არა უგვიანეს 40 დღისა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საკრებულოების არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიებში კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს ამ კანონით დადგენილი წესით გათვალისწინებული მანდატების შესაბამის რაოდენობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო ოლქში ასარჩევ საკრებულოს წევრთა ორმაგ ოდენობას.
3. პარტიულ სიაში შეიძლება შეტანილ იქნენ მხოლოდ ამ პარტიის წევრები ან ის პირები, რომლებიც არ არიან არჩევნებში მონაწილე სხვა პოლიტიკური პარტიების წევრები, ხოლო საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში – მხოლოდ ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წევრები ან ის პირები, რომლებიც არ არიან არჩევნებში მონაწილე სხვა პოლიტიკური პარტიების წევრები. დაუშვებელია ერთი და იმავე პიროვნების შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში, გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა.
4. კანდიდატთა შერჩევისა და პარტიული სიების შედგენის წესებს განსაზღვრავენ თავად პარტიები და საარჩევნო ბლოკები. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ არჩევნების შედეგად პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება თანამიმდევრულად, სიის დასაწყისიდან, რიგის მიხედვით.
5. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, პროფესია და ძირითადი საქმიანობა, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, პარტიულობა. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ან შესაბამისი რეგიონალური ორგანოს ხელმძღვანელის, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ან შესაბამისი რეგიონალური ორგანოს ხელმძღვანელთა ხელმოწერით.
6. პარტიულ სიებს თან უნდა ერთოდეს ყოველი კანდიდატის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად) მისი შევსების თარიღის მითითებით, სადაც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან ერთად მითითებული უნდა იყოს, რომ იგი თანახმაა კენჭი იყაროს მოცემული პარტიული სიით, ხოლო თუ იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატადაც ამ რაიონში შემავალი სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქშიც – თანხმობა ამ ოლქში კენჭისყრაზეც. სააღრიცხვო ბარათებს პარტიის წარმომადგენელს წინასწარ გადასცემს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. საბუთების მიღებისთანავე პარტიის, საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ეძლევა დათარიღებული ცნობა საბუთების მიღების შესახებ.
7. საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიამ, საარჩევნო ბლოკმა პარტიული სიები უნდა წარადგინონ არსებული მრავალმანდატიანი პროპორციული საარჩევნო ოლქების საერთო რაოდენობის ნახევარში მაინც.
საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1608 – სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.18
მუხლი 21🔗. კანდიდატთა წარდგენა
1. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოების არჩევნებში მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარდგენის უფლება განცხადების შეტანის მეშვეობით აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს და ამომრჩეველთა არანაკლებ ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფს.
2. პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ რაიონის საკრებულოს არჩევნებში წარდგენილ სიაში შეყვანილი კანდიდატი იმავდროულად შეიძლება შეყვანილ იქნეს ამ რაიონში შემავალი სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში წარდგენილ სიაში (თუ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება), ან წარდგენილ იქნეს კანდიდატად ამ რაიონში შემავალი სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის საკრებულოს არჩევნებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე (თუ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ აღემატება).
3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარადგინოს საარჩევნო უფლების მქონე პირი, თუ მას მხარს უჭერს შესაბამისად სოფელში, თემში, დაბაში მცხოვრები არანაკლებ 10 ამომრჩეველი, ხოლო ქალაქში – არანაკლებ 100 ამომრჩეველი.
4. კანდიდატთა შერჩევის წესს განსაზღვრავენ თავად პარტიები და საარჩევნო ბლოკები.
5. საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარსადგენად პარტიამ, საარჩევნო ბლოკმა განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატთა სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პროფესია და ძირითადი საქმიანობა, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, პარტიულობა და საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელშიც ისინი არიან წარდგენილნი.
6. საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა, რის შემდეგაც უფლება აქვს შეაგროვოს მხარდამჭერთა ხელმოწერები. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრის ან ამომრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლის ვინაობა, მისამართი და ტელეფონის ნომერი, აგრეთვე დამოუკიდებელი კანდიდატის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პროფესია, თანამდებობა (საქმიანობა), სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელშიც იგი წარდგენილია დამოუკიდებელ კანდიდატად. განცხადებას თან უნდა ერთოდეს კანდიდატის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად), რომელშიც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან ერთად მითითებული უნდა იყოს, რომ იგი თანახმაა კენჭი იყაროს მოცემულ საარჩევნო ოლქში. სააღრიცხვო ბარათებს გასცემს შესაბამისი საარჩევნო კომისია. ერთ შევსებულ სააღრიცხვო ბარათს, თუ არის შესაბამისი კანდიდატის მხარდამჭერთა ხელმოწერების საჭირო რაოდენობა, საარჩევნო კომისია გადასცემს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე არა უგვიანეს 35 დღისა.
7. საბუთების მიღებისთანავე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს ეძლევა დათარიღებული ცნობა საბუთების მიღებისა და მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების უფლების შესახებ, აგრეთვე ხელმოწერათა ბლანკები.
8. ხელმოწერათა შევსებული და დანომრილი ბლანკები ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებასთან ერთად, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ხელმოწერათა ბლანკებისა და ხელმომწერ ამომრჩეველთა სრული რაოდენობა, არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-40 დღისა უნდა წარედგინოს საოლქო საარჩევნო კომისიას.
9. კანდიდატთა წარდგენა იწყება არჩევნებამდე 48 და მთავრდება არჩევნებამდე 40 დღით ადრე.
10. თითოეული საოლქო საარჩევნო კომისია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აწვდის მონაცემებს პროპორციულ არჩევნებში მონაწილე პარტიული სიებისა და მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა შესახებ მათი წარდგენის კანონიერების დადგენის მიზნით.
მუხლი 22🔗. დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერთა სია და მისი შემოწმება
1. დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერებით შევსებული ყოველი ფურცლის თავში უნდა ეწეროს დამოუკიდებელი კანდიდატის სახელი, გვარი და მისი მხარდაჭერის ტექსტი. ყოველი ხელმოწერის გასწვრივ მითითებული უნდა იყოს ხელმომწერის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) სერია და ნომერი, ხელმოწერის თარიღი. ხელმოწერებისათვის შეიძლება ფურცლის ორივე მხარის გამოყენება. ხელმოწერები დანომრილი უნდა იყოს. ფურცელს ხელს უნდა აწერდეს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი და მითითებული უნდა იყოს მისი მისამართი და ტელეფონის ნომერი.
2. საარჩევნო კომისიებს უფლება აქვთ შეამოწმონ ხელმოწერების ნამდვილობა. ბათილად მიიჩნევა იმ ბლანკზე შესრულებული ყველა ხელმოწერა, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. ბათილად მიიჩნევა აგრეთვე მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით შესრულებული ხელმოწერა, თუ ამას წერილობით დაადასტურებს ხელმომწერი ამომრჩეველი, აგრეთვე სხვა პირის მიერ შესრულებული ხელმოწერა, თუ ეს წერილობით დაადასტურა თვით ამომრჩეველმა. ხელმოწერებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა საჩივარს საარჩევნო კომისია მიიღებს მხარდამჭერთა სიის წარდგენიდან არა უგვიანეს 30 დღისა.
3. მხარდამჭერთა სიების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კომისიის წევრებს, საჩივრის შეტანის შემთხვევაში კი – სასამართლო დაწესებულებებს. მხარდამჭერთა სიები ნადგურდება არჩევნებამდე 20 დღით ადრე.
მუხლი 23🔗. პარტიული სიებისა და საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატთა რეგისტრაცია
1. პარტიულ სიას რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია მისთვის პარტიული სიის წარდგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
2. საარჩევნო ოლქში წარდგენილ კანდიდატებს რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია: დამოუკიდებელ კანდიდატებს – მათი წარდგენიდან არა უადრეს მე-3 და არა უგვიანეს მე-8 დღისა, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ დასახელებულ კანდიდატებს – მათი წარმოდგენიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა. კანდიდატთა რეგისტრაცია მთავრდება არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა.
3. კანდიდატთა რეგისტრაციის შემდეგ სამი დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიები კანდიდატებს გადასცემენ კანდიდატის მოწმობებს.
