საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი

მიღების თარიღი 13.11.2012
ძალაში შესვლა 13.11.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №176/1
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016170
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/01/2013
matsne.gov.ge 374 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.11.2012 მიღება
13.11.2012 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს საგარეო   საქმეთა სამინისტროს სახელით           ხელმოწერილია პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით     ხელმოწერილია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში ,,მხარეებად” წოდებულნი, ესწრაფიან რა ხელი შეუწყონ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ, ადამიანის უფლებების სფეროში თანამშრომლობას, ორი სახელმწიფოს დაახლოებისა და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით,      მოწადინებულნი არინ რა, გაეროს წესდების I თავის შესაბამისად, განავითარონ და განამტკიცონ მეგობრული ურთიერთობა ორ ერს შორის, მიიჩნევენ რა ურთიერთსასარგებლოდ სხვადასხვა დონეზე კონსულტაციების გამართვასა და აზრთა გაცვლას ორივე მხარის სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები მუდმივად განავითარებენ კონტაქტებს საერთაშორისო ასპარეზზე  ორი ქვეყნის დაახლოების, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისა და გაეროს წესდების შესაბამისად, ყველა სახელმწიფოსთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, კულტურულ და ადამიანის უფლებების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.     მუხლი 2🔗 ორმხრივი ურთიერთობის განვითარების მიზნით, მხარეები რეგულარულად გამართავენ კონსულტაციებს საერთაშორისო და ორმხრივი მნიშვნელობის საკითხებზე მინისტრების მოადგილეების ან მათი წარმომადგენლების დონეზე. კონსულტაციები გაიმართება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით. მუხლი 3🔗 მხარეები წინასწარ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, არანაკლებ წელიწადში ერთხელ, განსაზღვრავენ კონსლუტაციების ჩატარების დონეს, დღის წესრიგს, დროსა და ადგილს. მუხლი 4🔗 კონსულტაციები მოიცავს შემდეგს: ა. პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს; ბ. რეგიონალური და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს, რომლებიც წარმოადგენს საერთო ინტერესს; გ. საერთო ინტერესის საკითხებს, რომლებზეც მუშაობენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრსაც ორივე მხარე წარმოადგენს; დ. ადამიანის უფლებათა ხელშეწყობასა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.    მუხლი 5🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ, ადამიანის უფლებების, საინფორმაციო და სხვა სფეროებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას. მუხლი 6🔗 მხარეები უზრუნველყოფენ, რომ შეიქმნას პირობები უშუალო კონტაქტის დამყარებისა და გამოცდილების გაზიარებისათვის თანამშრომელთა გაცვლის, აგრეთვე კონსულტაციებისა და სემინარების ორგანიზებით. მუხლი 7🔗 მხარეებს შორის წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის გამოყენებასთან და/ან განმარტებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა გადაწყდება დიპლომატიური არხების მეშვეობით. მუხლი 8🔗 მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და/ან შესწორებები. მუხლი 9🔗 წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. ყოველი ვადის ამოწურვის შემდეგ, იგი ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, ვიდრე ერთ-ერთი მხარე, ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე, წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს ოქმის მოქმედების შეწყვეტის განზრახვის თაობაზე. შესრულებულია ქ. ასუნსიონში, 2012 წლის 13 ნოემბერს ორ დედნად,   ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ათენტიკურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს. საქართველოს საგარეო   საქმეთა სამინისტროს სახელით ხელმოწერილია პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით ხელმოწერილია