4. პარტიული სიის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ არის შემდეგი საბუთები: პარტიის ან მისი რეგიონული ორგანოს ხელმძღვანელის (საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიათა ან მათი რეგიონული ორგანოების ხელმძღვანელთა) მიერ ხელმოწერილი განცხადება, თითოეული კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად).
5. საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ არის შემდეგი საბუთები: პარტიის ან მისი რეგიონული ორგანოს ხელმძღვანელის (საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიათა ან მათი რეგიონული ორგანოების ხელმძღვანელთა) წარდგინება, და სააღრიცხვო ბარათი, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატისათვის კი – კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადება, მხარდამჭერთა სია.
6. თუ წარდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, საარჩევნო კომისია პარტიულ სიას ან კანდიდატს რეგისტრაციაში არ გაატარებს.
7. დაუშვებელია ერთმა და იმავე პიროვნებამ კენჭი იყაროს სხვადასხვა პარტიული სიით ან შეტანილ იქნეს პარტიულ სიაში და იმავდროულად კენჭს იყრიდეს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ან კენჭს იყრიდეს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა. ამ მოთხოვნათა დარღვევისას კანდიდატურას არჩევნებიდან მოხსნის შესაბამისი საოლქო ან ცენტრალური საარჩევნო კომისია. თუ ამის შემდეგ პარტიულ სიაში აღმოჩნდება ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკრებულოს წევრობის კანდიდატთა დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები, პარტიულ სიას არჩევნებიდან მოხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისია.
8. პარტიულ სიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს ეძლევათ ნომრები შესაბამის საარჩევნო კომისიაში მათი წარდგენის რიგის მიხედვით, რაც ქვეყნდება პრესაში რეგისტრაციის დამთავრებიდან 5 დღის ვადაში საარჩევნო ოლქების მიხედვით. ამავე ვადაში ქვეყნდება იმ პარტიათა და საარჩევნო ბლოკების სია, რომელთაც უარი ეთქვათ სიების რეგისტრაციაზე ან მაჟორიტარი კანდიდატის დასახელებაზე, აგრეთვე უარის თქმის მიზეზები.
9. რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში პარტიებს, საარჩევნო ბლოკებს, აგრეთვე დამოუკიდებელ კადიდატებს უფლება აქვთ 3 დღის ვადაში გაასაჩივრონ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ხოლო ამ უკანასკნელისა – საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ საჩივრის შეტანიდან 2 დღის ვადაში.
10. ცენტრალური საარჩევნო კომისია საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობის საარჩევნო რეგისტრაციას გაუუქმებს იმ პარტიას, საარჩევნო ბლოკს, რომლის პარტიული სია აღმოჩნდება არსებული მრავალმანდატიანი პროპორციული საარჩევნო ოლქების საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლებში.
საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1608 – სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.18
მუხლი 24🔗.კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება. კანდიდატის მიერ თავისი კანდიდატურის მოხსნა
1. პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვთ კანდიდატის რეგისტრაციის შემდეგ არჩევნებამდე ნებისმიერ დროს, კენჭისყრის წინა დღის 12 საათამდე, გააუქმონ თავიანთი გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ. წარდგენილ კანდიდატურას არჩევნებიდან მოხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისია ამ კომისიაში პარტიის, საარჩევნო ბლოკის პასუხისმგებელი წარმომადგენლის (პარტიის, საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელის) მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე.
2. კანდიდატს კენჭისყრის წინა დღის 12 საათამდე შეუძლია მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას, რომელიც ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. ინფორმაციას კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების ან კანდიდატის მიერ თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისია აქვეყნებს შესაბამისი განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში, ხოლო თუ არჩევნებამდე სამ დღეზე ნაკლებია დარჩენილი – დაუყოვნებლივ. ყოველი საუბნო საარჩევნო კომისია ხმის მისაცემ კაბინაში აკრავს ინფორმაციას იმ კანდიდატის შესახებ, რომელიც შეყვანილია ბიულეტენში, მაგრამ არჩევნებში არ მონაწილეობს.
მუხლი 25🔗. საარჩევნო ბიულეტენი
1. საკრებულოების არჩევნებისათვის მზადდება ორი სხვადასხვა სახის საარჩევნო ბიულეტენი.
2. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოების არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეაქვთ პარტიის, საარჩევნო ბლოკის სახელწოდება (ბლოკის სახელწოდების შემდეგ მითითებული უნდა იყოს მასში გაერთიანებულ პარტიათა სახელწოდებები) იმ თანამიმდევრობით, რომელიც წილისყრით განსაზღვრა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.
3. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოების არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეაქვთ შესაბამის საკრებულოში ასარჩევად წარდგენილი ყველა კანდიდატის სახელი, მამის სახელი და გვარი იმ პარტიის, საარჩევნო ბლოკის სახელწოდების მითითებით, რომელმაც დაასახელა კანდიდატი. ამომრჩეველთა ჯგუფის მიერ დასახელებულ კანდიდატს მიეწერება – „დამოუკიდებელი კანდიდატი’’. კანდიდატების თაობაზე მონაცემები საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება შესაბამისი კანდიდატის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის თანამიმდევრობით.
4. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენების დამზადებას სახელმწიფო ენაზე.
5. საარჩევნო ბიულეტენები ზუსტ აღრიცხვას ექვემდებარება. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიისათვის ბიულეტენების გადაცემას. ყოველ საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა გადაეცეს შესაბამის უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე 5 პროცენტით მეტი ბიულეტენი. ბიულეტენების მიღებას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე და მდივანი ხელმოწერით ადასტურებენ.
საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1585 – სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.9
საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1608 – სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.18
თავი VII
საკრებულოების არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და კანდიდატთა საქმიანობის გარანტიები
მუხლი 26🔗. საკრებულოების არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და კანდიდატთა საქმიანობის გარანტიები
საკრებულოების არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და კანდიდატთა საქმიანობის გარანტიები განისაზღვრება „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
თავი VIII
კენჭისყრის წესი. ხელახალი ხმის მიცემა და საკრებულოში არჩეულ წევრთა რეგისტრაცია
მუხლი 27🔗. კენჭისყრის წესი
საკრებულოების არჩევნებისას კენჭისყრის დრო და ადგილი, კენჭისყრის მოწყობა განისაზღვრება ამ კანონისა და „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 28🔗. კენჭისყრის ჩატარება
1. საარჩევნო ბიულეტენს ამომრჩეველი ავსებს ფარული კენჭისყრის კაბინაში ან ოთახში. ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია ვინმეს დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს ბიულეტენი, უფლება აქვს კაბინაში ან ოთახში მიიწვიოს ნებისმიერი პირი საარჩევნო კომისიის წევრის, ნდობით აღჭურვილი პირის, კანდიდატის, პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლის გარდა.
2. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოების არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში, რომელშიც შეტანილია პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სახელწოდებები, ამომრჩეველი შემოხაზავს მხოლოდ იმ პარტიის ან საარჩევნო ბლოკის პარტიული სიის რიგით ნომერს, რომელსაც აძლევს ხმას, დანარჩენებს კი გადახაზავს.
3. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის საკრებულოების არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში, რომელშიც შეტანილია მონაცემები კანდიდატების თაობაზე, ამომრჩეველი შემოხაზავს არაუმეტეს იმდენი კანდიდატის რიგით ნომერს, რამდენი წევრიცაა ასარჩევი შესაბამის საარჩევნო ოლქში.
4. თუ ამომრჩეველს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, მას შეუძლია დაუყოვნებლივ მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ან მდივანს, ჩააბაროს გაფუჭებული ბიულეტენი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე და ცალკე შეინახება.
5. შევსებულ ბიულეტენს ამომრჩეველი უშვებს საარჩევნო ყუთში.
6. კენჭისყრის შენობა იღება 7 საათზე და იკეტება 20 საათზე. ამ დროისათვის შენობაში მყოფ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა.
მუხლი 29🔗. ხმების დათვლა საარჩევნო უბანში
1. ხმის მიცემის დამთავრების შემდეგ საარჩევნო კომისია ითვლის და პაკეტად კრავს გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს. პაკეტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, მიეთითოს გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობა. პაკეტზე ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე (მოადგილე) და მდივანი და სვამენ კომისიის ბეჭედს. ამავე წესით დაითვლება და პაკეტად შეიკვრება გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენებიც.
2. ამომრჩეველთა ძირითადი და დამატებითი სიების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას და არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას.
3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთზე ბეჭდის მთლიანობას, ხსნის მას და ამოწმებს საკონტროლო ფურცლის არსებობას. თუ ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ამის შესახებ ოქმს უნდა დაერთოს კომისიის ახსნა-განმარტება.
4. კომისია ცალ-ცალკე ითვლის ყუთში არსებულ სხვადასხვა სახის დადგენილი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობას. ცალკე ითვლება დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენები. ბათილად ცნობილი და დაუდგენელი ნიმუშის სხვადასხვა სახის ბიულეტენები ცალ-ცალკე კონვერტებში იდება და იმდაგვარად იბეჭდება, რომ ბეჭდის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს ბიულეტენების კონვერტიდან ამოღება ან მასში ჩადება. კონვერტებს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, მათში ჩადებული ბიულეტენების რაოდენობა და სახეობა.
5. პროპორციული სისტემით არჩევნებისას ბიულეტენი ნამდვილად იქნება ცნობილი, თუ ამომრჩეველმა ამ კანონით დადგენილი წესით შესაბამისად ერთ პარტიას, საარჩევნო ბლოკს მისცა ხმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება.
6. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის საკრებულოს არჩევნებისას ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობილი, თუ ამომრჩეველმა ხმა მისცა იმაზე მეტ კანდიდატს, რამდენიცაა ასარჩევი შესაბამის საარჩევნო ოლქში.
7. საარჩევნო ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობლი, თუ შეუძლებელია დადგინდეს, რომელ პარტიულ სიას ან კანდიდატს (კანდიდატებს) მისცა ხმა ამომრჩეველმა.
8. თუ საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობა საეჭვოა, საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია.
9. პროპორციული სისტემით არჩევნებისას კომისია ახარისხებს და ცალ-ცალკე ითვლის თითოეული სიისათვის მიცემული ხმების რაოდენობას. ამის შემდეგ ბიულეტენები კონვერტში ისევე უნდა ჩაიწყოს, როგორც ამ მუხლის მე-4 პუნქტშია მითითებული. ყოველ კონვერტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, პარტიის ან საარჩევნო ბლოკის სიის სახელწოდება, ნომერი და ბიულეტენების რაოდენობა.
10. მაჟორიტარული სისტემით არჩევნებისას კომისია ახარისხებს და ცალ-ცალკე ითვლის ყოველი კანდიდატისათვის მიცემული ხმების რაოდენობას. ამის შემდეგ ბიულეტენები კონვერტში ისევე უნდა ჩაიწყოს, როგორც ამ მუხლის მე-4 პუნქტშია მითითებული. ყოველ კონვერტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, მასში ჩადებული ბიულეტენების რაოდენობა.
11. საუბნო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე განიხილავს ხმების დათვლის შედეგებს, ადგენს ოქმს, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილე ყოველი კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. რაიონის და იმ სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება, შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს ერთ ოქმს, რომელშიც მითითებულია ყოველი პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. ოქმში აგრეთვე მითითებული უნდა იყოს საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ნამდვილად და ბათილად ცნობილ ბიულეტენთა რაოდენობა (ცალკე უნდა იყოს აღნიშნული დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენთა რაოდენობა), არჩევნების შედეგად ყოველი სიის ან კანდიდატის მიერ მიღებული ხმათა რაოდენობა. ოქმის ცალთა რაოდენობა ოთხით უნდა აღემატებოდეს საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი შესაბამისად პარტიების, საარჩევნო ბლოკების, დამოუკიდებელი კანდიდატების რაოდენობას. ოქმის ყოველ ცალს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და წევრები. ოქმს უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი.
12. ოქმის ორი ცალი და ყველა საარჩევნო ბიულეტენი დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით. ოქმის ერთი ცალი ინახება საუბნო საარჩევნო კომისიაში, მეორე კი შესაბამისად უნდა ჩაბარდეთ კანდიდატის ნდობით აღჭურვილ პირს, პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს. საარჩევნო კომისია ვალდებულია შედეგების შეჯამების შემდეგ ოქმის მონაცემები ხმების დათვლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას საყოველთაო გაცნობისათვის.
13. საარჩევნო უბანში ხმების დათვლისას სავალდებულოა ამ მუხლით დადგენილ მოქმედებათა თანამიმდევრობის დაცვა.
მუხლი 30🔗. საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების დადგენა. არჩევნების შედეგების გამოქვეყნება
1. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოების არჩევნები მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში ჩატარებულად ჩაითვლება, თუ არჩევნებში მონაწილეობდა ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის სულ ცოტა ერთი მესამედი.
2. პროპორციული სისტემით სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს საარჩევნო ოლქში მანდატების რაოდენობაზე და გაიყოს პარტიების (საარჩევნო ბლოკების) მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას. გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად ნაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებმაც მოიპოვეს ერთი მანდატი მაინც. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იმ საკრებულოების არჩევნებში, სადაც ასარჩევია 21 წევრზე მეტი, მანდატები ნაწილდება მხოლოდ იმ სიებზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ ხუთი პროცენტი.
3. თუ სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი საარჩევნო ოლქში მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ სიებს, რომლებმაც არჩევნებში მოიპოვეს ერთი მანდატი მაინც. ამ შემთხვევაში თითო მანდატი მიეკუთვნება იმ სიებს, რომლებმაც არჩევნებში ხმების მეტი რაოდენობა მიიღეს. თუ ორი ან მეტი სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდება, მანდატი მიეკუთვნება იმას, რომელმაც საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.
4. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოებში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც სიაში ნაკლებია ან ტოლია ამ სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა.
5. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოების არჩევნებში საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების თანახმად მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით ადგენს გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენების რაოდენობას, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას, ნამდვილად და ბათილად ცნობილი და დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობას, კანდიდატთათვის მიცემული ხმების რაოდენობას, არჩევნების შედეგებს.
6. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოების მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში ამ კანონის მიხედვით, საკრებულოში ასარჩევ წევრთა რაოდენობის შესაბამისად, არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებენ. თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მოაგროვა ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე იყო რეგისტრირებული საოლქო საარჩევნო კომისიაში.
7. საოლქო საარჩევნო კომისიას შეუძლია არჩევნები ბათილად ცნოს იმ საარჩევნო უბანში, სადაც უხეშად დაირღვა ეს კანონი. საჩივარი კანონის დარღვევის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიას შეიძლება წარედგინოს არა უგვიანეს არჩევნების მომდევნო დღისა, ხოლო გადაწყვეტილება არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ კომისიამ უნდა მიიღოს ორი დღის ვადაში. იმ საჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელთა საფუძველზედაც შესაძლოა არჩევნების ბათილად ცნობა, დაუშვებელია საოლქო საარჩევნო კომისიაში სიების ან კანდიდატების მიერ მიღებული ხმების დათვლა.
8. საარჩევნო ოლქში არჩევნები ბათილად იქნება ცნობილი, თუ იმ საარჩევნო უბნებში, რომლებშიც არჩევნები ბათილად ჩაითვალა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20%-ზე მეტია.
9. თუ არჩევნები საარჩევნო ოლქში ბათილად იქნა ცნობილი, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ნიშნავს ხელახალ ხმის მიცემას, რომელიც საერთო არჩევნებიდან ორი კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს.
10. თუ ხელახალი ხმის მიცემისას არჩევნები საარჩევნო ოლქში ბათილად იქნა ცნობილი, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ხელახალი ხმის მიცემის ჩატარებიდან ორი თვის ვადაში ატარებს ხელახალ არჩევნებს.
11. საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ამტკიცებს არჩევნების შედეგებს და ადგენს ოქმს.
12. ოქმის ცალთა რაოდენობა ოთხით უნდა აღემატებოდეს საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი პარტიების, საარჩევნო ბლოკების, დამოუკიდებელი კანდიდატების რაოდენობას. ოქმის ყველა ცალს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და წევრები. ოქმს ესმება კომისიის ბეჭედი.
13. ოქმის პირველი ცალი არჩევნების დამთავრებიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა ეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით, მეორე ინახება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, თითო ცალი კი გადაეცემათ საკრებულოს სამანდატო კომისიას და პარტიების, საარჩევნო ბლოკების, დამოუკიდებელი კანდიდატების ნდობით აღჭურვილ პირებს. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია შედეგების შეჯამების შემდეგ ოქმი დაუყოვნებლივ გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას საყოველთაო გაცნობისათვის.
14. საოლქო საარჩევნო კომისიის ოქმში მითითებული უნდა იყოს:
ა) იმ საარჩევნო უბნების დასახელება და ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა და არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები;
ბ) საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ასარჩევ პირთა რაოდენობა, არჩეულ პირთა რაოდენობა და ანბანურად დალაგებული მათი სია.
15. შედეგების შეჯამებიდან ათი დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივ გაზეთებში და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს არჩევნების შედეგების შესახებ. ცნობაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე არჩეული საკრებულოს წევრების პარტიულობა, დაბადების წელი, პროფესია, ძირითადი საქმიანობა, სამუშაო ადგილი.
საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1608 – სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.18
საქართველოს 1998 წლის 15 ოქტომბრის კანონი №1646 – სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.29
მუხლი 31🔗. ხელახალი ხმის მიცემა
1. ხელახალი ხმის მიცემა საარჩევნო ოლქში ინიშნება საერთო არჩევნებიდან ორი კვირის თავზე, თუ ამ ოლქში არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი. ხელახალ ხმის მიცემაში მონაწილეობის უფლება აქვთ ამ ოლქში არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიას, საარჩევნო ბლოკსა და დამოუკიდებელ კანდიდატს.
2. ხელახალი ხმის მიცემისას არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება მიუხედავად მასში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობისა.
3. ხელახალი ხმის მიცემისას კენჭისყრა, ხმების დათვლა და არჩევნების შედეგების დადგენა ხდება ამ კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად. სათანადო ოქმი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა ჩაბარდეს ხუთი დღის ვადაში, ხოლო არჩევნების შედეგები უნდა გამოქვეყნდეს ერთი კვირის ვადაში.
მუხლი 32🔗. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება
1. ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე, საკრებულოების არჩევნების ჩატარებიდან 20 დღის ვადაში, თავის სხდომებზე აჯამებს პროპორციული სისტემით ასარჩევი საკრებულოების არჩევნების შედეგებს და შეაქვს ოქმში.
2. ოქმის პირველი ცალი ინახება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მეორე კი გადაეცემა საქართველოს პარლამენტს.
3. ოქმში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების დასახელება და ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი და ამომრჩეველთა რაოდენობა მათში, არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები, აგრეთვე ყოველ შესაბამის საკრებულოს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, საკრებულოს არჩეულ წევრთა რაოდენობა და ანბანურად დალაგებული მათი სია.
4. პროპორციული სისტემით ასარჩევი საკრებულოების არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ცენტრალურ გაზეთებში, ტელევიზიითა და რადიოთი აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ.
მუხლი 33🔗. საკრებულოში არჩეულ წევრთა რეგისტრაცია
არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში ატარებს სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის, რაიონის საკრებულოებში არჩეულ წევრებს და აძლევს მათ საკრებულოს წევრად არჩევის მოწმობებს.
მუხლი 34🔗. საკრებულოს გამოკლებული წევრის შენაცვლება
თუ საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, მის ადგილს შესაბამის საკრებულოში ორი კვირის ვადაში დაიკავებს იმავე სიაში რიგით მიმდევნო კანდიდატი (პროპორციული სისტემით არჩეული საკრებულოებისათვის) ან საკრებულოს წევრად აურჩეველ კანდიდატებს შორის საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი (მაჟორიტარული სისტემით არჩეული საკრებულოსათვის), თუ იგი შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობას განაცხადებს საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კანდიდატი სიიდან ამოიღება და ვაკანტურ ადგილს დაიკავებს მისი მომდევნო კანდიდატი. თუ წარდგენილ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.
თავი IX
პასუხისმგებლობა ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოების არჩევნების შესახებ კანონის დარღვევისათვის
მუხლი 35🔗. პასუხისმგებლობა ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ კანონის დარღვევისათვის
1. პირებს, რომლებიც ძალადობით, მოტყუებით, მუქარით, მოსყიდვით ან სხვა გზით ხელს უშლიან საქართველოს მოქალაქეს თავისუფლად განახორციელოს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება – აირჩიოს და იყოს არჩეული წარმომადგენლობით ორგანოებში, ეწეოდეს წინასაარჩევნო აგიტაციას, ერევიან საარჩევნო კომისიების საქმიანობაში და ხელს უშლიან საარჩევნო უბნებში ხმის მიცემას, კანდიდატის რეგისტრაციასთან, ხმების დათვლასა და არჩევნების შედეგების დადგენასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებას, აქვეყნებენ ან სხვა საშუალებებით ავრცელებენ კანდიდატის პატივისა და ღირსების შემლახავ ცნობებს ან აგიტაციას ეწევიან არჩევნების დღეს, აგრეთვე საარჩევნო კომისიის წევრებს, სახელმწიფო ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამდებობის პირებს, რომლებმაც გააყალბეს საარჩევნო დოკუმენტები, განზრახ არასწორად დათვალეს ხმები, დაარღვიეს კენჭისყრის საიდუმლოება, საარჩევნო კომისიებს არ წარუდგინეს საჭირო მასალები ან არ შეასრულეს მათი გადაწყვეტილებები, ეკისრებათ პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. იმ პარტიებს, საარჩევნო ბლოკებსა და კანდიდატებს, რომლებიც დაუშვებენ ამ კანონით დადგენილი საარჩევნო ფონდის ზღვრული ოდენობის გადამეტებას, ან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგენენ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშს, ან არამართლზომიერად გამოიყენებენ სახსრებს, ჩამოერთმევათ ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში – საკრებულოებში მათ მიერ მოპოვებული მანდატები და გამოკლებული წევრების ნაცვლად არჩევნებში მონაწილეობის უფლება, აგრეთვე ეკრძალებათ საკრებულოების მომდევნო ორი მოწვევის განმავლობაში ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობა. ასეთი დარღევევების საქმეს განიხილავს ის სასამართლო, რომლის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზედაც მოხდა კანონის დარღვევა. სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
თავი X
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 36🔗. ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი არჩევნების ჩატარება და მასში მონაწილეობა
1. ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი არჩევნები არ ტარდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის იმ ტერიტორიებზე, რომლებზედაც არ ვრცელდება საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა იურისდიქცია.
2. ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველ არჩევნებში არ მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან იძულებით გადაადგილებული – დევნილი ამომრჩევლები.
მუხლი 37🔗. ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველ არჩევნებში ბიულეტენების დამზადების წესი
ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველ არჩევნებში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენების დამზადებას სახელმწიფო ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე საარჩევნო ოლქის მოსახლეობის უმრავლესობისათვის გასაგებ სხვა ენაზეც.
მუხლი 38🔗. მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მონაწილეობა საკრებულოების არჩევნების მომზადებაში
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირებამდე ამ კანონით მათზე დაკისრებულ უფლებამოსილებებს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების –საკრებულოების პირველი არჩევნების მომზადებისათვის ასრულებენ „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 29 მაისის დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ორგანოები.
მუხლი 39🔗. ამომრჩეველთა რაოდენობის დადგენის, რეგისტრაციისა და სიების შედგენის წესი ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველ არჩევნებში
ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველ არჩევნებში ამ კანონით განსაზღვრული ამომრჩეველთა რაოდენობის დადგენის, რეგისტრაციისა და სიების შედგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებამდე არა უგვიანეს სამი თვისა.
თავი XI
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 40🔗. კანონის ძალადაკარგულად ცნობა და ამოქმედება
1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების – საკრებულოთა არჩევნების შესახებ" (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №1, მუხ.16).
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 25 ივნისი.
№1476–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1998 წლის 18 სექტემბრის კანონი №1585 – სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.9
2. საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1608 – სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.18
3. საქართველოს 1998 წლის 15 ოქტომბრის კანონი №1646 – სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.29
4. ძალადაკარგულია – საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1047– სსმI, №25, 22.08.2001წ., მუხ.107